ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2019


დღეები დღეებს...



* * *
დღეები დღეებს უხმაუროდ მიაცილებენ,
ზაფხულმა სიცხე ისევ ტანზე გამოიყარა.
ვესაუბრები არავის და მიწევს მხილება -
როგორ მჯეროდა, როგორ ვწერდი, როგორ მიყვარდა...

და შენს თვალებში იმედები როგორ მეთესა,
რომლებიც სიზმრებს ტალღებივით გამორიყავდნენ.
ვფიქრობ სიკვდილზე... არაფერზე... და უმეტესად -
მინდა, მჯეროდეს...
მინდა, ვწერდე...
მინდა, მიყვარდე...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები