ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2019


ამ ერთხელაცო

ნინო დარბაისელი

ამ ერთხელაცო
- - -

ამ ერთსაც ჩავსრიალდებიო,
ასე იფიქრო,
საბაგიროთი შებინდებულზე
ისევ ახვიდე,
ისევ დაეშვა ტრასის თავიდან
ლილისფერ თოვლში
და ბოლომდე კარგად იარო
და ვერავინ ვერც მიხვდეს
და  ვერც გაიხსენოს,
მაინც რა იყო,
როგორ მოხდა,
რომ იყავი და აღარა ხარ!

ამ ერთხელაცო,
საბოლოოდ,
გამოცურვისას,
თითქმის გამოსულს  უეცრად კანჭი გაგეკვანძოს 
ჩქმეტა სცადო და
ამასობაში,
ცურვით დაღლილი
რამე დინებამ  ან მიმოქცევამ მორევისაკენ წაგიღოს და
ტყვიისფერში ჩაგატრიალოს...

ან უკვე ცოდვამოყირჭებულს
ამ ერთხელაცო,
ხელი,
პირი,
ენაა  თუ
წელქვემოთა წასაცდომლები
თვალაჭრელებულს ისევ წაგიცდეს, საბოლოოდ ...

საბოლოოდ, ამ ერთხელაცო!
პირველიც იყოს,
საბოლოოა ცდა,
რომელიც საბედისწერო
მარცხით მთავრდება.
ასე მთავრდება ადამიანი,
ასე არის
ან არ არის,
ასე იწყება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს