ნაწარმოებები



ავტორი: ჯერი_ძუარი_
ჟანრი: პროზა
9 აპრილი, 2019


9 აპრილი

  დღეს 9 აპრილია, დღე როდესაც ახლიდან დავიბადეთ, ახალი ფურცელი გადავშალეთ, სრულიად სუფთა და თეთრი ფურცელი, მაგრამ, იმ წამიდანვე დაიწყეს მისით დასვრა და განადგურება. მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში მოსვენება არ გვქონია, მუდამ ომებში ვიყავით და ეს ომები მხოლოდ ერთი რამისთვის იყო მიზანმიმართული, „თავისუფლება“. მუდამ თავისუფლებისთვის ვიბრძოდით, იმედი და ამასთანავე რწმენაც მაქვს იმისა რომ მუდამ ასე გაგრძელდება, მომავალშიც ასე იქნება რადგან, ჩვენ სხვებს არ ვგავართ, ჩვენ კავკასიონის შვილები ვართ და ასე მარტივად ვერ გაგვაგდებინებენ ხელიდან ხმალს, ასე მარტივად ვერ იქნებიან ჩვენთან. ისტორიაში ვინც კი ყოფილა ყველამ გადაგვიარა და გადმოგვიარა, ზოგმა გადაგვწვა,ზოგმა ვენახები აგვიოხრა,ზოგმაც სარწმუნოების შეცვლა სცადა და ზოგმა დასახლებაც კი დააპირა, მაგრამ დღეს მაინც ფეხზე ვდგავართ, ისე თუ ასე მაინც ფეხზე ვდგავართ, დღესაც გრძელდება ჩვენთან ომები, ამ წუთასაც როცა ამას ვწერ და იმ დროსაც როცა შენ ამას წაიკითხავ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საზღვრის გადმოწევას მოასწრებს 30 მეტრით.
    ჯერ იყო და ქართველი ინტელიგენცია დაგვიხვრიტეს, მერე იყოდა შვილები სამამულო ომებში გაგვამგზავრებინეს და ზოგი ბელარუსიაში დაიღუპა, ზოგი ხარკოვში და ზოგიც კალინინგრადში, მერე იყო და ენას გვართმევდნენ, მანამდე ტაძრები დაგვინგრიეს და გვითხრეს რომ ღმერთი აღარ ყოფილა თურმე საჭირო, მერე იყო და ძმას ძმის სისხლი დააღვრევინა და ბოლოს 90-იანების თაობაც გაიყოლა, წიგნი წაართვა ხელიდან და იარაღი დააჭერინა, ახლა ჩუმად ვართ რადგან მოგვკლეს, თავისუფლებაც წაგვართვეს და გამბედაობაც, იმედიც და რწმენაც გადარჩენისა, სადარბაზოებში დავიმალეთ და დღემდე იქ ვართ, აღარავინ აღარ ყვირის გაუმარჯოს, მხოლოდ მაშინ თუ გაახსენედებათ როცა სასმელით გამოთვრებიან, მაშინ როცა გამბედაობა ჩვენში იღვიძებს, ახლა თავდახრილები მივაბიჯებთ სისხლიან ქუჩებს და აღარაფრის აღარ გვჯერა, უსიცოცხლო თვალებით ერთმანეთს ვუყურებთ და გზას ვაგრძელებთ, შენ ეს თავლები ნეტა გენახა, მაშინ როგორი სიცოცხლითა და თავისუფლების წყურვილით სავსე იყო, რამხელა იმედი ეტეოდა ამ თვალებში და სხვასაც ყოფნიდა. დღეს ვიღაც ყვირის გაუმარრრრრ... მაგრამ ჩვენ ჩუმად ვართ.
  მოკლედ 21 საუკუნის შემდეგ შევიცვალეთ, არ შევიცვლებოდით და სხვისი აჯობებდა, შევიცვალეთ და ხასიათიც შეგვეცვალა აგერ უკვე 29 წელია უკვე გვეშინია, გვეშინია რადგან 29 წლის უკან ძალიან ხმამაღლა ვიყვირეთ თავისუფლება და მეზობლებმა გვიყვირეს გვეძინებაო და ნუ ყვირიხართო, მის მერე ხმა არ ამოგვიღია იმიტომ რომ მეზობელს ძინავს, თანაც ჩვენს ჩრთილოეთით ცხოვრობს და მთვარეულია, ძილში იქეთ-აქეთ დადის და ნელ-ნელა ფართოვდება, ჩვენ კიარ გვეშინია კაცო უბრალოდ მთვარეულის გაღვიძება არ შეიძლებაო ასე გვასწავლეს და მმაგიტომაც არ ვაღვიძებთ. სამხრეთში ღვიძავთ, ღვიძავთ კიარადა ფხიზლათაც არიან, თან ჩვენს ბოსტანში თესავენ ყველაფერს აქ მოყავთ, მერე ჩვენ გვეუბნებიან 2 ლარად აიღე თუ გინდაო და ჩვენც იაფად ვყიდულობთ და ვართ, სამხრეთელ მეზობელს არ უყვარს დალევა, ნუ ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით არავის არ უნახავ ეგ ნასვამი ან მთვრალი, ისე კი ამბობენ ჩუმად სვავმსო ისე რო არავინ დაინახოსო, ვერვხვდები მე ეგეთ დალევას რა „მუღამი“ აქვს, აქეთ კიდე სამხრეთ აღმოსავლეთელ მეზობელსაც ღვიძავს,ისიც ფხიზლადაა, ნუ ისე თუ ასე ახლოსაა ეგეც ჩვენთან, თან ისეთი რაღაცები აქვს რაც არ იჭმევა მგრამ, შეუძლია იმ რაღაცებით ბევრი საჭმეილის ყიდვა და იცოცხლე კი დადიან ჩაპუტკუნებულები, შავი ულვაშებუ უმშვენებთ ღიმილს და კი აქვთ გასაღიმებლად საქმე, რა ენაღვლებათ და ჩვენი ბოლო მეზობელი რომელიც მუდმივ კომაში იმყოფება 1991 წლიდან დღესაც გათიშულია, ერთადერთი მეზობელი ვართ რომელიც ვეხმარებით, თორე დანარჩენებმა ჭიშკრებიც კი ჩაუკეტეს და არიან ერთ ამბავში, ჩვენ ხან ბორშს მივუკითხავთ ხან სუპს და ხან უხას, უბრალოდ სხვა საჭმელები კი არსებობს მაგრამ ის სხვას არ ჭამს და ჩვენც მხოლოდ მისთვის ვაკეთებთ ამას და შემდეგ გადაგვაქ.
ჩვენთან ადამიანები ტყუილ უბრალოდ არ კვდებიან, ზოგი არასწორად დამონტაჟებუ გაზს ეწირება, ზოგი შახტას, ზოგი არასწორ მშენებლობას და ზოგსაც საერთოდაც სხვა გადაუწყვეტს როდის მოკვდება და ამყველაფერზე არავინ არ ითხოვს პასუხს , თუ რატო ხდება ეს ყველაფერი, იმიტო არ ვითხოვთ რომ კარგები ვართ და არ ვაწუხებთ ჩვენი პრობლემებით სხვებს, იმიტო არვითხოვთ რომ უკვე 29 წელია გვეშინია და ზემოთ როგორც ავღნიშნე 29 წლის უკან გვიყვირესთქო, იმიტო არ ვითხოვთ რომ თავის დრო აქვს ყველაფერს და გვგონია ჩვენი დროც რომ მოვა, მაგრამ ისე აგიდგა გვერდები შენ, ჩვენი დრო რომ მოვა, ზოგის თვალებში რო ჩავიხედავ სურვილი მიჩნდება, ჩავუძვრე ე მაგ თვალებში და იქ დავრჩე, ზოგის თვალები იმდენად სუფთა და სპეტაკია, მხოლოდ ტკივილს რომ წაიკითხავ თვალებში, ის არ შეიძლება ბინძური იყოს, არ შეიძლება მასში რაიმე არასპეტაკის იპოვო, ერთადერთია რაც დაგვრჩენია, თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს და გამოწვდილი ხელი ჩვენ ხელებთან დავაზომოთ, წავიდა მგონი ის დრო როცა, არავის ხელი არ გვჭირდებოდა, წავიდა მგონი 37 მანეთობია. წავიდა 2 კაპეიკობიე და ყველაფერი წავიდა, დავრჩით მარტო ამ გაშლილ მინდორში სადაც არავიცი საით უნდა წავიდეთ, ყველა მხარეს ხელებია გაშლილი, რომ, აქეთ უნდა წავიდეთ, არვიცით რავქნათ და პატარა ბავშვივით კუთხეში აყუდებულები, ჩუმად ვტირივართ,საშველ სახიდებელი არ დაგვადგა, ერთი დიდი ცხვრის ფარავართ, საითაც გაგვრეკავენ იქეთ მივდივართ, საითაც პურს დაგვანახებენ და საითაც გვეტყვიან აქ მოგეწონებათო, ჩვენ არვიცით მოგვეწონება თუ არა მაგრამ მაინც წავალთ იმიტომ რომ, ასე გვითხრეს, ჩვენი ქვეყნის სახელიც მალე დაგვავიწყდება და მერე ამნეზიით შეპყრობილები ხან გურჯისტანს დავუძახებთ, ხან ჯორჯიას და ხანაც გრუზიას, მერე რა ამით ხომ არაფერი დაშავდებაო ვიტყვით და გავივლით, გავივლით ან სამხრეთით ან აღმოსავლეთით ანდაც სადმე და დავტოვებთ, ამ ჩვენს მიწაწყალს ხავსმოკიდებულად, ამობრუნებულ საფლავებად და დაობებულ კერებად, ასე გავბრწყინდებით ჩემო...?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს