ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2019


დიალოგი; საკუთარ მე - სთან!


აღდგომის კვერცხივით შეღებილ ხასიათს
ვერაფრით ვიშორებ, გარედან ბნელა
და მჯერა უფალი, რომ ჩემი მრწამსია
შენ სივრცის მძებნელო იჩქარე ნელა!

სიცოცხლე  გახსოვდეს ყოველთვის წამშია
მეზობლის ჭორივით იდეალს იჩენ.
საკუთარ მე - სთვის შენ ყოველთვის დაგსჯიან
პატივი მიაგე გღალატობს ვინც შენ.

სამყარო ვიწროა არეკლილ შუშიდან
ტკივილებს მადებენ მე როგორც დამღებს.
ტკივილი ამყოფე ყოველთვის გულში და
სიკვდილის კარებზე ელოდე გამღებს.

აღდგომის კვერცხივით შეღებილ ხასიათს
ვერაფრით ვიშორებ, ეძებე განცდა.
რა მოხდა მერე თუ შენც გიჟად ჩაგთვლიან
სუყველა შეშლილი იდეალს გაცდა

და ბევრნი არიან თეთრებიც, შავებიც
და ყველა ერთ რამეს ამტკიცებს მხოლოდ
სამყაროს არასდროს უყურო თვალებით
ტკივილით უყურე სიკვდილის ბოლოც.

ტკივილი გუშინდელ დღესავით კარგია,
მხოლოდ მას უსმინე და არა ყველას.
სხეული ეს მხოლოდ ერთგვარი ბარგია
შენ რომლიდანაც გადიხარ ნელა.

აღდგომის კვერცხივით შეღებილ ხასიათს
აქ სულ სხვა ხიბლი აქვს, უბრალოდ ვერ ცვლი.
და დრო შენც ჩაგყლაპავს, ცრემლებსაც ასეა
და ყელზე დაუკრავს ოდესღაც ვერცხლი.

შენ სივრცის მძებნელო რას ხედავ ქრისტეში?
შენ ქარის მომტანო აანთე ცეცხლი!
სისხლივით ცრემლები დავმალე ტიტებში
როდესაც გიპოვნე; იმდენად შევრცხვი

რადგანაც გავიგე უკვე, რომ მე შენ ვარ
ანდა რა აზრი აქვს, მე,  შენ,  ის;
სამყარო იმდენად ვრცელი მომეჩვენა
ჩემი სიპატარავე, რომ აღარ შემშვენის.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი)
2019 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები