ნაწარმოებები



ავტორი: თეთრი პოეტი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2019


* * *

მე მკვდარი ვარ.
აი ეს სახლიც, ახლახანს რომ დასრულდა ბოლო სართული, მკვდრებმა ააშენეს.

საძირკველში მათი სისხლია,
მათი ნათითურები ჯერ კიდევ ეტყობა ქვის კედლებს.

და
დიდი ამბავი თუ მკვდრები აკეთებენ საქმეს,
სიკვდილი ხომ სისულელეა,
ისედაც ხომ ყველა მოკვდება,

მერე რა რომ ოცდასამი წლის ბიჭი ვარ და სამი წლის ბიჭუნა მელოდება სახლში,
მერე რა,რომ ყველა მომსვლელში მამამისს ეძებს,
რომელიც დილით შოკოლადის კარაქს დაჰპირდა
და რატომღაც აღარ მოვიდა.

მკვდარი ვარ და ჩაფხუტი მახურავს თავზე,
სახლებს ვაშენებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები