ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2019


„ალისასა, მალისასა...“

მგონი, ბატონები მჭირდა, ირეოდნენ სიზმრები,
ლოცვაც იყო, შელოცვებიც, ბატონების საკადრი!
ჩემი კედლის ხალიჩიდან გადმორბოდნენ ირმები,
მინდორივით ნავარდობდნენ დედის ნაქარგ საბანზე.
დღემდე მახსოვს მოსალბუნე "ალისაც და მალისაც",
იმ სიტყვების ჯადოქრობა მგონი, დღესაც მიფარავს.
ახლა მინდა შვილიშვილი კალთაში რომ ჩავისვა
და ვუამბო სიყვარულმა როგორ იხსნა წიქარა...
წლები არსად არ მიდიან, მათ ჩვენ ვტოვებთ გზა და გზა...
მერე უკან ვიხედებით, თვალით ვზომავთ მანძილებს.
ბავშვობაა ის ნუგბარი, სასულეს რომ გადაგვცდა,
სულში გვყავს და ვერ ვპოულობთ ღრმად დაფლული განძივით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები