ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2019


გედების ტბა


როგორ მომბეზრდა 
მდინარე მტკვართან დაქცეული ეს ქალაქი!
გამოვექეცი!
გამომედევნა. მომტიროდა.თავს მაცოდებდა.
შევპირდი: თუ ოდესმე უკან დავბრუნდი,
ხელს საშენო მწარეულსაც გამოვაყოლებ.
.............................................................
როგორი მწვანე შემოდგომა სცოდნია აქეთ!
ტბასთან დავსახლდი.
გედები  ჩემი მეზობლებია -
მიტარებენ უსასყიდლო ცეკვის გაკვეთილს.

ჩამოდი ჩემთან!
ჭრელი მდელოს სუფრას  გაგიშლი.

გადაიღე ეს კადრები,
სადაც ჩემი პუანტები
გარედან ქათქათა თეთრია, როცა ტბის ბისზე გამოვდივარ.

მოვყვეთ:
როგორ გადარჩა ფაიფურის ბალერინა!
მოვყვეთ:
როგორ მოიგო კალის ჯარისკაცმა ომი!

მე და შენ
ყველაღიაფერზე ვილაპარაკოთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები