| ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 აპრილი, 2019 |
მთა და მთის ხალხი ვაჟა-ფშაველას, გაბრიელ ჯაბუშანურის და გოდერძი ჩოხელის შემოქმედებამ შემაყვარა!
გუდამაყრელო!
(სოფო ჩოხელს)
გუდამაყრელო! მიყვარხარ, ვიცი: არ გიყვარს ტრაბახი. თავსაფარ იგრე გიხდება - ვით მოცეკვავეს ფაფახი.
ააჟღრიალე ფანდური, აახმიანე მთა-ბარი. ჩასვლისას მკერდში მხურვალედ ჩაგიკრავს გუდამაყარი.
ჩოხელთა გვარი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მქონდა გაგებული, რა თქმა უნდა გოდერძი ჩოხელის წყალობით. მისი თითქმის ყველა ლექსი მაქვს წაკითხული, მისი პროზაც განსაკუთრებულია, ფილმები კი უბრალოდ გენიალურია. თავად იყო გოდერძი გენიალური ადამიანი, უშუალო და თავმდაბალი, ადამიანის გენიალურობა ხომ სწორედ უბრალოებაშია.
დაბოლოს:
წერილი სოფო ჩოხელს
ზოგიერთებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ხელოვან ადამიანებს ნამდვილი სიყვარული არ შეუძლიათ. ჰოი, როგორ ცდებიან! ხელოვნება ხომ სიყვარულზე დაფუძნებული დარგია. შეუძლებელია ადამიანი წერდეს ან ცეკვავდეს და ამ ყველაფერს სიყვარულით არ აკეთებდეს! შენ იმ გვარის წარმომადგენელი ხარ, რომელმა გვარმაც გოდერძი შვა და რომელი გვარიც დიდგორის ომში თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ იბრძოდა. ორასი ჩოხელი ეხმარებოდა დავით მეფეს გამარჯვების მოპოვებაში! გოდერძი ჩოხელმა წარუშლელი კვალი დასტოვა როგორც ქართულ ლიტერატურაში, ისე კინემატოგრაფიაშიც. მისი ფილმები მალამოსავით ედება გულს. სამწუხაროდ ვერ გავუფრთხილდით, ვერ მოვუფრთხილდით ისე, როგორც საჭირო იყო. შენ გოდერძის გვარის ღირსეული გამგრძელებელი ხარ, ხელოვნების გზაზე დადექი და ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევ. შენი სახით მე ერთგული და მოსიყვარულე მოყვასი მყავს, ჩემი სულის განუყოფელ ნაწილად იქეცი, ჩემს გულში შემოხვედი და არასოდეს გამოხვალ ამ გულიდან. ჩვენ ნამდვილი სიყვარული შეგვიძლია!
ოთარ რურუა
.............................................................................................................................................................................................
ფშავ-ხევსურულ მოტივზე
ქალმა მიმღერა ლამაზმა, წყალიც მასმია ხელსურით, მერე რაა, რომ არა ვარ ფშაველი ანდა ხევსური.
მაოცებს ვაჟას გენია, სევდა მაწვალებს ჩოხელის, რაც ქართულია-ჩვენია, გულიც ამაყობს ოხერი.
ქალავ!-კოლხიდელს მაჩნიხარ, შენთვის ანთია ცისკარი, მითხარ: ,,ქალი ხარ, ალი ხარ“, თუ სიყვარულის სიზმარი?
ვარ შენი მთების მეხოტბე, მთებსაც აქვთ ძალა ზევსური, ჯიხვის რქით დამილოცნია მე ყველა ფშაველ-ხევსური.
ოთარ რურუა
................................................................................................................................................................
გაბრიელ ჯაბუშანურისადმი
არხოტის მთებზე ღრუბლები ნელ-ნელა მიირწევიან, ქორ-შევარდენთა გუნდები სულ ცისკენ მიიწევიან.
შებინდებისას ნისლები შლილ ფერდობებზე წვებიან, პოეტის ლექსთა მარულა ხევსურეთს მონატრებია.
სადა ხარ, ჯაბუშანურო, არხოტი გელის შენია, ვაჟასთან ერთად შენცა ხარ მთის პოეზიის გენია.
ოთარ რურუა
მუსიკა - ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძის, ფანდურზე უკრავს გიორგი ჯმუხაძე.
https://www.facebook.com/otar.rurua/posts/1582125695185959?pnref=story
ცნობისათვის: გაგიკვირდებათ და უმეტესობამ ჩვენგან (ჩემგან და ფანდურასგან) გაიგო გაბრიელ ჯაბუშანურის სახელი და გვარი. ალბათ იმიტომ, რომ გაბრიელის შემოქმედება უფრო ჩრდილშია, სხვა პოეტებისგან განსხვავებით.
კონსტანტინე გამსახურდია როგორც კაცს და როგორც პოეტს - გაბრიელ ჯაბუშანურს სცემდა პატივს, ხოლო გალაკტიონ ტაბიძე გაბრიელს თავის ღირსეულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა პოეზიაში ტერენტი გრანელთან ერთად!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|