ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2019


ასეა ეს

ხდება ზოგჯერ, თავს რომ ვერ ვწევ წიგნიდან,
ვფიქრობ, როგორ მომიხდება კატორღა,
ადამიანს სადაც არ ხარ იქ გინდა.
რატომღაც.

ბედი ხშირად კავშირია სახელთან,
ვარსკვლები  ცაში ჩნდება სოფლიდან
პირველად რომ შევეხე და გახევდა.
მყოფნიდა..

ვიცი  მალე სული შემიწუხდება,
დავწერ ქარზე  იშვიათი ლირიკით,
მონატრებას მანძილი არ უხდება...
პირიქით.

მოვა დრო და ცოტას თუ არ  ვართულებ,
ამ ლექსს ვინმე ლექსისმცოდნე  "დაბრაკავს"
მეთორმეტე მიკრო,  შვიდი სართული,
8 საათი. გამთენია.
აბრაგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები