ნაწარმოებები



ავტორი: მირიან მამულაძე
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2019


* * *

ცას  ცარცისფერი წრე ეკრა გულზე,
ვხატავდი ღრუბლებს-წარა-მარა ეყარა რითმა,
ფიქრების და ლექსის ამარა დარჩენილმა მივხვდი უეცრად
რომ ზღვა ხელის გულზე დატეული ოკეანეა.

რომ ცა წამია, უსასრულო გრძნობების ბუდე
რომ გულისცემას სხვანაირი ჰქონია ძალა,
როგორც გრიგალში მიტოვებულ იალქნებს სიმშვიდე
-მინდა  შენს სუნთქვას დავეწაფო და მივეძალო.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები