| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 30 აპრილი, 2019 |
კი ვარ ქრისტიანი, ლოცვით ალაგ-ალაგ, როცა გამიჭირდა, მაშინ გამახსენდი... იგრძნო სინანულმა, სული დალაქავდა, არ სურს მორწმუნება ასე სანახევროდ... ვნების კვირაა და ლოცვაუკმარი ვარ, ხსოვნამ გაიხსენა ის დრო უხსოვარი... ყველა საყვედური ღმერთო, უკან მიმაქვს, ჩემში სინანული ახლა უფრო არი... ჩემი ფიქრი ჩემზე მეტად მარხულია, ცაც კი მლოცველს მოჰგავს, ღრუბლის თავსაფრიანს. შენთვის სათქმელი ჯერ გადანახული მაქვს, შენი მოწყალება თავზე მაფარია! ცრემლმა მოისმინა შენი დატირება, დღეა უმძიმესი, წითელ პარასკევის. სულმა ჩამომართვა ჩუმი დაპირება, ახლა შენთან ვარ და მეტი არაფერი... 26.04.19
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ალაგ-ალაგ ქრისტიანები ვართ...
ალაგ-ალაგ ქრისტიანები ვართ...
1. ,,ცაც კი მლოცველს მოჰგავს, ღრუბლის თავსაფრიანს". კარგია. ,,ცაც კი მლოცველს მოჰგავს, ღრუბლის თავსაფრიანს". კარგია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|