 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 16 აპრილი, 2019 |
სადღაც სევდიანად უკრავს ვიოლინო... ვივალდი... ვივალდი... ჩემი დაკარგული თავი მაპოვნინე - ოდითგან მიყვარდი... სანამდე გნახავდი კი არა, სანამდე გიგრძნობდი... უშენოდ მიწა ვარ დიხაშხო, ამავსე სითბოთი. არ ვტირი, ეს წვიმის ბრალია, წვიმებმა ამიკლეს... როგორი დელგმა და თქეშია... დამინდე - ეგ შენი ლაბადა ჩამაცვი, ხომ ხედავ, მამცივნებს... სადღაც ხომ უკრავენ ვივალდის ალეგროს - მიცანი მაშინვე... გაზაფხულს ელიან თითები, გაზაფხულს პამპლავაქს... შენ მხრებშეყუჟული ბეღურა ვიქნები... და წვიმაც გადავა - ცხრა მთის და ცხრა ზღვის და ცხრა ზეცის გადაღმა გადავა, გადივლის... და ამობრწყინდება ლურჯ ჭერზე მზე მთელი ალერსით... უკრავენ, უკრავენ ვივალდის... უკრავენ ალეგროს... არცკი მენახე და მიყვარდი... ასე რომ: არც უნდა გიკვირდეს, თუ ვამბობ: მოდი და გამათბე, თორემ მე უშენოდ მიწა ვარ დიხაშხო... ალერსით ამავსე... ************************ უკრავენ ვივალდის და გარეთ წვიმაა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მუსიკალურიაა..ნაგძნობია.. :)+ მუსიკალურიაა..ნაგძნობია.. :)+
2. გადასარევია გადასარევია
1. გადასარევია გადასარევია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|