(მხოლოდ მგლებში: არარსებულია სქესობრივი კავშირი მშობელსა და შვილს შორის; უმწეო ლეკვებს უფროსები წვრთნიან, განურჩევლად ნათესაობისა; შეუძლებელია მათი მოთვინიერება...)
მგელო, მგელო, გენაცვალე სირუხეში, ოღონდ დაგმე მაგნაირი სიუხეშე. მიაქროლებ სიმსუნაგის გარდა გულსაც, - ფეხს დაჰკრავ და ცხრა მთას იქით გადაჰქუსლავ. მყუდრო მზერით მიგამსგავსე (შენ) კრავიკოს, თითქოს ერთად ორი სუნთქვა შეკრულიყოს. - მოფერებას ნამდვილობის გამო ვბედავ, - ბევრს ღაღადებს: ეგ მდუმარე გამოხედვა; - ერთადერთო, ვინც ცირკშიც კი არ თამაშობ; თუმც გჩვევია გულგრილობა და თარეში, ყრმას უფროსი წვრთნი (უცხოსაც); ჩვენ კი ხან ღვიძლ შვილს ყუთში ამ რითმასავით ვასუფთავებთ, კაცს - ნამუსიც ლამის არ ეპატიოსა, პლანეტაზე - ვეძებთ შენებრ პატიოსანს. კაცმა მეტი ცხოვრებაში რა ისურვოს? ცხოველებში - მძლე ცეცხლივით დანისლულო, შავ - თეთრია დედამიწა; - მო, ნუ ავობ, - მზე - წვიმური; ჩქარი ქარი - მონიავო... მგელო, მგელო, გენაცვალე სირუხეში, ოღონდ დაგმე მაგნაირი სიუხეშე.
(შენიშვნა: ,,ყრმას უფროსი წვრთნი (უცხოსაც); ჩვენ კი ხან ღვიძლ შვილს ყუთში ამ რითმასავით ვასუფთავებთ," - ში იგულისხმება - დასუფთავების ყუთებში მიტოვებული ჩვილები)
ავტორი: მუხრან აბაშიძე, 2019 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. D es ra iyo?))) D es ra iyo?)))
1. შენიშვნა: ,, ყრმას უფროსი წვრთნი (უცხოსაც); ჩვენ კი ხან ღვიძლ შვილს ყუთში ამ რითმასავით ვასუფთავებთ," - იგულისხმება დასუფთავების ყუთებში მიტოვებული ჩვილები. შენიშვნა: ,, ყრმას უფროსი წვრთნი (უცხოსაც); ჩვენ კი ხან ღვიძლ შვილს ყუთში ამ რითმასავით ვასუფთავებთ," - იგულისხმება დასუფთავების ყუთებში მიტოვებული ჩვილები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|