ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2019


არ ვიცი რამდენად მივა ოდესმე ადრესატამდე....

                      *    *      *
მოგონება გადამალე სველ ქვიშაში
და ზაფხულებს ცივი ქარი დასჩემდათ...
ჭრელ-ჭრელ ქვებზე რა საფიცარს ინიშნავდი,
რომელ აფრებს მიჰყვებოდი სარჩევად,
რა დაძახილს მოელოდი აისიდან,
ან რომელი კედლის მხარეს ბრუნდები,
ცხოვრება თუ სტრიქონებით გაგისინჯავს,
ვერ მიმხვდარხარ ვერაფერს და ტყუვდები...
ლამაზია,
ჰო ეს ზღვები ლამაზია,
მის ტალღებში გადავარდი ათასჯერ,
მაგრამ თვალში ბედისწერა დაგბზარვია,
დაუჯერე მაგ ზეცისფერ დარაჯებს...
შენზე ფიქრის წამიერი მისხალიდან
ახლა კვალიც აღარ უჩანს ზღვისპირეთს,
ლექსში მაინც სევდად შემომისახლდი და
სტრიქონ სტრიქონ დავიწყებას მიპირიებ.
წლები ტალღებს შეატოვე რიჟრაჟებით,
მე ათასგზის პირაკრული მძევალი,
ვაი იმ დღეს,
შენს დაკარგვას ვუჯავრდები
და დამშრალი წყაროსავით გეძახი.
არ მიბრუნდე ,
ხელის გულზე დამიტიე,
შემინახე ლექსი ჩვენი ყოფის,
და თუ როსმე გულის ძარღვი აგიტკივე,
ჩვენი გრძნობის სტრიქონები მოსვი...
მაგრძნობინე რომ შენთვისაც ღირდა,
საუბრები და შეხვედრა ჩვენი,
ახლა მხოლოდ ძველი მზერით ვნიღბავ,
რაც იყო და რაც ვეღარ შევძელით...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები