| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 22 მარტი, 2019 |
დგანან სახლები ქუჩის დარაჯად, თითქოს ამ ქუჩას ვინმე ართმევდეს... სადარბაზოში ბომჟი ფარაჯით, ფარაჯა - ომში ბევრჯერ ნათრევი... სახლებში შუქი ალაგ და ალაგ, ვიღაცა ცხოვრობს, ვიღაც წავიდა. ის, რაც უყვარდა ქალაქში ქალაქს, გამორჩენიათ სათვალავიდან... სახლები, ქუჩა და კიდევ სხვა რამ, რასაც სათქმელზე მეტად განიცდი... მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა, შენ კი არ გინდა სადმე გაიქცე... სტკივათ ფესვები მწვანე ნარგავებს, რადგანაც მიწას ფეხქვეშ აცლიან. ქალაქს კი უნდა თავის თავს ჰგავდეს და არა „ფეშენ“ სიმულაციას... ზოგჯერ კი ქუჩა დარაჯობს სახლებს, თავისი ფანჯრით, კარით, აივნით. და გულისტკივილს იმ სახლთან ამხელს, რომლის წინ აწი ვეღარ გაივლის... 15.02.19
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგი ავტორი ხარ :) კარგი ავტორი ხარ :)
5. თანამედროვე თბილისის პრობლემა.
ძალიან მომეწონა +2 (მეტს იმსახურებს). თანამედროვე თბილისის პრობლემა.
ძალიან მომეწონა +2 (მეტს იმსახურებს).
4. ეს არის ძალიან აქტუალური სათქმელი! მე მაგალითად, დიახაც, გაქცევა მინდა აქედან! + ეს არის ძალიან აქტუალური სათქმელი! მე მაგალითად, დიახაც, გაქცევა მინდა აქედან! +
3. რა კარგი იყო! რა კარგი იყო!
2. ქალაქიდან წასული ქუჩების , სახლების და ადამიანების სევდა...
ქალაქიდან წასული ქუჩების , სახლების და ადამიანების სევდა...
1. ძალიან მომეწონა+5 ძალიან მომეწონა+5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|