ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 მარტი, 2019


31 მარტი

ყველა ჭეშმარიტ ქართველს ვულოცავ დღევანდელ დღეს - 31 მარტს, ამ ისტორიულ თარიღს, რომელსაც ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს:

31 მარტს იყო დაბადებული საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია, 80 წლის გახდებოდა.

1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაოდ ცნობილი რეფერენდუმი, რომელშიც აფხაზებმა და ოსებმაც მიიღეს მონაწილეობა. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლექსობამ მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირა. რამდენიმე დღეში, კერძოდ 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო ჩემი ეს სტატუსი:

წერილი ზვიად გამსახურდიას

მოგესალმები ჩემი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს,
თუმც აღარ სუნთქავ, ამ გულში ხარ... დარჩები აქვე!
მართლმადიდებელს ურწმუნონი ხშირად გდევნიდნენ,
მაგრამ ერს ახსოვს შენი ყველა კეთილი საქმე!

რა არ გიწოდეს, მოღალატედ შეგრაცხეს ლამის,
მამულიშვილთ კი ქართვლის ხსოვნა სანთლად გვინთია!
მთაწმინდამ გულზე მიგიწვინა შვილი კარგ მამის,
მტრებს რომც უნდოდეთ, შენს ერთგულ ხალხს ვერ დაითვლიან!

ოთარ რურუა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები