ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 აპრილი, 2019


ხალხის გამყიდველები (სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით)

ხალხის გამყიდველები (სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით)


თავადები, დადიანები, სხვებიც, ყიდნენ მეგრელებს. იმერლებს, გურულებს. ეე, თავადები... თავადები... 1832 წლის ”შეთქმულების” ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რუსის მეფემო, გლეხების გაყიდვის უფლება წაგვართვაო სტამბოლოს ბაზრობაზეო (ახალი წესებით გლეხების გაყიდვა მხოლოდ რუსეთის იმპერიის შიგნით შეიძლებოდა), ”ჩვენი უფლებები დაარღვიაო”, 1801 წლის შემდეგო.

მანამდე ხომ არ ირღვევეოდაო, ხალხის გამყიდველები (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, - ხალხის გამყიდველები) ამბოდნენ.

მანამდე რომ იყო, ისე გვინდაო. 1801 წლამდე გლეხებს ”უფლის მიერ მინიჭებული კანონით” რომ ვყიდდით სტამბოლის ბაზრობაზეო.

რა, არ იყო ასე? ეე, ბრძენო ხალხო, 2019 წელს ვაჭრობენ ადამიანებით, და ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ 1800, 1799 წლებში, მანამდეც, ბატონ-ყმობის პირობებში, ადამიანებით არ ვაჭრობდნენ სტამბოლის ბაზრობაზე? ან წიგნი, მხატვრული მაინც,არ წაგიკითხავთ, ან, ბოლოს და ბოლოს, კინოფილმებში არ გინახავთ ამის შესახებ გულისშემძვრელი  ისტორიები?

ძირს მონარქია, გაუმარჯოს რესპუბლიკას.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
9.04.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები