| ავტორი: დერვიში ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 31 მარტი, 2019 |
მეგობრის ბავშვობის ფოტოს გადავაწყდი და მეგონა, რომ სურათზე ის და მისი ძმა კი არა, ამ გოგოს შვილები იდგნენ, ახლა რა ასაკშიც არიან, ოღონდ ძველ ფოტოზე. ღმერთო, რა საოცარი მსგავსებაა! იგივე თვალები, იგივე გამოხედვა, შუბლი, თმა, ღიმილი, სახის ნაკვთები, დგომაც კი... როგორ ემსგავსებიან შვილები მშობლებს, უყურებ და თითქოს საკუთარ ცხოვრებას ხელმეორედ გიტრიალებს კინოფირივით დრო! მერე რატომღაც მოვიწყინე... სად მიდიან ადამიანები? შევხვდებით მათ ოდესმე? ან როგორ უნდა ვიცნო ისინი ან მათ როგორ უნდა გამიხსენონ? მერე გამახსენდა, რომ მამაჩემი არ მინახავს მეთხუთმეტე წელია... მხოლოდ სიზმრად, ფოტოებზე და მაშინ, როდესაც საფლავზე ავაკითხავ... კიდევ რამდენ წელს ვიცოცხლებ ანუ კიდევ რამდენ წელს ვერ ვნახავ მას? ერთმა, უწყინარმა ბავშვობის ფოტომ, სულ ერთმა, რამდენი კითხვა გამიჩინა, რამდენი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჟანრის კლასიკამ :)) ჟანრის კლასიკამ :))
3. მომეწონა. ყველას გვიჩნდება ეს კითხვები. რამ გაგახსენათ ჟანრი ლოლაშვილი :))) მომეწონა. ყველას გვიჩნდება ეს კითხვები. რამ გაგახსენათ ჟანრი ლოლაშვილი :)))
2. ჟანრი? უფრო ლოლაშვილი :) ალბათ სხვაა :) ჟანრი? უფრო ლოლაშვილი :) ალბათ სხვაა :)
1. უპასუხო კითხვები...
ჟანრი ალბათ შეგეშალა, ხო ? :)
უპასუხო კითხვები...
ჟანრი ალბათ შეგეშალა, ხო ? :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|