ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2019


"პირველშეწირული"

გულმა გონება გამოიჭირა -
ო, როგორ მიყვარს ლოცვის წუთები,
ხელში რომ შენი ხელი მიჭირავს
და უფალს ჩვენზე ვებუტბუტები.

კანდელის შუქი, გალობა, კმევა,
"სამოციქულო", დიდი კვერექსი
და გულში ქრისტეს ხმა: "მეც აქვე ვარ..."
რა ნაზად ისმის, ძვირფასო, გესმის?..

"ჰე, მრწამს უფალო და აღვიარებ,
რამეთუ შენ ხარ..." და "ამინ"-ს ვბედავ...
რა ემართება სულის იარებს,
როგორ შუშდება, ძვირფასო, ხედავ?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები