ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2019


მისკიეთას ლოცვა. ვაზთანბანთწერილი მე 8 ნაწილი



შეხედე როგორ ქაფქაფებს დედათყურძენი ჯამებში,  ცოტაც და თითქოს გადმოვა ათას ლექსად და არაკად, მაგრამ რად მესმის ქარდალის ქვითინი ძველ ანჯამებში ან სისხლისფერად ლიც-ლიცი რად გააქვს ათასარაკვას. რომ მესმის განა ზარია - ფეთქვაა ტაძრის გულისა, ბერბეშოს მიწა აფიცეთ დღეს რომ ჯვარს იწერს გოგონა, მუხლებში ძირკვი ჩაუდგას თავის ძეს ტაძიგურისა, წვივზე კოჟრები აასხას წობენურა და ოქონა... ვაი, ამ სავსე ვაიოს ყელმოღერილო დედაო , სასთუმლის გედად გაქციე, გაფრინდი ვეღარ გხედავო, იხარე დედავ ქართლისა თავდაკიდული საკმელით , შენს ბადაგიან ნანინას სვამდეს პატარა ქართველი. ლექსი ვაფრინე ბუდიდან მოფრენას არა შურობდა, ბუდესთან დედა ელოდა ბოლომდე ბუდეშურობდა... მე ჩემდა თავად არ მითქვამს არც თითზე გადასახვევი ეს მისკიეთას ლოცვაა, ჯანაანურას ნახმევი. დღეგრძელი იყოს ამქვეყნად სახე-სიტყვანი დედისა, გულს გვიამებდეს ბიჭებო  ნაჟური მისკიეთისა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები