ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ფინქ.ფლოიდი
ჟანრი: პროზა
8 აპრილი, 2019


,,გულისრევა" 2

ზიზღმა შემიპყრო, მაგრამ ვიცი რომ ჩემი ბრალია. ყველამ ვიცით რომ ჩვენი ბრალია, ჩაწერილია ჩვენში ეს კოდი უბრალოდ შამპოლეონები გვაკლია ქვეცნობიერში... ამ წამს ჩემი გუგლის ძიების ისტორიას თუ დაუყვებით, ბოლო მოძებნად  ,,ეგვიპტური იეროგლიფების გამშიფრავის სახელი" შეგხვდებად. სინდისმა ანდაც მეტიჩრობამ არ მომცა საშუალება უცოდინრობა ამ რაღაცით შემენიღბა... ერთგვარი გაორებაა ამაზე ფიქრი. პირველი, მე ეს აღიარება იმიტომ დავწერე რომ თავი დამემდაბლებინა, ვინაიდან ეს ელემენტარული უცოდინრობა ,მამაჩემის მიერ შეძენილი ინტერნეტპაკეტის გამოყენებით შევივსე, შევსება ცუდი არაა უბრალოდ შევსების მომენტია უხერხული. მეორე, მე ამით კოზირებს ვიჭერ ხელში, თანაც უფრო დიდს, მეფე გადავაგდე, ტუზი რომ ამეღო.  ვხვდები რომ ვკვდები, ბოლო დროა მაწუხებს ის შვებით ამოსუნთქვები, რომელიც რაიმე პრობლემასთან ჩვენი კავშირის არარსებობის შეცნობას მოსდევს ანდაც რაიმე უთანხმოებასში ჩვენი სიმართლის აღმოჩენას. გულზე მოშვებული, ჰაერში გამოსროლილი ერთი ჩვეულებრივი ამოსუნთვა, ამოსუნთქვა რომელიც ახალ ჩამსუნთქავს დაელოდება და გადავა, გადავა და გადავა ეს სიმძიმე თაობიდან თაობაში, სანამ ვინმე ფილტვებში არ დაიტოვებს და  მასთან ერთად ჯვარზე არ მოკვდება...
    გუშინ ჩემი სულიერი და ხორციელი ჩასვრის ამბავი მხატვრულად ავღწერე. ხალხს გავუგზავნე. შემაქეს. ბედნიერი ვიყავი, აღმაფრენაში. მაგრამ ფაქტი ისაა რომ ყველამ ვიცით რა სისაძაგლეა როდესაც გაქებენ, რა სისაძაგლეა როდესაც შენზე ლაპარაკობენ, რას შვრება ეს? იმ სიმართლის ცეცხლს, რომელიც შიგნიდან გწვავს ცოტახნით ააფარებს ფარდას, დაგავიწყებს, მაგრამ ბოლოს ეს ცეცხლი ამ ფარდასაც მოედება და უფრო მეტად გამძვინვარდება. ასეა. ეს მე თავად ავირჩიე, ეს მე თავად მოვაწყვე, ყველანი ჩვენს მიერ შექმნილი სამყაროების ტყვეები ვართ. მაგრამ რა ტკბილია ფარდის აფარების მომენტი,,..
    ახლა გამახსენდა რომ ამის წერა იმის გამო დავიწყე, რომ ოთხ საათზე რაღაცის გამოქვეყნება ,,იდეინი'' იქნებოდა... აქაც ზევით ნახსენები დილემაა, რატომ ვაღიარე ეს? კი ვიცი სიმართლეა! მე რა?! რაღაც გამორჩენას აუცილებლად უნდა ველოდე წესით ამისგან. ჩვენ გვიყვარს წინასწარ ნიადაგების მომზადება, მაღლობების დაკავება, წინასწარ გამზადება ჯერ არ მომხდარი ბრძოლისთვის, ჩვენთვის ბრძოლაში გამარჯვებაა მთავარი, ჩვენ გვინდა რომ ის ცეცხლი რომელიც გვწვავს, რომელიც უკვე ფარდასაც მოსდებია, ჩავაქროთ და ამით დავამთავროთ. ჩვენ არასოდეს დავაპირებთ მასში შესვლას, რომ მთელი არსებით შევიგრძნოთ მისი მწველი ძალა, ძალა ჩვენში ჩაბუდებული მონსტრისა, რეალური ტკივილი, ტკივილი რომელიც განგვწმენდს, ჩვენ გვეშინია. ნუ მე უეჭველი მეშინია.
    გინდა გავნო? მეკითხება ჩემი ერთერთი მე, რომელიც რუსულის ცოდნის ამაღლებასთან ერთად წარმოიშვა ჩემში.
  ყველაზე ძველი პროფესია ბოზობა არაა... ყველაზე ძველი პროფესია პირსახოცობაა. მისი ძირძველი პროფესიონალი მუშაკები ღმერთი და ეშმაკი არიან, ხანდახან კი ადამიანებიც ცდიან ხოლმე ბედს. მათი პირველი კლიენტი ალბათ ადამი იყო, რომელმაც ხილნაჭამი ხელები მიაწმინდა უფალს. ეს ერთობ სარფიანი პროფესია, რომელსაც ვფიქრობ არასოდეს დაელევა კლიენტი, სელპაკივით ოთხ ფენიანია, ჩვენ არა ვართ დამნაშავე, ვიღაც სხვაა დამნაშავე, რომელსაც ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება, რომლითაც ეშმაკმა ისარგებლა. ოოოხ ადამიანებო, როგორ არ გვაწყობს რომ თავისუფალი ნება ვაღიაროთ, როგორ გვინდა, როგორ ვოცნებობთ რომ ტყუილი იყოს ეს ყველაფერი, როგორ გვინდა , როგორ.
  ახლა გარეთ წვიმს და ვიფიქრე რომ საუკეთესო დროა მათზე ფიქრისთვის ვინც ქუჩაშია და ვისაც ცივა. უნდა შევეცადო ისე ვწერო, რომ სხვას გული აუჩუყდეს, იქნებ გამმოფხიზლდეს ხალხი. მე კი ჩემს სამას კვადრატულში მოვკალათდები ჩემთვის, თავს მოვიკატუნებ რომ ეს ,,მხილება" საყოველთაოა, არადა ვიღაც ინკოგნიტო პირისკენაა მიმართული, ვინც ჩემს მოთხრობას ,,არაფერი" უწოდა. მე მისთვის მინუსი ვიყავი, ცუდი ნაწერით, მე გადავედი მის გვერდზე, წავიკითხე მისი და როგორც დიდსულოვანმა და მასზე მაღლა მდგომმა შევაქე. თავიც დავიმდაბლე, თავად დავიწერე მეორე მინუსი რომ გავპლიუსებულიყავი, გულში კი ისე ჩამიდია ბოღმა ვერც კი შევამჩნიე. მთელი გულით მინდა რომ ის ადამიანი, მხოლოდ სიტყვით შემოიფარგლებოდეს და სინამდვილეში ეკიდოს სხვისი მატერიალური გაჭირვება. ისე ახლა დამარტყა აზრმა, სხვის მატერიალურ ტკივილზე სწუხს, ჩემს სულიერ ყვირილს კი რომელიც მოთხრობაში ჩავდე არაფერი უწოდა. აი რატომ დავიბოღმე, სადაა ფარდა?. ნეტა მაშინ როგორ ვიჭიკჭიკებდი, მეც რომ გამომეცადა მატერიალური ტკივილები და შეჭივება..?
  გუშინ ჩემი მამიდაშვილი დამიმცირებია. ეს ამბავი დღეს დილით გავიგე. გავიგე და მაშინვე თავის გამარლების იმპულსები აციმციმდა გონებაში. ამას ბოლოში იმიტომ ვწერ რომ ვიცი არ წაიკითხავს, შესაბამისად არ გამოჩნდება ჩემი მინუსი. ვადგენდი ორ ვერსიას თავში, ერთი რითაც თავს გავიმართლებდი თუ ეს საჭირო გახდებოდა და მეორე, ვერსია რომელიც ჩემს იმ მოქმედების დროინდელ ფიქრებზე იქნებოდა დაყრდნობილი. პირველში ჩემი სიმართლე უნდა მეძებნა, რომელსაც საზოგადოებას გავუმხელდი საჭიროებისამებრ, მეორეში კი დანაშაული. ასევე მქონდა ცინიკური გეგმა, პოსტის გაზიარება, რომელიც გუშინდელზე გველური ნამიოკი იქნებოდა. ახლაც მთელი არსებით მჯერა რომ არაფერი ცუდი განძრახვა არ მქონია, მაგრამ უეჭველი ვიცი რომ ასე არაა,, პ.ს. ისე ზევით, ამავე ნაწერში ბევრი ნამიოკი ჩავდე ბოღმიდან გამომდინარე.
  აქამდე ვწვალობდი ხოლმე წერაზე და თურმე რა ადვილი ყოფილა, უბრალოდ საჭიროა არ შეფუთო. ახლა რამე მეტაფორას მოვიფიქრებ, ბოლოში თარიღს მივაწერ, ურაკზე გამოვაქვეყნებ და ეგაა, თავმოწონების კედელს ახალი აგური მიემატება. უიი, ასე აგიხდა ყველაფერი, ჩემდა უნებურად გამოცხვა აგურის მეტაფორა. აქ დავამთავრებ წერას და ფიქრს დავიწყებ ფილმ ,,ბირდმენზე". პირველი , იმიტომ რომ ფიქრისას თვითშეფასება მეზრდება და მეორე, ახალი ჯგუფი შეკრებას აპირებს რომ განიხილონ და უცხო ხალხში ცოდნის გამომჟღავნებას რა სჯობს. ალისას დასცინა ასე, გვირაბში ჩავარდნისას, ავტორმა.

04.08.2019 პ.ს. მეორე ექაუნთიდან, აქ ქულებს ვიწერ ხოლმე <3

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები