ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2019


იმსხვრევა სფინქსი

(დრო როგორც მითოსური სფინქსი ღირებულს ვერ კლავს)

ისევ მენება
ამაზე ვწერო,
ეს "შერკინება"
საბედისწერო
აღმოჩნდა, ქრება
მკაცრი, სასტიკი,
ოდეს ეშვება
მაღლიდან იგი.
ფრთა არა ცვილის,
არა დრო — სფინქსი,
რომ გვჩუქნის ტკივილს
იდუმალ იქსი.
რომ სიტყვა მძლავრი
ასე რომ ურჩობს
მას სხივით ფრთანი
არ შეემუსროს.
ვერ უწევს მერმისს,
რადგანაც მისი
vita-ა  brevis,
იმსხვრევა სფინქსი.

                      16.04.2019



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები