ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 აპრილი, 2019


მუხრან მაჭავარიანი - 90

12 აპრილი მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა, 90 წლის გახდებოდა. გარდაიცვალა 2010 წელს - ფრიდონ ხალვაშის 85 წლის იუბილეზე, ლექსის კითხვის დროს.

მუხრან მაჭავარიანი დიდი პოეტი რომ იყო, ეს არახალია. იგი ასევე გახლდათ საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, რომლის თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია იყო.

მუხრან მაჭავარიანს ხელი აქვს მოწერილი თავისუფლების აქტზე, რომელიც სწორედ უზენაესმა საბჭომ მიიღო გამსახურდიას თავმჯდომარეობით - 1991 წლის 9 აპრილს. იგი სიცოცხლის ბოლომდე იდეალების ერთგული დარჩა!

მუხრანს ეკუთვნის გამონათქვამი:

„ქართველობა ძნელია, ქართველობის თამაში ადვილი. მე ასეთი საქართველოს სადღეგრძელო არ მინდა, მე ვსვამ ისეთი საქართველოს სადღეგრძელოს, რომლისთვისაც ზვიად გამსახურდია მოკვდა“.

ქართველმა ხალხმა მუხრან მაჭავარიანს სამუდამო განსასვენებელი მთაწმინდის პანთეონში მიუჩინა!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები