ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მელ.ზ.
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2019


. . . .

მარტის ფინალი კვლავ გვიამბობს ბანალურ ამბებს.
ანგრევს დამბებს. მძიმე ნისლით გვმოსავს სრულიად.

გაზაფხულია, დაგვიტოვებს უცნაურ ამინდს.
ბარდნის. სადღაც ქარიშხლების აღსასრულია..
სცრის მშვიდი წვიმა გამჭვირვალე ფიქრის არიებს.
მომინანიე. სიზმარივით წყალს გამატანე.
დამდეგ მარტამდე.
მერე თავიდან.

გავიდა წლები-
ორი, სამი, ოთხი.. მეხუთე.
შევფუთე ყველა ხელნაწერი, ყველა ამბავი.
დავალბე სიტყვა, გავამზადე ზაფხულის მზისთვის.
ვიჩურჩულე შელოცვა შვიდგზის.
ვუცდი აყვავდეს.

მიზიდავს ღამის მისტერია ანდამატივით.
მის სიღრმეში ფესვი გავიდგი.
ასე მარტივად-
სამოთხის საშვი სასთუმალთან,
თვალს შევავლებ ჩოხელს, ჭილაძეს..
მოხვალ დილამდე?!
სიმშვიდევ ჩემო,
რა შორია მაინც შენამდე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები