ნაწარმოებები



ავტორი: ჰერ/ცოგი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2019


მთვარე

მთვერე გრძნობების უმოწყალო ტახტის მემკვიდრე
ისევ მხედრად დგას მიმოფანტულ ღრუბლის ლაშქარში,
ვარსკვლავნი,ბევრნი, მორიდებით ხარკს მიართმევენ
გაკიაფდება წმინდა სული ღამის ბნელეთში.
მთვარე,შუქურა აღმართული ალექსანდრიის
მისკენ იზიდავს სიზმრებისგან დაღლილ გონებას
ხელ-ფეხკანკალი კვლავ შეიპყრობს იმის მოცქირალთ
მთვარეს ჭრილობა დაამჩნია წამთა დროებამ.
ნაიარევი ისევ უჩანს მკერდის არეში
ბევრი ღრუბელი შესევია ირგვლივ მკურნალად
თეთრი ხალათი გაუხდია ცის ლურჯ ხატებას
ასე სავსე და უმოწყალო მას არ უნახავს..
ღრმა და დიდია უგზოუკლო უფსკრული ჩემი
ლამის სატანამ გამიღიმოს ჯოჯოხეთიდან
მთვარე უფსკრულშიც ხმალშიშველი სვეტით მომყვება
და ნებას მაძლევს განვიტვირთო რუხი გრძნობისგან.
და მე დავეცი ბნელ უფსკრულში,ვით დიდი რომი
ხელზე ბორკილებს მთვარის შუქი ეთამაშება
ვდგავარ ორმოში სულით მხნე მე გლადიატორი
ალერსი მასთან , ციურ შუქთან ,მეხამუშება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები