ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2019


პირველი ლექსი შენ!

ზოგჯერ, იქ იწყება, თურმე, რომ გეგონა დამთავრდა,
ცოდვით დაცემას ჰგავს ახლა ეს დაცემა მუხლებზე,
სიტყვა არ დამიძრავს, სუნთქვაც შევიკარი, მაგრამ რა -
შენკენ გამოქცეულ ფიქრებს ვეღარაფერს ვუხერხებ.

ქარმა ცა დატოვა ერთი ციდა ღრუბლის ამარა,
ღამით მარტოობამ თავი უფრო მძაფრად იჩინა,
მეტად გართულდება, აწი, უშენობის დამალვა,
ბგერებს, დავიწყების მსგავსი, მორევიათ სიჩუმე.

თავქვე გამირბიან გზები, ჩრდილს დავყურებ უძრავად,
ისევ მოთმინება მცდის და მეც ვაბარებ გამოცდას,
მაგრამ რით ვუშველი, როგორ გადავარჩენ, ვუზამ რას -
შენკენ გამოქცეულ ამ სულს, სხეულსაც რომ გამოსცდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები