ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2019


კარმენი /ასიმეტრიული ლექსი/

კარმენი 

ასიმეტრიული ლექსი
                ( ეძღვნება ლიკა ყიფშიძეს )

თეთრ სამოსელში შემოსილნი თეთრ ვერანდაზე
სიამოვნებით წრუპავდნენ წვენებს  ... ანანასს, მანგოს....
შავ სამოსელში შემოსილნი შავ პოდიუმზე
თავდავიწყებით ცეკვავდნენ ტანგოს...
რუხ სამოსელში შემოსილნი რუხ მაგიდასთან
ემონებოდნენ აზარტულ ბანქოს ....

ამ დროს ...

ქალი წითელში მომნუსხველად აფრქვევდა ჯადოს,
აღარ ჰყოფნიდა განკუთვნილი სივრცე და ჩარჩო,
არღვევდა ყველა სიმეტრიას და ყველა კანონს,
მიირხეოდა ვნებიანად, ეძებდა მაჩოს  ....




მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია 2011 წლის 30 ოქტომბერს
დაიბეჭდა ლიტერატურულ კონკურს „მოდინახეს“ 2014–2015 წლების ფინალისტთა რჩეული ლექსების კრებულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები