ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 აპრილი, 2019


ისტორიული პარალელები //გიორგი სააკაძე და სტალინი

ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
იოანე 3:16

ისტორიული პარალელები

გიორგი სააკაძე // სტალინი

მოგითხრობთ, თუ ლოღიკური მსჯელობით როგორ მივედით ოჯახში ისტორიულ დასკვნამდე.
ერთხელ ჩემი ქმარი კითხულობდა საინტერესო სტატიას დიდ მოურავზე. მეც მიზიარებდა შთაბეჭდილებებს, ვსაუბრობდით. ძალაუნებურად შევეხეთ იმ მძიმე მსხვერპლს, უმცროსი შვილის – პაატას – სიცოცხლეს, რომლის სამშობლოსთვის გაღებაც მას მოუხდა.

ამ დროს გამახსენდა, რომ სტალინმა, ომის დროს, მოითხოვა კინოფილმ „გიორგი სააკაძის“ გადაღება და ფილმი ეკრანებზე გამოვიდა იმ მძიმე წლებში, როდესაც ფრონტზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, პირველი სერია – 1942–ში, ხოლო მეორე სერია –1943–ში.  სტალინის მოქმედებები არასოდეს ყოფილა შემთხვევითი. ამიტომ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აღაფრთოვანებდა გიორგი სააკაძის საქციელი. შემდეგ სტალინის შვილი – იაკობიც – გაგვახსენდა და უცებ ყველაფერი ნათელი გახდა:

სტალინმა, მეორე მსოფლიო ომის დროს, გაიმეორა, მისთვის სამაგალითო, გიორგი სააკაძის საქციელი და შვილი გასწირა.

გიორგი სააკაძისგან განსხვავებით, სტალინს შეეძლო შვილის დახსნა, (თუმცა სააკაძესაც შეეძლო, თუ ქართველებს არ გაამარჯვებინებდა) მაგრამ სტალინს მაინც განსხვავებული სიტუაცია ჰქონდა, იგი სააკაძეზე უფრო შორს წავიდა და როდესაც გერმანელებმა შესთავაზეს იაკობის გაცვლა ფელდმარშალ პაულუსზე (ტყვეების გაცვლა ომის დროს მიღებული პრაქტიკაა), სტალინმა უპასუხა, რომ ჯარისკაცს ფელდმარშალზე არ ცვლის. იაკობის გამოხსნის სხვა უამრავი შესაძლებლობაც იარსებებდა, მაგრამ სტალინმა ეს შეგნებულად არ გააკეთა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ:

1. მას სწამდა, დიდი საქმე უმსხვერპლოდ არ კეთდება.

2. საკუთარი შვილის ფრონტზე გაშვებით (და რადგან იაკობი ტყვედ ჩავარდა, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ის ნამდვილად სახიფათო ბრძოლებში მონაწილეობდა და მისი ფრონტზე ყოფნა მოჩვენებითი არ იყო.) მან გაამხნევა მილიონები, რომლებიც ფრონტზე ისტუმრებდნენ ყველაზე ძვირფას ადამიანებს: მამებს, ძმებს, შვილებს, ქმრებს, შეყვარებულებს.

3. გიორგი სააკაძის საქციელით შთაგონებულმა და გამხნევებულმა, ისეთი სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც აღმოჩნდა ერთ–ერთი იმ სტრატეგიულ ნაბიჯთაგან, რომლებმაც მას ომი მოაგებინა. მილიონობით ადამიანს არ შეეძლო ტყვედ ჩავარდნილი ძვირფასი ადამიანის გამოხსნა და გენერალისიმუსი მათ გაუთანაბრდა. (ისევე როგორც გიორგი სააკაძის მებრძოლებმა იცოდნენ, რომ პაატა მძევლად იყო დატოვებული და შეწირული). იაკობი დაიღუპა 1943 წელს, როდესაც კინოფილმ „გიორგი სააკაძის“ მეორე სერია გამოვიდა ეკრანებზე და სტალინმა თავისი სათქმელი ამ ფილმით თქვა. იაკობი დაიღუპა ისე, როგორც რიგითი ჯარისკაცები იღუპებოდნენ.



მზია თვალაბეიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები