ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2019


♡ ♡ ♡

ჩაცვენილ თვალებქვეშ უპეებს აჩნია წარსულის ლანდები,
ეს ახლა იმას გავს ცარიელ საწოლზე
ხალათი მიაგდო,
თავი დააჯერო, რომ ისევ ისეთად
ხალვათად ადგები
და მერე ერთთავად სულ ყველა მოლოდინს ალიონს მიანდობ.
ნათენებ ღიმილზე გაცვივა ფიქრებში განცდილი ვნებები,
ნაცად ბედისწერას სულ უფრო ახლოდან ეკვრები სხეულით
გჯერა სასწაულის, ნაცნობ მახეებში
თავიდან ებმები
და სარკეს ახელებს კვლავ მზერა ჯიუტი, იმედებს ჩვეული.
მზის ფეთქვა გაცეცხლებს ახლა და ოცნებაც ნოკაუტს გიმზადებს,
გამომშრალ ტუჩებზე ოფლებად გეღვრება ველური სურვილი,
ნაბიჯზე გატყვია ხალათსაც სხვა ეშხით, სხვა "რისხვით" მიაგდებ,
მერე კი იზრუნებ, რომ უფრო თამამად მოიკლა წყურვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები