ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2019


***

ქარმა აშალა ღრუბლების პლისე,
მზეს მიაფარა მერე ვუალად.
ტუჩის გარმონზე დაუკრა ისე,
ეჭვობდა, თვითონ იყო თუ არა...
მეწამულის ზღვა ეფინა ცის ყელს,
ცას ჰქონდა სახე სხივით ნაფერი.
ქარი კი უკვე უსტვენდა ზღვისკენ
და ჰგავდა ტალღა წყლიდან აფრენილს.
ესმოდა ნაპირს მუსიკა ქროლვის,
ზღვა კი ყვებოდა ამბავს, ჯერ უთქმელს.
როგორც მძინარე, ლამაზი ცოლი,
ისე ეწვინა ცა მიწას გულზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები