ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2019


ჩამო ჩემთან

იფიქრე სიტყვებზე ისე,
რომ არ იფიქრო წინადადებებზე.
და იფიქრე ადამიანებზე ისე,
რომ არ იფიქრო საზოგადოებაზე.
სეჭვოა, რაიმე ერთობლიობაში ერთი დიდი აზრის არსებობა.
საეჭვოა ყველაფერი.
მე მხოლოდ იმის მჯერა, რაც ვთქვი.
მე მხოლოდ მისი მჯერა.
მე მჯერა რაღაცის და ეს მახარებს,
მერე მამშვიდებს.

ვჭამ სიტყვებს და თავად ვარ სიტყვა.
წაუმახავი ჯოხით ვწერ შემთბარ, ახალბალახწამოზრდილ მიწაზე
და ვარ მშვიდი,
და ვარ მდუმარე,
და ვარ უზენაესი ძალის ნაწილი,
გავცემ და ვიძენ ძალას
და თავად ვარ ყოველივე;
რაც არ ვარ, ისიც ვარ.

ღმერთი გალაქტიკებით თამაშობს.
ღმერთის მუსიკის ნოტი შეიძლება იყოს დედამიწა.
ღმერთს ძალიან დიდი ანბანი უნდა ჰქონდეს.
ღმერთი ჩვენით რაღაცას ეუბნება სხვა ღმერთებს.
მე მიხარია, ღმერთი რომ არსებობს.
საკაიფოა ღმერთის არსებობა.

ჩამო ჩემთან. ჩემს სახლში წვიმა ჩამოდის,
იმიტომ, რომ ჭერი არ მაქვს.
ჩემს სახლში ბალახი ამოდის - მიწურზე ვცხოვრობ.
საწყენია, მაგრამ მაქვს მხოლოდ კედლები,
რომელსაც გამუდმებით ვაახლებ; აი ასე - ვანგრევ, ვაშენებ, ვგოზავ...
ჩამო ჩემთან!

შენ დარჩი მარტო. იმდენად მარტო
მარტივად - მარტი იდგა კარებთან
კალენდარულად. გარეთ სტრიტ-არტი
დაკანკალებდა.
ველოდით ამინდს. დარგულ მცენარეს
სციოდა. თუმცა ვიცოდით - ძლევდა.
ჩვენ დიდი ღმერთი ვნახეთ მძინარე
და ჩვენს სიკვდილზე დავენაძლევეთ.
მერე მოვიგეთ და ვცოცხლობთ ახლა,
თუმც გააჩნია, რას ეწოდება
სიცოცხლე. მალე შემთხვევით გნახავ,
ჩემი იერი მოგეწონება.

ჩამო ჩემთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები