ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2019


დედის ბეჭედი

მარტის  ბოლოა და ცივი ქარი
ღრენს  დიღმის ველზე, ვერ  ვიტყვი დრესაც,
რომ გულზე  სევდას ვერ მივიკარებ ,
დილიდან  ვზივარ  და  სიტვებს  ვლესავ,
რომ  უფრო მეტად მატკინოს  სული,
მიმძიმდეს მხრები და  გავიხსენო:
დღეები ,დედა,ჩემი  წარსული,
და  ვიყო მარტო,მარტო ,ისე  რომ
არ უყურებდნენ  ამ ცრემლის  მძივებს,
არ უთანაგძნოს  სიტყვით  არავინ –
ბავშვობას, სველი  თოვლივით  მძიმეს
და  ზურგში  სხივებს  დედის  ფარანის.
ახლა ვიყიდდი ,იმ ოქროს  ბეჭედს
შენ რომ გაყიდე,ქურთუკის გამო,
მთელი  ზამტარი  მითბობდა  ბეჭებს,
ჩაფიქრებული ვზივარ  და ვნანობ–
ვის  ხელს  ამშვენებს ის ლალის  თვალი?
(შენი  ხელები მიბერდებიან)
რა ფასი  ქონდა  მას  ამისთანა?
მისი ფასი  რა მიკითებია?..
ალბათ,  შენ  გგავარ  გიჟი მამობით,
რომ ერთი შარვლით დავდივარ,ხან კი–
თავს  გამოვიჭერ,რომ ღამღამობით,
შვილების  სუნთქვას  ვამოწმებ  ბაგით.
ლაბირინთებში  დავდივარ,რა ვქნა?
ალბათ,ჩემი გზა  თავად მომნახავს.
უღარიბესი კაცი  ვარ ,მაგრამ
ულამაზესი დედიკონა მყავს!














კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს