ნაწარმოებები



ავტორი: ჰერ/ცოგი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2019


სად ეძებთ იმას,რაც ქრისტეშია?!

აისი-კარი უსასრულო მარადჟამობის,
დაისი-ნოტი აღმავალი სულის ძახილის,
ზღვა-ნეტარება ღამის შუქში მიმოფანტული,
მთვარე-გრძნობებით შევსებული მრგვალი ფიტული.
ვბორგავთ,მივილტვით უგზოუკლოდ დასავლეთისკენ,
ვეძებთ,ვპოულობთ ? რაც გვინდოდა და გვქონდა ადრე
რატომ დასჭირდა მოპოვებულ თავისუფლებას
პრობლემა ისევ გამოჩნდება სულ ახლოს ,მალე.
ვბედავ,მივმართო ომ-ვარამით დაღლილ მიწას
ვთამამობ მასთან ამ მედიდურ სიტყვების ტრიალს
მისი გულის ხმა ჩემს სუნთქვის ალს ცეცხლად აქცევს,
მისი სიმდიდრე ჩემს გონებას ჰორიზონტს აცდენს.
ნაკურთხი მიწა ,ნაკურთხი წყალი
მგმინავი სუნთქვა,მთის შვილის ალი
ხმლების ყვირილი,ფარის სიმღერა
შენი შექმნა ხომ ღმერთმა ინება.
რას შვებით ხალხო? სად არის ფარი?
ფარი,რომელმაც გადახნა ველი
სად არის მეფე, სოლომონს მოდგმის?!
სად არის მკლავი, დიაცთა მკვლელი ?!
გაფუჭდა ერი?!.......
დავდივარ მარტო,დავეხეტები
მაღლა დამყურებს ის ეკლესია
გავდივარ ქვებზე,ასფალტის ბილიკს
ველი ციდან მოსულ მესიას.
ცუდმა დაიდო ბინა გულებში
დავიწყებიათ ცხოვრების არსი:
ჩვენ არ ვცხოვრობთ გალაღებისთვის
მუდმივად ვსუნთქავთ სამშობლოს დარდით.
უბერებელი მთები მაკვირვებს
მათ ნანახი ყავთ ყოველი კაცი,
ნახეს მრავალი მბორგავი გმირი,
ააგეს სამება და სვეტი კაცხის...
ახლა კი ჩუმად ! მობეზრდათ მათაც
მუდმივად სხვის კედელს  მფარველი ერი
უნდათ,ვიყვიროთ ბრძოლის ყიჟინით,
გვქონდეს იმედი და რწმენა ღმერთის.
მაგრამ.....
აქ, დასცინიან მღვდლებად წასულებს,
აქ, არ იციან რა არის რწმენა
აქ, ადამიანს ფულით ფასობენ
აქ,ყოველივე გონს უსწრებს ენა.
აქ,არ მოსწონთ უცხო ტომელი
აქ,გმობენ წარსულ გუშაგთა სიტყვებს
აქ,კანონობს მათი კანონი
ვინც ეფარება ლაჩრულად დროშებს.
შუშის სასახლეს იგებენ რწმენით,
რომ ეს კარიბჭე უნათებთ გზას
დავიწყებიათ ძე ღმერთი ჩვენი
მისი შემხვედრი უეკლო ბზა.
ადამიანი არ არის იგი,
ვინც იყო ადრე-სამშობლოს გმირი....
გამოკითხვების ერთი ჭანჭიკი
მათთვის უსულო,უგრძნო ნაბიჯი....
ზღვარს და კანონებს ადგენენ გონით
ისინი,ვინამაც დაკარგა ღმერთი
ახალ ჩარჩოებს უდგენენ ყველას
არ დაიჯეროთ მათგან არც ერთის!
სასაცილოა.....!
ათი კანონი და ათი მცნება ,
რაც არის ჩვენთვის დაურღვეველი
იმათ სულ ვარღვევთ, არ ვიცით ზღვარი
ჩვენს მოფიქრებულთ, ვასრულებთ გულით!
გახსოვდეთ.....!
ყველგან არიან შეფუთული ეშმაკის ძმები
ყველგან ბატონობს ის,ვინამაც სული გაყიდა
მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი ხორცის მრწამსი
მათთვის უცხოა სხვათათვის თავის გაწირვა.
მივმართავ მათ ....!
მომასწრო იმ დღეს,როცა თქვენი ნიჭი,გონება
კვლავ ჩადგება ჩვენი რწმენის სადარაჯოში,
გწამთ,რომ ქვეყანა შექმნილია აფეთქებისგან
გწამთ,რომ ადამის გენებია მაიმუნებში.
მაშინ მე მოგცემთ გამოცანას ძალიან ადვილს:
რა ფიზიკური კანონით აქვთ უხრწნელ სხეულებს,
რა ქიმიური ნაერთებით ხსით ხატთა მირონს ,
რით ამიხსნით უშხამოდ მცოცავ  გველებს.
ვერ მიხსით მარხვას,გგონიათ,რომ არის შიმშილი
ვერ ხვდებით ჯვარს,აკრიტიკებთ გონით შეშლილნი.
არ ფიქრობთ იმას,რომ სხეული არის მეორე
ჩვენი სულია ჩვენი რწმენის დიდი მეურვე.
დაფიქრდით,როცა აღდგომისას ყველა მორწმუნე
ერთად მოელის ციდან მოსულ ცეცხლის ნათებას,
ცეცხლი,რომელიც ანადგურებს კაცობრიობას!
არ წვავს,დაფიქრდით, ადვილია ამის გაგება!
მე მაინც გეტყვით ....!
რაღაცას ეძებთ,გგონიათ,რომ იპოვით ხორცში
ვერ გაიგეთ,რომ თქვენს სულებს ისევ შიათ,
დადიხართ ასე ცოცხალ-მკვდარი დიდი პიტულნი
სად ეძებთ იმას,რაც უსაზღვრო ქრისტე ღმერთშია!!
დაე, გაიგეთ ეს სიტყვები გულის წადილად
არ მძულხართ,არა,გულისწორად გთვლით ყოველივეს
კალამი არ ყოფს ადამიანს შეხედულებით,
კალამი გმოგძღვრავთ,უშიშრად ანგრევს აღმართულ ლიმესს....
ამოვა მზე და კვლავ გამითბობს ფურცელზე მელანს,
წვიმა ნუგეშად უპასუხებს ჩემს მდუღარე ცრემლს,
ქარი წაიღებს ყოველივე უიმედობას
ცა მეხმარება ლოცვით მივწვდე უწურველ ღმერთს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს