ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: აიობ
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2019


ჩემი სიმღერა

"მე ვიმედოვნებ ამ მენტალურ ტალღას შენ სერფინგისთვის შეკაზმული დაფით დახვდები."

გედები სიკვდილის წინ მღერიან და არა შემდეგ.
და მაინც, რომ შეაჯამო ერთი გედის ყველა წინაპრის სიმღერა,
შენ მიხვდები იმას,
რასაც ახლა მე ვხვდები.
შენ გაიგებ იმას,
რასაც ახლა მე ვისმენ
და შენ იმღერებ ისე
როგორც ახლა მე ვმღერი.
არა როგორც მამაჩემი მღეროდა.
არა როგორც დედაჩემი მღეროდა.
იქნებ ისე, როგორც მხოლოდ ადამმა და ევამ იმღერეს.
და თუ იმღერებ, ეცადე არ გადაიმღერო.
ჩემი სიმღერა სიმღერაა!
აქ არ ისმის წინაპრების ძახილი,
აქ ძახილს ხილი კი არა, ვაშლი ერითმება.
აქ მუსიკას დამსხვრეული სტრიქონი ქმნის.
ეს მუსიკა შიშველი და ნამდვილია.
ეს მუსიკა აღგიძრავს ვნებას
დალეწო ყველა ნაგებობა,
დაამსხვირო ჩონჩხთა ძვლები
და პატივი მიაგო პოეზიას მაღალ სამსხვერპლოზე.
მსხვერპლი მით უფრო ღირებულია,
რაც მჭლე ხორცი აქვს.
ბებერი სისხლის დამჭკნარი სამოთხეები ვერაფერს სთავაზობს ცამდე აღმართულ სვეტებს.
ჩვენ უკვე მივხვდით, რომ ვერტიკალურად ღრუბლებს გავცდებით და სამოთხეებს ვერ დავინახავთ.
შენც ადექი და დაამსხვრიე ძველი სამსხვერპლო,
ახალი სისხლი დაანთხიე ჰორიზონტალზე.
და თუ მოკვდები, მიბაძე გედებს.
ვინმეს ამღერე შენებურად,
მაგრამ უთხარი არც კი ცადოს გადამღერება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები