ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2019


მე რომ რიგორისტი მყავდა

ეს მორიგი ეტიუდია ბიმეტრიაში სავარჯიშოდ.
მარტივად: ბიმეტრული ლექსი უყვარდა ილიას.
აქ ეს - რვამარცვლედის ორნაირი რიტმული ვარიაციაა და  წაკითხვისას მკითხველს თითქოს ასარჩევი აქვს, როგორ გაახმიანოს.
ტრივიალური ამბავი - შეთხზულია, ორმარცვლიან ჯვარედინ რითმათა შორის სივრცის შესავსებად.




ნინო დარბაისელი

მე რომ რიგორისტი  მყავდა
- - - - - -

-ეს გული მოგელის ფეთქვით
არ თვალო ნაბიჯი  თითო,
არ გინდა  სიდინჯე-მეთქი
და ვერ გაიგონა თითქოს.

ტრფობას უდგებოდა ისე,
როგორც სამუშაოს რამეს.
ცოდვაც მისცემიათ მისებს,
ასეთად  რომ აპროგრამეს.

ქცევა - აწონილი ჰქონდა,
ჟესტი - მოზომილი მკაცრად,
სიტყვათა გულმოსაქონთა
სმენა არ უღირდა არც რად.

სიყვარულს - სხვა რაღაც უნდა,
ცეცხლი, ფრთებდამწვარი ვნება.
გული თუ ბრუნდა და ბრუნდა,
ადგილზე არ ესვენება.

მე  - გულის ქვადქცევა ვმალე,
ცუდ დროს მივატოვე, ვიცი.
ცრემლმა ჩამორეცხა მალე
ამ ქვაზე ნაკაწრი ფიცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები