ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
5 აპრილი, 2019


ჩემი პროფესია

                            ნაწილი მეოთხე
- საიდან დავიწყო?
- ყველაფერი დაიწყე თავიდან.
- ეს ყველაფერი ადრე იყო. დიახ, არჩილი მეხმარებოდა ისიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ბატონი არჩილი, მამაჩემის მეგობარი იყო, როცა დახმარება დამჭირდა დახმარება მას ვთხოვე. მან არაფერი გითხრა, რადგან სიმართლის თქმის შეეშინდა. შეეშინდა, რადგან მისი დანაშაული გამომჟღავნდებოდა. მე მას, არანაირ ფულს არ უხდიდი. ის უბრალო, ჩემს დახმარებას ცდილობდა.
- ფული საიდან იშოვე?
- სანამ მამა ცოცხალი იყო, ძალიან მყარი და ძლიერი ოჯახი გვქონდა. მისი გარდაცვალებას დედა, ძალიან გადაყვა, როდესაც დედამ გონება დაკარგა სავაადმყოფოში ექიმებმა მითხრეს, რომ დედა, ძალიან ძლიერ იყო ავად და მას სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროებოდა. ამას კიდევ დაემატა ისიც, რომ მას ფსიქოლოგური პრობლემები აქვს. დასახმარებლად ბატონ არჩილთან მივედი. მან მითხრა, რომ ერთი საქმეა და თუ კარგად ვიმუშავებდი ფულს გადამიხდიდნენ. მეც მალევე დავთანხმდი და სამუშაოდ წავედი სამი კვირის შემდეგ, ფულიც გადამიხადეს. უკან, როდესაც ვბრუნდებოდი აეროპორტიდან, ფული მომპარეს.
- ეგ ყველაფერი უკვე ვიცი. ეხლა მაინტერესებს, რას გეგმავდით შენ და არჩილი, ჩემს ზურგს უკან?
- გამომიშავებული ფულის 75%, აქ უფროსისთვის უნდა ჩამებარებინა, ვინც თავად გამიშვა დავალებაზე. გავარკვიეთ, რომ თავად ის გვემუქრება. ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს.
- როდის აპირებდი, ამ ყველაფრის თქმას ჩემთვის?
- მალე. გეფიცები მალე ვაპირებდი. უბრალოდ მინდოდა ყველაფერი, ჯერ მე გამერკვია.
- შენ თუ ხვდები, რომ დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამისთვის პასუხი მოგეთხოვება?
- როგორც ჩანს არ დაგვჭირდა 24 საათი ამაზე სალაპარაკოთ. შენ საქმეს გადავცემ მათ, ვისაც ეხებათ და ისინი მოგხედავენ.
- არაა! ძალაინ გთხოვ დამეხმარე! დღესაც დამირეკეს და დამემუქნენ. ფულს თუ არ მივუტან, დედაჩემს მოკლავენ.
- რა გინდა? რას ითხოვ ჩემგან?
- ცოტა დრო მომეცი ძალიან გთხოვ. დედაჩემს, ოპერაციას გაუკეთებენ და შემდეგ წამოვალ სადაც გინდა.
- მაპატიე, მაგრამ მე ვერაფრით დაგეხმარრები.
- ჯანდაბა! მე ის ვარ ვისაც შენ ეძებ.
- რას გულისხმობ?
- მართალია შენ ძალიან პატარა იყავი, სულ რაღაც 9 წლის, თუმცა მე მაინც მახსოვს შენი შეშინებული სახე. არ დამავიწყდება, როგორი შეშინებული იყავი და მარწმუნებდი, რომ არ გეშინოდა...
- მას სოფია არ ერქვა.
- კი ვიცი მე ანა მქვია. მშობლებმა ბების სახელი დამარქვეს. პატარა, რო ვიყავი მასე მომართავდნენ. როდესად გავიზარდე სახელი შევიცვალე.
- შენ ფიქრობ, რომ ამის გამო, ჩემს გადაწყვეტილებას შევცვლი?
- უბრალოდ ძალიან გთხოვ. თუნდაც იმ დღეების გამო, რაც ერთად გამოვიარეთ.
- როგორ მიხვდი, რომ მე ვიყავი?
- როდესაც შენს სახლში ვიყავი თაროზე, შენი ბავშვობის ფოტო ვნახე და ეგრევე გამახსნდა.
- დრო რამდენი გჭირდება?
- რამოდენიმე დღე. სულ, რაღაც რამოდენიმე დღე.
- ერთი პირობით. მომიყვები ყველაფერს, არ გადადგამ ჩემს გარეშე, არანაირ ნაბიჯებს და ბოლოს, იქნები ჩემი კონტროლის ქვეშ.
- ყველაფერ გავაკეთებ რასაც მეტყვი.
*  *  *
  ,,კერძო დედექტივი ეს ის თემაა, რომელზეც ხმამაღლა არასდროს საუბრობენ. მოკლედ, რომ ვთქვათ კერძო დეტექტივი არის პიროვნება, რომელიც ასრულებს კერძო შეკვეთებს. დამკვეთი კი, თავისი ანაზღაურების ფასად  თავისი ოჯახის წევრების ბიზნერსპანტნიორების ცხოვრების დეტალებს იკვლევენ. კერძო დეტექტივს ეკრძალება ტყუილი, ეს არის ისთი საკითხი, რომელია არ ეპატიება, არც ჩვენთან და არც კლიანტთან. ჩვენთან ასევე მიუღებელია, ორმაგი თამაში.  სოფია პირველად, როდესაც მოვიდა ჩემთან, მან მითხრა, რომ სჭირდებოდა მეგობარზე მეტი ინფორმაცია. თვლიდა, რომ ის ბევრ რამეს უმალავდა. საქმე თითქმის ბოლომდე მქონდა მიყვანილი, როდესაც სოფიამ, გვიან ღამით დამირეკა და მითხრა რომ, მას სასწრაფოდ დახმარება სჭირდებოდა. სოფია, როდესაც სახლში დაბრუნდა სახლი, არაული დახვდა. მალევე ტელეფონზე დაიწყო ზარები და მუქარები, რომ შემდეგში მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. თუ ის, ფულს არ მოიტანდა. მე, როდესაც გადავწყვიტე საქმე მისთვის გადამეცა, ვისაც ეს ეხებოდა სოფიამ ამაზე უარი განაცხადა. თქვა, რომ თავად მოაგვარებდა. ეხლა კი, როცა ყველაფერი გავარკვიე, ისევ დროს ითხოვს.
*  *  *
- შეგიძლია გამომყვე?
- კიდევ არ გძინავს?
- რა დამაძინებს, როცა ვიცი, რომ რამოდენიმე დღეც და დამიჭერენ.
- სად მივდივართ?
- სახლის სახურავზე.
- ეს რა არის? აქ ცხოვრობ?
- შეიძლება ესეც ითქვას. ძირითად დროს აქ ვატარებ.
- ეს შენი ნახატებია?
- კი. თავისუფალ დროს ვხატავ.
- მეჩვენება თუ, ნაგლი აღარ ხარ?
- შენ კიდევ, ძალიან პირდაპირი გახდი.
- ეხლა რას აპირებ?
- ხვალ ოპერაცის ნახევარს გადავრიცხავ. დანარჩენს კი, სახლის გაყიდვის შემდეგ.
- სახლს ყიდი?
- სხვა გზს ვერ ვხედავ. ჩემთვის მთავარია დედა იყოს კარგად.
- ხვალ, გამომყვები დედასთან საავადმყოფოში?
- მე რატო?
- იცოდეთ არა ვარ სანდო.
- მაგაში გეთანხმები.
*  *  *
  ამ ხერხმაც გაამართლა. სოფია, ისეთი შეშინებულია არამგონია კიდევ, ჩემს გარეშე რაიმე ნაბიჯი გადადგას. ეს ყველაფერი მე, მას შემდეგ გავარკვიე, როდესაც სოფიამ მითხრა მუქარის შესახებ. შესაფერისს დროს ველოდებოდი, რომ მისთვის ეს ყველაფერი მეთქვა. ეხლა თითოეულ ნაბიჯს ისე დგამს, რომ ყველაფერ მე მეკითხება. აი ეხლაც, მეძახის სამზარეულოდან და მეკითხება. ,,ყავაში შაქარი, ერთი  კოვზი ჩავყარო თუ ორი? ყავა ძალიან მიყვარს.  ძალიან მეხმარება მუშაობის დროს. ჩემი, საყვარელი კაფე ქალაქის ცენტრშია, სადაც დილაობით ოფისში წასვლადე ყავას მივირთმევ. კაფის უფროსი, უკვე ჩემი მეგობარი გახდა.  მე და დიმიტრი ბიძია, სანამ ყავას მივირთმევთ, ერთად განვიხილავთ ამინდის პროგნოზს. სჯერა ასტროლოგების და ყოველ დილით, მაფთხილებ თუ რა მელოდება წინ. ჰოროსკოპით მერწყული ვარ. მერწყულები, ძალიან მგძნობიარეები არიან. ისინი ხშრად არაპროგნოზირებად საქციელს სჩადიან, მაგრამ ამით საფრთხეს არავის უქმნიან. მერწყულები ცდილობენ დიდხანს აირიდონ თავი ქორწინებას და არც ურთიერთობის გასერიოზულება სურთ. ის არ კარგავს პანტნიორს, თუ მას წასვლა უნდა ის აუცილებლად გაუშვებს. ძალიან მეგობრულები არაინ. საყვარელი ადამიანისთვის, თავის გაწირვა შეუძლიათ. ძალიან ცოტას ესმის ჩემი, თუმცა მცირედ რაღაცამაც შეიძლება ჩემი გული მოიგოს.
- რას აკეთებ?
- ფილმს ვრთავ.
- რა ფილმია?
- ,,PRETTY WOMAN.\\\\\\\"
- ჩემი საყვარელი ფილმია...
- რა თქვი?
- არა არაფერი. გიყვარს ეგ ფილმი?
- კი, ძალიან მიყვარს. რამოდენიმეჯერ მაქვს ნანახი და ყოველჯერზე, ახალი ემორციებით ვისწყებ ყურებას.
- აქ, ძალიან ცივა არაა?
- არასდროს არ მეგონა, რომ გერძო დეტექტივებსაც სციოდათ. პლედს მოგიტან.
- არა არ არის საჭირო. იქნებ ქვემოთ ჩავიდეთ?
- რატო აქ უხერხულად ხარ? მოეშვი, მოდუნდი ყველაფერი კარგად არის.
- ძალიან გთხოვთ გაიწიეთ.
- უბრალო ცხელი შოკოლადის მოცემა მინდოდა თქვენთვის. ჯანდაბა! ძალიან მოუხერხებელი ვარ, მაპატიეთ. ეხლავე გამოსაცვლელს მოგიტანთ.
- არაა! არ არის საჭირო.
- აი აიღე, ეს მამაჩემს პერანგია. დღემდე მის ნივთებს საგულდაგულოდ ვინახავ.
- მადლობა. არ იყო საჭირო. რატო იცინიხარ?
- ძალიან პატარა გაქვს...
- ნუ იცინი! ისე მართლა რა პარატრაა...
*  *  *
  ყველაფრის მიუხედავად, საღამომ, მაინც მშვიდად ჩაიარა. სოფიამ, ჩემი პერანგი გასარეცხად შეაგდო. თვითონ კი, დასაძინებლად წავიდა. მითხრა თუ გინდა სტუმრის ოჯახში დაისვენეო, მაგრამ მე მაინც სასტუმრო ოთახში, დივანზე დაძინება ვარჩიე. ბავშვბაში, რატიმ ძალიან ცუდად გამეხუმრა. მან მითხრა, რომ სარდაფში ვიღაც იყო. იქ ერთად ჩავედით, თუმცა, როდესაც უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ მან, სარდაფში ჩამკეტა. აქედან გამომდინარე, ჩაკეტილი სივრცის შიში ყოველთვის მქონდა. მამაჩემი ამბობდა ,,შენ ყველა ის თვისება გაქვს რაც დედაშენს.\\\\\\\\\\\\\\\" დიახ, მე და დედა ძალიან ვგავართ ერთანეთს. ისიც ქალწულია, თუმცა ჩვენ მაინცე ვერ ვუგებთ ერთმანეთს. დედა, ყოველთვის განაწყიბული იყო ჩემზე, რადგან ჩემი მესაიდუმლე ყოველთვის იყო მამა. ყოველთვის, მას ვეკითხებოდი ყველაფერს. მამაჩემისგან, ვისმენდი ყველა იმ რჩევებს, რაც მომავალში გამომადგა. მაგალითად, ერთი ასეთი რჩევა იყო. ,, არასოდეს შეუშინდე სირთულეებს, რაც არ უნდა რთული პერიოდი იყოს შენს ცხოვრებაში, ყოველთვის ეძებე გზა, მის გამოსასწორებლად.\\\\\\\\\\\\\\\" მამის ეს რჩევა, ჩემს პროფესიაში ძალიან მეხმარება და ასევე პირად ცხოვრებააშიც. წინდახედული ადამიანი ვარ. ყველაფრის მიუედავად, მაქვს ის ნებისყოფა, რომ ყველაფერი ცუდი კარგით შევცვალო. ეს თვისება მე, ბავშობიდან მახასიათებდა. მამაჩემი, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე ბევრს მივაღწევდი ცხოვრებაში.
*  *  *
- ძმაო რა ხდება? ბიჭებმა მითხრეს, რომ ისევ სოფიას სახლში დარჩი.
- თომა ისე მოვიქეცი, როგორც დავგეგმეთ.
- მაგისთვის ჯერ ადრე არ იყო?
- უკვე დრო იყო. ნეტა ნახო შიშის ფონზე, როგორ მოლბა.
- სერიოზილად? უნდა თქვა, რომ ყველაფერზე აღარ წუწუნებს და არც პრეტენზიულია?
- არა ძმაო. არჩილს, თვალი არ მოაცილოთ. ძალიან არ მომწონს ეს სიწყნარე.
- რატო სიწყნარე. უკვე ახალი თანაშემწე ყავს.
- ეგაც რა, ყოველ კვირა იცვლის დამხმარეებს.
- ძმაო, ბატონ არჩილზე ვსაუბრობთ...
- კარგი ვთიშავ. ხვალ ბიჭეს უთხარი არ მოვიდნენ. აქაურობას მე მივხედავ...
- მოიცადე არ გათიშო! რა ფერის პენუარი აცვია?...
*  *  *
    სოფია სახლს, რომელსაც ყიდის, მის შემდეგ აქვთ, რაც მშობლების სახლი დატოვეს. იმ საღამოს, როდესაც სოფია სახლში დავტოვე. ჩემს მანქანაში, კულონი დაუვარდა, სადაც თავისი ბავშვობის და მამის სურათს ერთად ატარებდა. სოფია, პირველად სწორედ იმ სურათით ვიცანი. იმ საღამოს, მინდოდა უკან დავბრუნებულიავი მეთქვა, რომ მას დიდი ხანი ვეძებდი, რომ მასზე აუცილებლად ჩავწერდი ინტერვიუს. მინდოდა მისთვის გამეხსენებინა ის ბავშვობა, რაც ერთად გავიარეთ. ის პატარა გოგონა, რომელსაც მე სურვილის ახდენაში დავეხმარე. ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. მე კი, 9 წლის პატარა ბიჭმა ვივაჟკაცე და ავიყანე სიმაღლეზე. მწვანე თვალები, რომელიც ცრემლებით ივსებოდა, არასდროს მავიწყდებოდა. მისი მშობლებსაც ვერ ვიხსენებდი, რადგან ჩემი ასაკიდან გამომდინარე გამიჭირდა ყველაფრის აღთქმა დამახსოვრება, თუმცა არასდროს არ მავიწყდება, მისი ყვავილებით მორთული აივანი. წლების განმავლობაში, მის აივანს დაკვირვებით ვაკვირდებოდი. ველოდებოდი და გულის სიღრმეში, მაინც მჯეროდა, რომ ისევ დაბრუნდებოდნენ. წლები ისე გადიოდა, მის კვალს უფრო და უფრო ვკარგავდი. ყვავილებმას კი, შემოდგომის მსგავსაც, ოქროსფრად იცვალეს ფერი. ქოთნებმაც, ჟანგის ფერი აიკიდა. ყველაფერი ისე გაუფერულდა, როგორც ჩემი ბავშობა და უბნის ბავშვები, სადაც  ჩემი ცხოვრების, ძირითად დროს ვატარებდი. მე წლებია, რაც ის უბანი დავტოვე და როცა დედა ვახშმად მეპატიჟება,  მაინც ისე შევცქერივარ იმ აივანს, თითქოს პირველად. წარმოვიდგენ, რომ ისევ ისეთი ლამაზია, რომ ყვავილებმა გაიხარა და ბურთი, რომელიც მუდამ მისი აივნის კუთხეში იყო. ისევ ის არის. შეძახილები, რომელიც დაახლოებით, ასეთი იყო: ,,ბურთი ჩამოიტანე და ჩამოდი!\\\\\\\\\\\\\\\" თუ სამეცადინო ჰქონდა, ან დედა, არ აძლევდა უფლებას უბანში ჩამოსვლის მაშინ. ,, აუუ, ბურთი გადმოგვიგდე რა.\\\\\\\\\\\\\\\" ბურთის დაშვება ჩვენთვის, ერთი დიდი თავგადასავალი იყო. მამაჩემის მეგობარს, სახელოსნო ჰქონდა და თუ ღია იყო, იმ შემთხვევაში ეს პრობლემა მალე გვარდებოდა და თუ, ესაც შეუძლებელი იყო მეორე უბანში გადავდიოდით.
*  *  *
- ასეთ დროს რატო  მირეკავ? ხო, გაგაფთხილე. სანამ მე არ განიშნებ არ დამირეკო.
- რაც შეიძლება დროულად მომაშორე შენი მონა. უკვე დიდი ხანია საზღვარხე საქონელი ვერ გადამაქვს.
- არჩილ, უნდა გავთიშო. გაბრიელი ეხლაც აქ არის.
- როგორ დამღალე უკვე, შენი გაბრიელით. გაფთხილებ, არ გათიშო!
  დილით, სოფიას გამზადებული ომლეტით, პირველად ვისაუზმე. ნაშუადღევს, საავადმყოფოში ექიმთან ვიზიტი ჰქონდა დანიშნული სოფიას. ექიმს, რომელსაც არ ვენდობი დიდ ხანს ვაკვირდებოდი. ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ ჩემი ეშინოდა, როცა სოფია რაიმე შეკითხვას სვავდა ის, ბევრ რამეს იმიზეზებდა, რომ ოთახიდან გასულიყო. ყველანაირად ვეცდადე ცალკე მარტო შემეჩერებინა და მისთვს, რამოდენიმე შეკითხვაც დამესვა. დერეფანში, როცა მაკას ანალიზებზე იყო გასული შევაჩერე და ვკითხე:
- ნუ გეშინია. მე არაფერს დაგიშავებ.
- წადით! ჩვენ ერთად არ უნდა დაგვინახონ.
- შეგიძლიათ მენდოთ. რა პრობლემაც არ უნდა გქონდეთ მე, ყველანაირად ვეცდები დაგეხმაროთ.
- ვერ მოაგვარებთ! წადით! თავი დამანებეთ...
*  *  *
  სწორედ ამ დროის შემდეგ, სრული მობილიზება დავიწყე. საქმეში ჩავრთე ჩემი მეგობარი, რომელიც პროკურორია, მას გადავეცი მთელი ეს საქმე მოვუყევი რაც კი ვიცოდი. მოსასმენი აპარატი დამეხმარა, რომ მისი საიდუმლო შეხვედრის ადგილი დამედგინდა. სოფიას, მეტი თავისუფლება მივეცი. ვუთხარი, რომ დღეს ჩემგან თავისუფალი იყო. ამ დროს კი, სოფიამ არცერთი წამი არ დაკარგა, არჩილთან შესახვედრად. ყველამ ერთად, დაველოდეთ მათ დათქმულ დროს და შეხვედრა, როცა უკვე, საქმიან საუბარში გადაიზარდა ჩვენც შევედით.
*  *  *
- რა სასიამოვნო ტრიოა! იქნებ აქაურობას კიდევ რაღაც აკლია?
- გაბრიელ?
- რაიყო, ქალბატონო სოფია, რატომ გაგიკვირდათ? თქვენ გეგონათ, რომ ასე მარტივად გამასულელებდით?
- ყველაფერს აგიხსნით!
- წაიყვანეთ!
- ,, კოცნა! ის პირველი კოცნაც მახსოვს...\\\\\\\"

*  *  *

    გავშეშდი! დიახ, 9 წელი ის ასაკი იყო, როდესაც ანა პირველად ვაკოცე. ამდენი წლის შემდეგ მე, ის ვიპოვე და ჩემივე, შიშველი ხელებით პოლიციას გადავეცი. სახე, რომელიც ასეთი დავიწყებული მქონდა გამახსენდა. დაბნეული ღიმილი, რაც მის პატარა სახეს დაჰკრავდა, კიდევ უფრო დაიმახსოვრა ჩემ გონებამ. იქაური სიტუაციამ, არ მომცა იმის, საშვალება, რომ მეც ხმამაღლა მეთქვა: ,,მახსოვს! ყველაფერი გამახსენდა.\"

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები