ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: თომას ედისონი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2019


***

შეღებულ სარკმლის ნაპრალებში , ყეფენ ძაღლები,
ფორმალურობა უნდა ერქვას ახლა სეზონებს,
შეციებული დგანან ისევ , მთაში სახლები,
აპრილია და მაინც როგორ ათოვს ეზოებს.


აპრილის თოვლმა, დაუხოკა ნაზი ღაწვები,
გაზაფხულისფრად აფეთქებულ მთის ამ ყვავილებს,
დღეიდან მე შენ გაზაფხული დაგარქვი, რადგა
მოხვალ უთუოდ....
მოხვალ და ვიცი ამაყვავილებ...

მოხვალ და მე კი მოგაგებებ ყვავილებს ატმის,
და მე გავხდები შენი სულის ბოლო კელია
შენ უფლება გაქს დუმილის და არაფრის არ თქმის,
დამინახავ და მიხვდები , რომ არ თქმა ძნელია...


თაფლისფერ თვალებს დაგიკიცნი , მობეზრებამდე
და თამგზავრად გვეყოლება მშვიდი ქუჩები,
და ადამისთვის თუ გამოცდა იყო ვაშლის ხე,
ჩემთვის იქნები შენ ევა ,
და ვაშლი,
ტუჩები !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები