ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2009


ჯიშმა თუ არ იგრიალა

გადაძახილი
არჩანდასთან და ილტოსპირელთან

კალიაობენ წიწკვები_
აქეთ-იქითა ხტიანა,
ნახევრად ტიტვლებ დადიან,
მალე სულ გაიხდიანა,
მოფრანციცულე ელპიტეს
და მოთურქულე ციალას
საზღვარს გაღმა თუ გამოღმა
დოლარებისთვის ფცქვნიანა,
დავიწყებიათ "ლილეო"
და სალამური წკრიალა.

ზარმა თუ არ იგუგუნა,
ჯიშმა თუ არ იგრიალა,_
"ცა-ფირუზ,ხმელეთ-ზურმუხტი"
დაგვრჩება ოხერ-ტიალად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები