ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2019


ვით ბავშვობაში...

ვით ბავშვობაში, ახლაც კარგი ხარ,
შვლის ნუკრს მიგიგავს ემაგ თვალები.
სიყვარულისთვის სანთლად ანთიხარ,
შურით გიცქერენ ამორძალები.

ვით ბავშვობაში, ახლაც კოხტა ხარ,
მზესაც დაჩრდილავ ემაგ თვალებით.
მე მიხარია მოყვასთ რომ გვყავხარ,
რომ ჩემს მიწაზე დაიარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები