ნაწარმოებები



ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2019


გაზაფხულისპირა ლექსი

მწყემსმა შორი მთიდან ცხვრები ჩამოდენა.
მასაც არ ჰქონია დარდი ჩემოდენა!
ზურგზე მოგდებული მყინვარის სიცივიდან,
ცალფეხა ჭინკები უცინიან.
სადღაც, არც სიკვდილი არის დასასრული,
ჭები შრებიან და ივსებიან ჭები.
გზები მიდიან და ზოგჯერ ბრუნდებიან,
ჩვენ კი ჩვენს ადგილას ფეხუცვლელად ვხვდებით.
სოფლელი გოგოს ამბორს ისე დაატარებს,
არ ეკარებიან ფიცხი ნადირები.
იანვარს დახოცილი კარგი ამინდები,
მერე ხელახლა და ხმამაღლა ავითვლებით.
ის კი მოდის ასე, თვალებანთებული,
მხრებზე ნაბდითა და ორი ქორ-არწივით.
ჭინკის შვილები კი ზვავივით მოჰყვებიან,
ყველა მოლოდინი ახლა თავს დასწივის.
გულგადახსნილ მიწას უჩანს იარები.
მწყემსმა შორი მთიდან ცხვრები ჩამოდენა.
მე კი ისევ ტყე-ტყე რატომ ვიარები?
არავის ჰქონია დარდი ჩემოდენა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები