ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ნუგუნა
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2019


სიყვარული

ფიქრში ჩაირთო წარსულის ფირი.
ახლაც წევხარ და შენს ფიქრებს ლოკავ
მონატრებით და ასე მწირი,
შენი სხეული საშიშ ჩონჩხს მოჰგავს.

თეთრი ზეწარი დანამა ცრემლმა.
უკვე გერევა დღეცა და ღამეც.
შენი ჯიუტი ნერვების ღელვა
სულში დაგეტყო და გაზანზარებს.

კედელზე კაწრავ ჩვეულად ფრაზებს,
შენთვის საყვარელს, საყვარელს მისთვის.
სულში დარდისგან დარჩენილ ბზარებს
ჩვეულად ტოვებ, არ იცი რისთვის.

ათას ფერში კი, მხოლოდ ორს არჩევ,
თეთრს და შავს. თითქოს ჰაერიც გტოვებს.
დარდს და სიცივეს ობოლ სულს აჩვევ,
ვერაფრით ავსებ ტკივილის მორევს.

სახეს დააჩნდა ცრემლების კვალი,
სველი და თითქმის საგრძნობლად მტუტე.
სასმელს სვამ, მაინც არახარ მთვრალი
და მერე თითქმის სულ ყველას უტევ.

გავიდა, მიდის, მიდის, გავიდა.
წლები, დღეები, დღეები, წლები.
და თითქოს მუდამ, სულ მთლად თავიდან,
ობოლ სხეულში ჯიუტად წვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები