ნაწარმოებები



ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2019


ჩემი პროფესია

                            ნაწილი მეთერთმეტე
  საავადმყოფოს ეზო, ისეთი ცივია მიუსაფარი. ადამიანები, დაუცველი სახეებით, უყურებენ ექიმებს და ეშინიათ. ეშინით, რომ მის ხელში შვილები, საფრთხეში იქნებიან. ეზოს კუთხეში, უზარმაზაი ხე დგას სულს გამწვანებულა. კაცია თვაჩახრილი, ვინ იცის, რამდენი ფიქრები უტრიალებს თავში. ვინ იცის, რას ებრძვის მისი სხეული და რამხელა დარდს ატარებს გულით. იქნებ და დაეღუპა საყვარელი ადამიანი და ამ საყაროშიც ზედმეტად გრძნობს თავს, ან იქნებ ცოლი, ჰყავს ავად ხელეზე კალიცო უკეთია. მისი ხელები, დიდ შრომას ატარებს. იქნებ სულაც დურგალია და დღეში უამრავი რამის კეთება უწევს. ეჰ, ადამანო, რამდენი რამის ფიქრი შეგიძლია ადამიანზე, რომელიც უბრალოდ თავჩაღუნულია და ფქრობს. იქნებ მინდა მივიდე, მხარზე ხელი დავადო და უსიტყვოდ გაუღიმო ვუთხრა, რომ ყელაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჩვენ ადამიანებს, ზოგჯერ ამისთვის ნებისყოფაც არ შეგვწევს. საავადმყოფოს ეზო საკმაოდ დიდია, თუმცა უმეტესი ადგილი მანქანებს უკავია. მე ძალაგამოცლილი რკინის მოაჯირს მივეყდენი, ვცდილობ ვიფიქრო ყველაფეზე კარგზე. ის სურათი, რომელიც რამოდენიმე საათის წინ ვნახე, თვალებიდან არ გადამდის. ის კიბეები, რომელიც ფეხისკანკალით ჩავიარე,  გაღებული სარაფის კარები, რომელიც მეგონა, რომ სიცოცხლის დასასრულს უდრიდა. თომა, მისი ნატანჯი სახე თავჩახრირი სკამზე იჯდა ისე თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა. თომას, ერთი ძალიან განსაკუთრებული თვისებაა აქვს. ის ყველაფერს გააკეტებს, რომ ცუდად არ გახდეს და თუ გახდება ყველაფერს იზამს, რომ მისმა საყვარელმა ადამიანებმა არ შეეიმჩნიონ. ეხლა კი, მისი სუნთქვა ხელოვნურ აპარატზე და იმ შლანგებზე დამოკიდებული, რომელიც მის სხეულს აქვს მიბმული. სოფია, გაყუჩებული ზის და ხმას არ იღებს. მასაც თავი ქვემოთ აქვს დახრილი, თმა ზემოთ აუწევია ალბათ შეაწუხა. ადგილზე ვერ ისვენებს მიყურებს და ვერაფერს ამბობს. ჩემი შეშლილი სახის ეშინია. ეშინია, რომ ეხლა ისეთ რამეს მოვიმოქმედებ, რომ შემდეგ ვინანებ. უკვე საღამოს ათი საათია. ქრისტი და მარი ჯერ გარეთ არ გამოსულან. მე ვიზივარ და ვიცდი. იქნებ რამე სიახლე იყოს. ამ ფიქრებში გართული ვარ და ხანში შესული ექიმი, მიახლოვდება. თმა თითქმის უკვე თეთრი აქვს სახეზე ოდნავ მოკლე წველი, ოდნავ ღიპიანიც კი. მწეველია ალბათ, რადგან თამბაქოს სუნი, იქამდე ვიგრძენი სანამ მომიახლოვდა. ჩემსკენ გადმოიწია და მეკითხება: _ დეტექტივო, პირველ სართულზე, რეამინაციაში ბიჭი, რომ შემოიყვანეთ თომა ხო? აშკარაა, რომ ზუსტად იცის ვინ ვარ, მაგრამ საუბარი, მაინც კითხვით დაიწყო. მეც ხმადაბლა ვუთხარი, რომ დიახ, თომა ჩემი მეწყვილეა. შემდეგ გაღიმებული სახით მუბრუნდება და ამბობს: _ გონს მოვიდა და მის უფროსს კითხულობს. მთელი კოლექტივი გაგვაგიჯა ძალიან ძლიერი ბიჭია, სიცოცხლე უყვარს. მოკიდებული თამბაქო, მოაჯირზე ჩააქრო და იქვე კუთხეში მიაგდო.  საუბრის დაუსრულებლად უკან დაბრუნდა. დერეფანში მედდა ეგებება და სისწრაფით სთხოვს, რომ უკან გაჰყვეს. სოფიას ვთხოვე, რომ მანქანაში დარჩენილიყო და მე თომას სანახავად დავაპირე შესვლა. რეამინაციისკენ მიმავალს ქრისტი, შემხვდა. ყველანაირად ვეცადე მას არ გამოლაპარაკებოდი, მაგრამ ის მაშინვე ჩემსკენ წამოიწია.
*  *  *
- როგორც იქნა მიხვდი არა. გვიან, მაგრამ მაინც მიხვდი, რომ იმ გოგომ, შენი ცხოვრება გაანადგურა. ვერ ხედავ რა ხდება? მის გამო შენი მეგობარი რა დღეშია.
- ქრისტი გამატარე.
- რატო სიმართლის მოსმენა არ გსიამოვნებს?
- ქრისტი, ვერ გცნობ.  რა გემართება? ჯერ შენს თავს შეხედე რადიკალურად სხვანაირი ხარ. ან რა გაცვია ან შენი თმა...
- რაიყო, შენ ხო ასეთი გოგოები მოგწონს?
- მე შენში ის უბრალობა მომწონდა, რაც აქამდე იყო.
- გაბრიელ, ეხლა რა ხდება, რა შეიცვალა ჩვენს შორის?
- არაფერი არ შეცვლილა. უბრალოდ შენ, აღიქვავდი ჩვენს ურთიერთობას სხვანაირად.
- რატო არ გამიშვი, რატო არ მომეცი წასვლის უფლება? მაინცდამაინც ეხლა, ეხლა რატოო მიმატვე?
- არ მიმიტოვებიხარ. გამატარე თომას ნახვა მინდა.
*  *  *
  ქრისტი, გზიდან ძლივს ჩამოვიშორე. რეამინაციამდე მისასვლელი გზა, იმაზე გრძელი აღმოჩნდა ვიდრე ველოდე. თომა, უკვე პალატაში გადაუყვანიათ. პალატაში მარი ადგას თავზე ხელს მჭიდროს ჰკიდებს და ეუბნემა იმ სიტყვებს, რაც ქრისტიმ უთხრა. ცოტახანს კართან შევჩერდი შორიდან ვუყურებდი. თომამ, ეგრევე დამინახა და თვალებით მანიშნა, რომ მასთან ახლოს მივსულიყავი. ის ნაბიჟებიც ჩემთვის იმდენად მძიმე იყო, რომ თავში ეგრევე მრავალნაირმა ფიქრებმა გამიელვა. მახსენდებოდა სარდაფი, თომა, კიბეეები დაუსრულებელი კიბეები. ხმადაბლა მარის, უთხრა, რომ ცოტახნით გარეთ გასულიყო და მარტო დავეტოვებინეთ. ბევრი ყოყმანის შემდეგ მარი, მაინც გავიდა პალატიდან, თუმცა პალატის კარს, მაინც არ მოშორებულა. იქვე ახლოს სკამზე, ქრისტისთან ერთად ჩამოჯდა. თომა, ჯერ კიდევ თავს სუსტად გრძნობს, მაგრამ იუმორის გრძნობა, მაინც არ დაუკარგავს.
- კარგი ნუ მიყურებ მასეთი სახით. მოგიყვები თუ გინდა რა ხდება სიკვდილის შემდეგ.
*  *  *
- უფ, ძლივს შვებით ამოვისუნთქე.
- კარგი ხო. ხო იცი სუსტი მაინც არ ვარ. მარის, საქციელის გამო ბოდიშს მე გიხდი.
- პირიქით, ბოდიში მე მაქვს მოსახდელი.
- გააფრინე? დაჭრილი არ ვიყო გესროდი ეხლა ამ გადახსმის ჯოხს.
- კარგი, კარგი ზედმეტად არ იმოძრაო.
- ბიჭო, მოკლედ ვახანგამ, ჩემი სხეული სატყუარად გამოიყენა. იცოდა, რომ შენ, ამის შემდეგ მისი ბუნაგის მოძებნას დაიწყებდი და ვაბშე მასთან მიხვიდოდი რა. მაგან, კიდე არ იცის, რომ შენი კაცი ვარ. გეგმა, რომელიც გვაქვს კიდევ ძალაშია. შენ გააკეთე ის, რაც უნდა გაგეკეთებინა?
- კი სოფიას, დღეს უკვე ვუთხარი, რომ მიყვარს, მაგრამ ხო ხედავ ამ ყველაფერს, რაც მოყვა. მგონი არ იყო ეს კარგი იდეა.
- არა, ძმაო სწორედაც, რომ კარგი იდეა იყო. ეგ სწორედ ამას ელოდებოდა, რომ მოქმედება დაეწყო თორე ეგრე საქმე უფრო გაიწელებოდა.
- არ მინდა სოფიას, რომ ასე ვექცევი.
- ძმაო, ამ ყველაფერს ხო, მისი დედის და მის დასაცავად ვაკეთებთ.
- აუ ბიჭო...
- რა არის. არ მითხრა, რომ სოფია, მართლა შეგიყვარდა.
- დაივიწყე. შენ ეგ მითხხარი მაკა, როგორ არის?
- კარგად არის.  მგონი ძველი გძნობები გაახსენდა ერთი ორჯერ ტკბილი სიტყვების კი უთხრა, მაგრა მაკა, მაინც პეპლებს ეძებს. მეცოდება ეგ ქალიც, რა ბევრი რამ გადაიტანა. შენ რა ქენი გაარკვიე რამე მის შვილზე?
- კი და მგონი ერთი გასროლით ორი კუღდღელი დავიჭირეთ.
- ჰაა, თქვი ვინ არის?
- მიდი ეხლა შენ, ეს გადასხმები დალიე, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.
- ეგრე არაა, მოიცადე ავდგები აქედან. ისე მართლა გონება, რომ მქონდა დაკარგული და ვკვდებოდი დავინახე, როგორ ღრიალებდი ლომივით?
- სერიოზულად ეგ მართლა დაინახე? მოიცადე შენ მართა ყველაფერს ხედავდი?
- კი აბა, მე როცა კვრადი ვარ, ყველაფერს გაცილებით უკეთესად ვხედავ.
- მოკლედ წავედი. სოფია, უკვე დიდი ხანია მანქანაშია და მელოდება.
- მიდი და მომიკითხე, გადაეცი ჩემზე, ნერვიულობა არ ღირს. აი ნახეთ ხვალ ფეხზე ვიქნები.
*  *  *
  პალატიდან გამოედი თუ არა მარის, გაბრაზებული სახე მომხვდა თვალში. ჩემსკენ ცდილობდა ისევ რამის თქმას, მაგრამ პალატის კარი ღია იყო და თომას შეიძლებოდა გეგო, თავიც ამის გამო შეიკავა. მარი, პალატაში შევიდა ქრისტი, კი უკან გამომყვა მთხოვა, რომ სახლში წამეყვანა. უკვე გვიანი იყო და მარტო აღარ გავუშვი. ეხლა ხო წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება ამ ორის ერთად მგზავრობა. სოფია, უკვე საჭესთან იჯდა. ძალიან კარგი მძღოლია მშვიდი და გაწონასწორებული, როცა თომა, საავადმყოფოში მოვიყვანეთ მაშინაც სოფია, იჯდა საჭესთა. ქრისტის, უკანა კარი გავუღე მე კი სოფიას, დავუჯექი გვერდით. ორივე ჩუმად ზის, ხმას არცერთი არ იღებს. ძალიან მიკვირს, არადა ცალ-ცალკე ორივე ბევრს ლაპარაკობს. მეგონა ესაადა სახლამდე მშვიდა ვიმგზავრებთქო და უკვე სიტყვებით ერთმანეთს კბენა დაუწყეს. სოფიამ, სვეტაფორთან მანქანა გააჩერა. ქრისტი კი, უკნიდან იძახის:
*  *  *
- აუ, სწრაფად რა მაგვიანდება. სახლში, მშობლები მელოდებიან. ჩემი ძმაც, გუშინ ჩამოიყვანეს და ოჯახური ვახშამი გვაქვს.
- ეხლა შენ მაჩქარებ თუ ოჯახურ იდიალზე მესაუბრები, როგორ ყველა ჩამოთვალა.
- გოგოებო, იქმებ არ გინდათ.
- არა, მოიცადე შენ რა გგონია, რომ ასე ყოველ ნაბიჯზე თუ გააჩერებ მანქანას, კარგი მძღოლი იქნები?
- ვინმე გინახავს, ვინც სვერაფორთან მანქანას არ აჩერებს?
- არა რა, ჯობდა ისევ ტაქსით წავსულიყავი ბევრად ადრე მივიდოდი სახლში. რას აკეთებ?
- მანქანას ვაჩერებ. ჩადი დაა გააჩერე ტაქსი. ხო ამბობ, რომ მალე მიგიყვანს.
- სოფია, დაქოქე მანქანა, თიქმის მივედით მის სახლთან.
- არა არ გინდათ. აქედან ფეხით წავალ. იმედი მაქვს, რომ თქვენნაირ გამოუცდელ მძღოლთან ერთად მგზავრობა აღარ მომიწევს.
- ჰმმ, ქაჯი...
- გაჩუმდი გაიგებს...
- მერე რა გაბრიელ, გაიგოს. ქალი, გეტენება ვერ ხედავ?
- ასე რატო იქცევი?
- მგონი შტერია არაა...
- არა, ძალიან ჭკვიანია. კარგი მნეხსიერება აქვს, როცა ოფისში, ვინმეს რამე გვავიწყდება, ყველა მაგას ვეკითხებით. არ აქვს მნიშვნელობა ამბავი, ერთი წლის წინ იყო თუ ერთი დღის, მაინც ახსოვს.
- ხო არაა, გაყოლოდი მას, მე რას მომყვებოდი? იქნებ ძველმა გრძნობებმაც გაიღვიძა შენში. რა გაცინებს?
- ხედავ? ამ მძიმე დღის შემდეგ, მაინც შეძელი ჩემი გაღიმება. ძალიან საყვარელ სახეს იღებ, როცა ეჭვიანობ.
- ცუდია, ძალიან ცუდია, რომ ეს სახე მოგწონს. აი, ამ გამოხედვას, ბევრი რამის ჩადენა შეუძლია.
- სანტერესოა უნდა მეშინოდეს?
- არ ვიცი, არ ვიცი...
*  *  *
  თითქმის უკვე სახლთან ვართ. ყველაფრის მიუხედავად დღე მაინც ისე ჩაირა, რომ თომა, გონს მოვიდა. ისევ იმ ფილების გავლა მიწევს, რომელიც ჩემი სახლის ეზოშია. სისხლის წვეთები, ნაფეხურები ის გზა, რომელიც საავადმყოფომდე ფეხის კანკალით გავიარეთ. იმ მომენტში ვგრძნობდი, რომ ხელიდა მეგობარი მეცლებოდა, ეხლა კი, უკვე მისი ღიმილი მიტივტივდება გონებაში და სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება. სოფიამ, მანქანის კარები უხეშად მიიხურა და ხელი ჩამკიდა. ისევ ისე შევდივართ სახლში, როგორც დილით სახლიდან გასვლისა. მისი ხელები ისეთი თბილია, ჩემს გაყინულ ხელსაც კი ათბობს. ცდილობს სარდაფისკენ არ გავიხედო და სანამ იმ კუთხეს გავივლიდით, მითხრა: _ მე შემომხედე, მე მიყურე თვალებში. სახლში შევედით თუ არა სოფიამ, ყავის მომზადება დაიწყო. ბუტერბროდებიც მოამზადა მაძალებს, რომ ვჭამო, მაგრამ ეხლა ყელში არაფერი გადამივა. ძალას მატანს, რომ ორი ლუკმა, მაინც შევჭამო. უკვე ძალიან გვიანია, ეხლა ყველაზე მეტად ძილი მჭირდება. დასაძინებლად მდვივნისკენ დავაპირე წასვლა და სოფიამ, არ გამიშვა.
*  *  *
- სად მიდიხარ?
- დასაძინებლად.
- საწოლი საკმაოდ დიდია, თანაც გპირდები არ შეგაწუხებ...
- ეგ ჩემი სიტყვებია.
- ეხლა უკვე ჩემიც არის. მომეცი ხელი თვალებში მიყურე...
- არა! ეგრე არ გამოვა...
- მოეშვი, არაფერზე არ იფიქრო. უბრალოდ თვალები დახუჭე და წარმოიდგინე. უკაცრიელი ადგილია, გარშემო სიმწვანეა, რაც უფრო წინ მიდიხას, უფრო გადაშლილი სილამაზე გხვდება წინ. ყაყაჩოებიც ამოსულან. შეხედე რა ლამაზები არიან. ახალად ამოსული ჯეჯილი, ოდნავ ნამიანია, ფეხი ცოტა დაგისველდა, მაგრამ კიდევ უფრო გინდა წინ წასვლაა. მისი ნახვა გინდა, გინდა, რომ ჩაეხუტო, გინდა, რომ მისი სურნელი იგრძნო, რადგან ბუნებაზე ლამაზი შენს ცხოვრებაში, კიდევ ის არის ვიღაც... ვის ხედავ?
- ანას...
- გიღიმის?
- ადრინდელივით უდარდელია, ყვითელი გრძელი კაბა აცვია. ქარი,  გაშლილ თმას, ოდნავ ურევს. მოდის და სუნთქვა უფრო მეკვრის, მისი სურნელი, ისევ დამაბნევს ვიცი, ისევ ვერაფე ვეტყვი. მზის სხივბი, მის თეთრ და ფითქინა სახეს, კიდეევ უფრო უნათებს. მეშინია, მინდა მას სიმართლე ვუთხრა, მაგრამ მეშინია...
- იცი, რომ ანა, მხოლოდ გაბრიელისთვის დარჩა, მხოლოდ მისთვის.
- კარგი, უკვე სისულელეა ეს ყველაფერი.
- თვალები რატომ გაახილე?
- იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ზღაპარია გესმის? რაც ჩვენს შორის ხდება, ეგაც ზღაპარია.
- მერე ეგ ცუდია?
- მართლა გგონია, რომ ჩვენს შორის რამე გამოვა?
- გამოვა თუ ვიბრძოლებთ.
*  *  *
  გავეცალე, შემეშინდა, რომ ყველაფერს ვეტყოდი. ვეტყოდი, რომ მაკა, ვახტანგის ხელშია და სიყვარული, რომელიც მას სჯერა, მხოლოდ და მხოოლოდ გეგმის ნაწილი იყო. არ ვიცი, ოდესმე ვეტყვი თუ არა ამას. შევძლებ, კიდევ მის თვალებში ჩახედვას. ავედი და ჩემს ოთახში, ფანჯარასთან ჩამოვჯექი. სოფია, ქვემოთ დარჩა სარდაფის დალაგება დაიწყო. საწოლზე ალბომი დევს ერთი შეხედვით ჩანაწერების ალბომს გავს. ცდუნებამ ვერ გამიძლო და კითხვა დავიწყე. ,, 25 თებერვალი ჩვენი 52 შეხვედრა. დღეს გაბრიელს, შევხვდი, როგორც ყოველთვის ისევ დავუგვიანე. დედასან, ვიყავი საავადმყოფოში. ეძინა და მის გამოღვიძებას ველოდებოდი. მართალია ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ მინდოდა მას თვალებში, კიდევ ერთხელ ჩამეხედა. იქნებ ამჯერად, მაინც გაეღიმა ჩემთვს და ეთქვა. შვილო, მიხარია, რომ აქ ხარ ჩემს გვერდით. გაბრიელი, ნახევარი საათით, კაფეში მელოდებოდა. იმ წვიმიანი ღამის შემდეგ ახლა ისევ ვნახავ. ის, ძალიან შეცვლილი იყო. მეტისმტად დახვეწილი და მოწესრიგბული მანერები ჰქონდა. ჩემი რთული ხასიათების მიუხედავად თავს, მაინც მყარად იჭერდა. წვერი ოდნავ გაზრდილი ჰქონდა, თუმცა ძალიან  მოწესრიგებული.  კარგად დაუთოვებული ნაცრისფერი პერანგი ეცვა. მარცხენა ხელზე საათი ეკეთა და სულ დროს უყურებდა. მაგიდაზე ყავის ფინჯანი, სათვალე და პატარა ბლოკნოტი ედო. მზე თვალებში ურტყამდა და სათვალე გაიკეთა. ასე უფრო მესიმპატიურა, თუმცა მის თაფლისფერ თვალებს ვეღარ ვხედავდი. ვცდილობდი, კიდევ დიდ ხანს დავკვირვებოდი, მაგრამ ის, გაუჩერებლივ კითხვებს სვავდა. მამას, წარსულზე მეკითხებოდა ბევრს მის საქმიანობაზე. არ ვიცი, სუნამოს ვინ ურჩევს, მაგრამ კარგი გემოვნება აქვს. ალბათ დადგება დრო, როცა მის სუნამოს მეც დავისხავ. მინდოდა სუნამოს სახელიც მეკითხა, მაგრამ მომერიდა. შეხვედრა 45 წუთში დასრულდა. ბოლო წუთამდე მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ მე ანა ვარ. ის გოგონა, რომელიც უბანში მასთან ერთად ატარებდა ბავშვობას. ის გოგონა, რომელიც მოულონელად ქრებოდა მისი ცხოვრებიდან. ნეტა იცოდეს რამდენჯერ ვცადე მასთან მიახლოვება, რამდენჯერ მინდოდა მისი ნახვა. ბოლოსაც, როცა ვნახე...\\\" ბოლომდე კითხვა ვეღარ დავასრულე, რომ  დერეფანში სოფიას, ხმა მომესმა. ტელეფონით, ვიღაცას ესაუბრებოდა.
*  *  *
- გაბრიელი, გატყუებს.
- ქრისტი,  რაც არ უნდა მითხრა, მაინც არ დაგიჯერებ, ვიცი, რომ ჩვენი დაშორება გინდა.
- არა, სერიოზულად გეუბნები. პალატის კართან ვიდექი, როდესაც გაბრიელი, თომას ესაუბრებოდა.
- ტელეფონს ვთიშავ...
- გაბრიელმა, სატყუარად გამოგიყენა. სიყვარული იმიტომ აგიხსნა, რომ ვახტანისთან ახლოს მისულიყო.
- რას ამბობ? ვერაფერი გავიგე.
- ვახტანგი, თქვენს ურთიერთობის გაღრმავებას ელოდებოდა, რომ ძლიერი დარტყმა მოეყენებინა. გაბრიელმა კი, მოვლეები დააჩქარა...
  (სოფია, ოთახში გამწარებული შემოდის და მაღალი ტონით მეკითხება.)
- ეს სიმართლეა?
- რაზე მეკითხები?
- შენ ჩემი გრძნობებით ითამაშე!
- არა, არასწორად გაიგე მოდი დამშვიდდი კარგი.
- არ დავმშვიდდები! გაბრიელ, შენ მე გამომიყენე ჩემი გრძნობები გამოიყენე. მივდივარ...
- ნუ სულელობ, ასეთ დროს სად მიდიხარ?
- არ დავრჩები იმ ადამიანს გვერდით, ვინც ჩემს გრძნობებს არაფრად თვლის.
- მართალია, საქმეს თავიდან ასე დასწირდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვა გვარად არის.
- საქმეს არა? მაინც და მაინც ჩვენი სიყვარული, სჭირდებოდა არა საქმეს. კარგი, მოდი დავქორწინდეთ, ხელები ჩავკიდოთ ერთმანეთს, ხალხს მოვაჩვენოთ თავი, თოთქოს ძალიან ბედნიერი წყვილი ვართ და იქნებ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს საქმე არაა?
- არა, არ არის საჭირო ეს ყველაფერი. მოდი ხელი მომეცი და ჩამოჯექი. სოფია, როდესაც გავიგეთ, რომ ბატონი ვახტანგი, თქვენი ოჯახის სერიოზული მტერი იყო თვენ ყველაფერი ვიღონეთ თქვენს დასაცავად. თავიდან ვერ გენდობოდი და ამიტომ არ გიყვებოდი არაფერს საქმის შესახებ, მაგრამ ახლა მზად ვარ ყველაფერი გითხრა. კიდევ ერთხელ გიმეორებ ეგ გეგმა ძალიან დიდი ხნის წინ დავგეგმეთ.
- ეხლა ყველაფერი გასაგებია... კიდევ არის ხო რაღაცეები, რასაც აქამდე მიმალავდი.
- არის, მაგრამ უნდა დამპირდე, რომ მშვიდად მომისმენ.
- კარგი ხო გისმენ.
- შენ სანამ დამირეკავდი დახმარების სათხოვნელად, მე ვახტანგის, შესახებ უკვე ყველაფერი ვიცოდი. ვიცოდი, რომ წარსულში გივი, არჩილი და ვახტანგი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. გივის, გარდაცვალების შემდეგ, ადგილი, სადაც შენ გაგაგზავნეს მამაშენი, წლების წინ იქ მუშაობდა. მაშინ შენ ძალიან პატარა იყავი თვეების. გივიმ, იქ ორი წელი გაატარა, მერე ძალიან ბევრი პრობლემეები შეექმნა და იქაურობის დატოვება მოუწია. გივის, იმ ქალაქში, ბევრი მტერი ჰყავდა. ვახტანგიმ, ეს ყველაფერი იცოდა და ამიტომ გაგიშვა იქ სამუშაოდ.  უკან, როცა ბრუნდებოდი ფულიც მის ხალხმა მოიპარა.
- ეს ყველაფერი რაში სჭირდებოდა?
- სანამ მამაშენი, გარდაიცვლებოდა მეგობრებს ურთიერთობა ძალიან დაეძაბათ განსაკუთრებით მამასენტან. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვახტანგი ცდილობს მის ოჯახს ასეთი თააშებით სამაგიერო გადაუხადოს. ზიანი მიაყენოს ოჯახს, რომელიც მისთვის ასეთი ძვირფასი იყო.
- მამას მეგობრებიდან მე მხოლოდ არჩილი მახსოვს ვიცოდი, რომ მამას კიდევ ერთი მეგობარი ჰყავდა, რომელიც ჩემი ნათლია იყო, მაგრამ პირადად არასდროს შემხვედრია.
- სწორ დასკვნამდე მიხვედი. ვახტანგი, შენი ნათლია. სწორედ მაშინ მოგნათლა, სანამ მამაშენი, იმ ქალაქში გაემგზავრებოდა. ისინი ერთმანეთს, მეტისმეტად ენდობოდნენ.
- მხოლოდ ეს არის?
- არა, კიდევ არის რაღაც. მაკა...
*  *  *
  საუბრის დასრულება ვერ მოვასწარი და სოფიას, უცხო ნომერი ურეკავს. შეეშინდა ეგრრევე მე შემომხედა მეკითხებოდა რა ექნე? ეპასუხა თუ არა? მე ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი, რომ _ ღრმად ჩაისუნთქე და უპასუხე. მე აქ ვარ!
- არ არის თავის მოკატუნება საჭირო, ვიცი, რომ ერთად ხართ. შეგიძლია ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო.
- რა გინდათ ჩემგან და ჩემი ოჯახისგან?
- დეტექტივმა, ალბათ უკვე ყველაფერი გიამბოთ, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა.
- რა დეტალი.
- უკვე ორი დღეა მაკა, ჩემ ხალხმა, ქალაქ გარეთ ჩემს სახლში მოიყვანეს. არ ინერვიულო კარგად არის სუფრთა ჰაეზეა.
- სად ხარ? დედაჩემს, არაფერი დავუშავო! თორე...
- მშვიდად, მშვიდად პატარა ქალბატონო. თუ დედიკოს ნახვა გინდა. დეტექტივნა, შენი თავი მე უნდა გადმომცეს.
- ამას სიზმარში თუ ნახავ.
- ოჰ, დეტექტივსაც გაუღვიძია... ამას, პატარა ქალბატონი გადაწყვეტს. ასე არ არის?
- თანახმა ვარ!
- გაგიჟდი?
- არა გაბრიელ, დედაჩემის ნახვა მინდა, როცა დედა, ამ მანიაკის, ხელშია მშვიდად ვერ ვიჯდები.
- ყველაფერი გავიგე, მაგრამ, მაინც ცხოვრებაში ერთ სიკეთესაც თქვენთვის გავაკეთებ. 40 წუთში, ჩემი კაცი თქვენს სახლთან ახლოს მოვა. დეტექტივო, უკან გამოყოლა არც გაბედოთ, თორე ხო იცით ამას რაც მოყვება.
*  *  *
  სოფიამ, ნერვიულობა კიდევ უფრო დაიწყო გაუჩერებლივ წინ და უკან დადიოდა ჯერ ისედაც პატარა ოთახში. ადგილს ვეღარ პოულობდა, რომ ჩამომჯდარიყო და დაესვენა.  ჰაერი აღარ მყობნისო და გარეთ ვერანდაზე გავიდა. გამალებით ტელეფონს უყურებდა ელოდებოდა მის ზარს, რომ რაც შეიძლებოდა დედა, მალე ენახა. დროც ისე სწრაფად გადიოდა ვიდრე აქამდე. აი, სოფიას ტელეფონზე შეტყობინებაა. ,, ქუჩის კუთხეში გელოდები, მარტო მოდი, უკან არავინ გამოგყვეს.\\\\\\\" სოფიამ, ხელი ჩამკიდა და სახლის კიბეებიც ასე ჩავიარეთ, სანამ სახლის კარს არ მიუვახლოვთი. ხელს მიშვებდა, მაგრამ მე არ ვაძლევდი ამის საშუალებას.
*  *  *
- უნდა წავიდე.
- გპირდბი მალე, შენ და დედაშენი თავისუფლები იქნებით.
- იცოდე ძალიან არ დაიგვიანო.
- გახსოვს, როცა ფილმის დასასრულზე ვსაუბრობდით?
- კი მახსოვს...
- იცოდე ეს კოცნა, არასდროს დაგავიწყდეს...
*  *  *
  კოცნა ოცი წლის წლინ და კოცნა ახლა, არ ვიცი ეს ყველაფერი რას შევადარო. ბედისწერას? იქნებ და ვიღაც წერს ჩემს ცხოვრებას და დამცინის კიდეც. მე უკვე მეცინება იმ ყველაფერზე, რაც ბოლო პერიოდში, ჩემს თავს გადახვდა. წამოვედი ოჯახიდან, არ მელაპარაკება დედა, მამაც გაბრაზებულია ჩემზე. წავიდა, მაინც წავიდა. არ უნდა გამეშვა სოფია, მისთვის ხელი, არ უნდა გამეშვა! ვეჩხუბები საკუთარ თავს. სიმწრისგან სახლის შემოსასვლელში სარკეს დავარტყი ხელი. სარკე შუაზე გატყდა, როცა ვიხედები ვერც ჩემს სახეს ვხედავ სრულიად. თვალთ დამიბნელდა, ხელებში ტკივსაც ვერ ვგრძნობ, არადა ვიცი, რომ სისხლი ჭრილობიდან მომსდის წვეთებს იატაკზე ვხედავ. სამზარეულოში შევედი, ხელი წყლით ჩამოვიბანე და სოფიას ბენდელით შევიხვიე. ყველგან მის სახეს ვხედავ. ვხედავ, ჩემი მაისურით, გაშლილი თმებით, როგორ დადის სახლში და არ უშინდება ამინდს თუ გარეთ მარტის შეშლილი წვიმებია. ფიქრებში გავატარე სამი საათი. ერთ საათში იტალიაში მივფრინავ. სანამ თომას, პალატაში ავიდოდი მელანოს, ვთხოვე რომ ბილეთი დაეჯავშნა ჩემთვის. მან კი ორი ბილეთი დაჯავშვნა ჩემთვის და მისთვის. დილის 5 ზე მივფრინავთ მე უკვე აეროპორტში ვარ და მელანოს ველოდები. უკვე 20 წუთია დარჩენილი ფრენამდე. მე კი ვზივარ და ვქიფრობ მაკა და სოფია როგორ არიან? რას აკეთებენ?
*  *  *
- დედაა! როგორ ხარ? შემომხედე, რამე ხო არ დაგიშავეს?
- ნუ ნერვიულობ, პატარა პრინცესა შენი დედიკო კარგად არის. ეხლა მე გავალ და დედამ და შვილმა მშვიდად ისაუბრეთ.
- რა აკეთებთ? აქ არ ჩაგვკეტოთ! კარი გააღეთ! მეშინიაა! აქ სიბნელეაა, ძალიან ბნელა!
- შვილო, ნუ გეშინია მე აქ ვარ...
- დედა, შენ დაილაპარაკე? კარგად ხარ?
- შვილო, ჩუმად იყავი თორე გაიგებენ.
- დედა, შენ კარგად ხარ არ მჯერა.
- ნუ ტირი, ჩემო ლამაზო. აი ნახე გაბრიელი, აქედან გაგვიყვანს. თომას უკვე ვალაპარაკე.
- დედა, საუბარი როდიდან შეგიძლია?
- შვილო, მე ცუდად არც არასდროს ვყოფილვარ. ამ ყველაფერს შენს დასაცავად ვაკეთებდი.
- რისი თქმა გინდა ანუ ეს ორი წელი, იქ, საავადმყოფოში შენ, გამო გაატარე და ცუდად არასდროს ყოფილხარ? დედა, როგორ შეგეძელი ასე მომქცეოდი? ამ ორი წლის განმავლობაში იცი რა ცუდად ვიყავი? იცი როგორ მაკლდა შენი სითბო, იცი როგორ მენატრებოდა შენი ხმა? მოვდიოდი, მაგრამ ხმას არ მცემდი.
- შვილო, მაპატიე ეს ყველაფერი შენს საკეთილდღეოდ გავაკეთე. შენი დაცვა მინდოდა.
- დედა, რა ხდება რა უნდა ვახტანგის, ჩვენი ოჯახისგან?
- შვილო, აქედან, რომ გავალთ გპირდები ყველაფერს მოგიყვები. ახლა კი, ისე მოიქეცი, ვითომ არაფერი მომხდარა.
- ეხლა გავგიჟდები! ვინ არის სატანაა? ამ სიბნელეში, რატო ჩაგვკეტა? აქედან გამოგვიშვით! კარები გააგვიღეთ!
*  *  *
  საათი და ოცი წუთი მოვანდომეთ, რომ იტალიაში ჩავსულიყავის. მელანომ, გზაში უკვე გამოიძინა და ჩასვლისას მაღაზიების დათვალიერება დაიწყო. რამდენჯერაც წინ მიიწევდა იმდენჯერ მე უკენ გამოვათრევდი. აინტერესებდა ყველაფერი, აკვირდებოდა ყველა გამვლელს, როგორი სამოსი ეცვათ. ჩაიცინებდა და ამბობდა, რომ ის გაცილებით უკეთესად შეკერევდა. მელანო, სასტუმროსი დავტოვე. მე კი წავედი ბარში, სადაც ჩემი მასპინძელი დამხვდება. ,,იტალია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყანაა.  ბურანო_  ეს პატარა ქალაქი-კუნძული იმავე ლაგუნაში მდებარეობს, რომელშიც ვენეციაა. ბურანო ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ქალაქია იტალიაში. სახლების ფერები სპეციალურად შემუშავებულ წესებში უნდა ჯდებოდეს. ბურანოში ღამის გათევა საკმაოდ იაფია.\\\\\\\" ქალაქში სადაც ჩემი მასპინძელიც, სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობს. აქ ვარ და ვნახოთ ვინ არის და რას წარმოადგენს ვახტანგის შვილი? ბარში, შესვლისას კარებში, მხიარული სახით გოგონა, შემომეგება ალბათ 19 წლის იქნებოდა და ეტყობოდა, რომ ეს ღიმილიც ყალბი არ იყო. თბილი ხმით მომესალმა და თავისუფალ მაგიდასთან მიმითითა ადგილი. იტალიურად ვუთხარი, რომ მის უფროსს ვეძებდი მან კი დასალევი შემომთავაზე. გარეთ სკამზე ვარჩიე ჩამოჯდომა. აქ ყველანაირი ფერია, რაც კი ამ სამყაროში არსებობს. ვიწრო ქუჩებია, სამ სართულიანი სახლები, ყველა სახლის აივანზე მცენარეებია, სახლებით კი მრავალნაირი ფერებით არის შეღებილი. ტურისტები ნავით გადაადგილდებიან. მათ შორის არიან, ქალებიც და ბავშვებიც. ტელეფონს ხელიდან არ უშვებენ, ცდილობენ ყველა მომენტის დაფიქსირონ. დიდი ინტერესით, უყურბენ გაფერადებულ სახლებს, ხეებს,  და  უკვირთ. უკვირთ, როგორ შეიზლება ქალაქი იყოს ასეთი სუფრთა და მოწესრიგებული. ჩაფიქრებულს, მხარზე, ვიღაცამ ხელი დამირტყა და მეკითხება.
*  *  *
- მეგობარო, მე მეძებ?
- თუ შენ, ამ ბარის უფროსი ხარ და შენი სახელია ლუკა, მაშინ კი, შენ გეძებ.
- დიახ მე ლუკა ვარ, მაგრამ შენ ვინ ხარ?
- მე გაბრიელი ვარ შენი ქალაქიდან.
-  დედაჩემმა გამოგზავნათ, თუ ჩემ დამ დაგიქირავა?
- არა, მამაშენი გამო ვარ აქ.
- ხუნრობთ? მამაჩემი, ორი წელია რა გარდაიცვალა.
- იცი ვინ ვარ პროფესიით?
- არა მეგობარო, მე საიდან უნდა ვიცოდე.
- ჩემი პროფესია, კერძო დეტექტივია.
- ამით რისი თქმა გინდა?
- იმის, რომ მე ყველაფერი ვიცი.
- არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ მე უნდა წავიდე ბევრი საქმე მაქვს.
- ლუკა, უკვე ვეღარ გაიქცევი. შენ თუ არ დამეხმარები, შეიძლება დედაშენი და შენი და მოკვდეს. გესმის ეხლა რა ხდება?
- შეგიძლია ცოტა გარკვევით ამიხსნა.
- მაკა და სოფია, ახლა ვახტანგის ხელშია.
- ეგ როგორ. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ მათთვის არაფერი დაეშავებინა, მისი სურვილით მივატოვე ოჯახი და აქ ჩამოვედი საცხოვრებლად. აქ მათ გარეშე, დედის გარეშე, სოფიას გარეშე, მიჭირს ძალიან მიჭირს ცხოვრება. მოკლედ ამაზე საუბარი აღარ მინდა. როგორ უნდა მოვიქცეთ?


გაგრძელება იქნება!


                      ნაწილი მეთორმეტე
- უნდა გამომყვე.
- კარგი, მაშინ ცოტა დრო დამჭირდება, რომ აქაურობა მეგობარს გადავაბარო.
- პრობლემა არ არის, მეც მეგობართან ერთად ვარ. ისიც მალე მოვა.
- გაბრიელ, ადექი სურათი გადამიღე.
- მელანო, შენ უკვე დაისვენე?
- რადროს დასვენებაა, შეხედე რა სილამაზეა.
- მე უკვე მზად ვარ. სახლში ავალ ნივთებს ავიღებ და წავიდეთ.
- გაბრიელ, მოიცა ნუ მიღებ. ეს სიმპათიური ბიჭი ვინ არის?
- მელანო, სირცხვილია.
- შენ,  მელანო ხარ ხო, როგორც სწორად გავიგე. გამარჯობა მე ლუკა ვარ.
- ეს სილამაზე, ამ ქალაქის დამსახურებით გაქვთ?
- არამგონია, მაგრამ მადლობა ასეთი შეფასებისთვის. წავედით?
*  *  *
  ,,  ბურანო ცნობილია  იქ დამზადებული ხელნაკეთი მაქმანებით და ულამაზესი ფერადი სახლებით რომლის მუდმივ შეღებვას და განახლებას  კუნძულის მოსახლეობას კანონი  ავალდებულებს. ლეგენდის მიხედით, ფასადების შეღებვა პირველად საუკუნეების წინ მეზღვაურებმა დაიწყეს რომ ნისლში, ფერებით ადვილად ეცნოთ თავიანთი სახლები.  აქ ყოველთვის გრჩება ან იტოვებ რაიმეს უნახავს, რის გამოც იცი რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდე.  ჩემი მორიგი “დაბრუნების“ მიზეზი ჰემინგუეი, ჰარის ბარი და ვენეციის კუნძულები: მურანო, ბურანო და ტორჩელოა.
  იტალიელები ხუმრობენ, რომ ვენეციაში ჩამოსულმა სამი რამე უნდა გააკეთო: გაისეირნო გონდოლათი, ნახო სან მარკოს მოედანი და დააგემოვნო  კოქტეილი “ბელინი“  ჰარის ბარში (HARRY*S BAR),  რომელიც უკვე საერთაშორისო ბრენდი და ალბათ ყველაზე ცნობილი იტალიური ბარია მსოფლიოში.  ტორჩელოს მარგალიტი მაინც სანტა მარია დელ ასუნტას (Santa Maria Del Assunta) 639 წელს აგებული ბაზილიკაა, აქვე შგიძლიათ ნახოთ მე12/13 საუკუნის ულამაზესი ბიზანტიური მოზაიკა. თუ სამრეკლოზე ახვალთ თქვენს წინ გადაიშლება ხედი მთელ ლაგუნაზე. აქვეა სანტა პოსკას (Santa Fosca) ეკლესიაც, თავისი უნიკალური ყვავილების ვერანდით.\\\\\\\" ეს პატარა ინფორმაცია იქამდე ამოვიკითხე სანამ უკან ქალაქში დავბრუნდებოდით. ლუკამ, თავისი ნივთვთების ასაღებად სახლში ავიდა. მელანოს, ცნობიდმოყვარეობამ ვერ გაუძლოდა ჩვენც უკან გავყევით. ამასობაში ლუკა, გვიყვებოდა თავის ისტორის თუ როგორ მოხვდა ამ კუნძულზე. ამბობს, რომ თავიდან ძალიან გაუჭირდა, ახალია გარომოს შეგუება, გაუჭირდა ოჯახის გარეშე ახალი ცხოვრების დაწყება. ამბობს, რომ მამას გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვლა. სანამ მამა, გვერდით მყავდა თავი უფრო ძლიერი მეგონა, ახლა კი, ამ ტკივილმა,  გარემოების შეცვლამ, უფრო ძლიერი გამხადა. ტკივილი, რომელიც მასშია არ ნელდება, არ ქრება არის მამის სიკვდილი, რომალსაც ასე აღმერთებდა და უყვრდა. მივდივართ და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამოთხეა. განა როგორი არის სამოთხე? ბავშვობიდან, სწორედ ასეთი მეგონა. მეგონა, რომ სამოთხეში, მხოლოდ ყვავილები იყო, სიმშვიდე და სრული ნეტარება. ადგილი, სადაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობ. ნეტა სხვაგან თუ არსებობს ასეთი სამყარო? ჩაფიქრებულმა კითხვა ხმამაღლა დავსვი, რაზეც ლუკა მპასუხობს _ თუ გულისხმობ, რომ ეს ყველაზე საუკეთესო ადგილია, რაც აქამდე გინახავს, შეიძლება ასეც ითქვას, ყველაზე მძიმე მომენტი მე ამ კუნძულმა გადამატანინა, თუმცა მაინც მქონდა იმის განცა, რომ ყველაფერში დამნაშავე მე ვარ. ამ საუბარში გართულებს მივედით კიდეც ლუკას საცხოვრებელ სახლთან. ლუკას, იქ ყველა იცნობს, ბინებიც საკმაოდ პატარაა და ყველა ერთმანეთს იცნობს. ლუკას, ბინა საკმაოდ ფერადია, დაახლოებით ისე, როგორს ეს კუნძული. ყველა კედელზე ნახატებია. საოჯახო ფოტო, რომელიც სოფიას, საწოლთან მუდამ უდევს. ლუკას, თავისი ხელით დაუხატავს. მელანო, ასეთი ცნობისმოყვარე ჯერ არ მახსოვს დაყვება ყველგან და უსმევს უამრავ შეკითხვას.
*  *  *
- დიდი ხანია რაც ხატავ?
- კი, დაბადებიდან.
- დამცინი?
- არა, სიმართლეს გეუბნები.
- ეს გოგო ვინ არის, შენი შეყვარებულია?
- მელანო, გამოდი დააცადე ადამიანს თავისი ნივთების ჩალაგება.
- გაბრელ, მოგკლავ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში შემოხვედი.
- რა იყო რა? ადამიანს, მოსვენების საშუალებას არ აძლევ. ხო იცი, რომ ეხლა დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ლუკა, რო დაბრუნდები, ალბათ დიდი ხნით დარჩები ხო?
- არ ვიცი საქმე, როგორც მოითხოვს.
- გაბრიელ, მოდი ერთი წუთით.
- რა გინდა?
- იციდე რაც შეიძლება გაწელე ეს საქმე. ეს ბიჭი, ქალაქიდან არ გამიქციო.
- მაგიჟებ, პირდაპირი მნიშვლელობით მაგიჟებ. მე რა ვიცი რამდენი ხანი მოუწევს.
- მე უკვე მზად ვარ. წავედით!
- ეს რა არის სულ სპორტულები, რომ ჩაალაგე. იქ, ხატვას არ აპირებ?
- არამგონია, ხატვისთვის ეხლა, შესაფერისი დრო იყოს.
- მელანო, გამოდი აქეთ.
- რა გინდა, სულ, სადღაც რატო მიმათრევ?
*  *  *
  მელანო, ყველაირ ზღვარს გასცდა. წამოვედით თანდათან ვტოვებთ იტალიას და მაქვს იმის განცდა, რომ ოდესღაც ისევ დავბრუნდები აქ. უკან მომავალი გზა გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მელანო, გაუჩერებლივ საუბრობდა თავის პროფესიაზე. _  ამბობს, რომ ჰობია, მაგრამ უკვე დაიღალა იმ უკმაყოფილო ხალხით ვინც მუდამ მის გარშემოა. ყოველდღე დედა მეუბნება, რომ უკვე დროა ოჯახი შევქმნდა. დავსერიოზულდე, მეც მინდა შვილიშვილის დამამთავრებელ კლასს მოვესწროვო. დედებს, ჩვენთვის ყოველთვის საუკეთესო უნდათ, ჩვენს მომავალზე ფიქრს მაშინ იწყებენ , როდესაც ვიბადებით. დედები, ჩვენზე ყოველთვის ფიქრობენ და როცა, ჩვენ თინაიჯერულ ასაკს ვაღწევთ, ძალიან უჭირთ ჩვენი გაგება. უჭირთ, რადგან ჩვენ სხვა თაობას მივეკუთნებით. იმ თაობას, რომელიც ყოველთვის განვითარებისკენ მიისწრაფიან. მშობლების, როლს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ. მე ვერ დავამყარე დედასთან მეგობრული ურთიერთობა, რადგან ყოველთვის მორიდების სიმორცხვის განცდა მქონდა. ვერც ტყუილს ვუბედავდი, რადგან ესაც არ შემეძლო. მე მესმის, რას ნიშნავს უმამობა. მე მამა დამეღუპა 5 წლის ასაკში. მე, წლების განმავლობაში ვცდილობდი მისი სახე, არ დამევიწყებინა, ვცდილობდი ის ჩემი მოგონებებიდან არასდროს წაშლილიყო. ვუყურებდი მის სურათებს გამალებით. ბაღში, ყველას ეგონა, რომ მამა ცოცხალი მყავდა, რადგან მასზე ვსაუბრობდი ბევრს. გაბრიელსაც, კარგად ახსოვს, როდესაც მეცხრე კლასში ვიყავით ჩემს უფროსმა თანაკლასელმა მითხრა, რომ მე მამაჩემის აჩრდილს ველაპარაკები, მითხრა, რომ გიჟი ვარ. აი სწორედ იმ ასაკში გავაცნობიერე ბოლომდე, რომ მე ეს პერიოდი მამის გარეშე ვიზრდებოდი. ყოველთვის ვფიქრებდი, როგორი ვიქნებოდი მამას, რომ ავეზარდე, ვიქნებოდი ასეთი გულმავიწყარა გულჩათხრობილი ადამიანი? ვაიმე ღმერთო რამდენი მისაუბრია ჩემს თავზე. მაპატიეთ თუ ზედმეტი მომივიდა... დამორცხვებულმა მელანომ, თავი ქვემოთ ჩახარა ლუკა, კი ცდილობდა აეხსნა, რომ აქ ზედმეტი არაფერი იყო. ჩვენი წარსული, ზედმეტი არასდროს არ არის. მელანოს, საკუთარ თავზე მეტად ვიცნობ ასე მგონია, მას მე ბაღიდან ვიცნობდი სკოლაშიც ერთად მივედით. მელანოს, ძალიან უხაროდა, როდეესაც მამა ჩემს წამოსაყვანად მოდიოდა. ჩეს ოჯახს აღიქვავდა ისე თითქოს თავისას. ერთხელ როდესაც ძალიან პატარები ვიყავით მელანომ, მითხრხა: _ როდესაც მამაშენს ვეხუტები, მივსებს იმ დანაკლისს, რაც სულში მაქვს. აი უკვე მზად არის ჩვენი თვითფრინავი აფრენისთვის, როგორც ჩანს ლუკას, ფრენის შიში აქვს, ფარდა ბოლომდე გადაწია და სკამს მყარად მიეკრო. ლუკა, ერთი შეხედით უძლური და ძალიან ძლიერი ბიჭია. რაც ოჯახისთვის გააკეთა ეს ძალიან თავდადებული გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ აკლდა ოჯახი, მაინც არცერთი წუთით არ უფიქრია უკან დაბრუნება. ეხლა, როცა იცის, რომ ისინი საფთხეში არიან დაუფიქრებლად მიდის რისკზე. მელანო, უკვე გადაიღალა და მიყუჩდა, ხმას აღარ იღებს. ქალაქში ჩასვლამდე უკვე 20 წუთია დარჩენილი. შევატყე, რომ ლუკა ღელავს და დამშვიდება ვცადე.
*  *  *
- შევატყე, რომ ფრენის გეშინია.
- კი, მეგობარო მეშინია. ბოლოს, როცა იტალიაში ჩავედი ვთქვი თვითფრინავში აღარ ავალთქო და აი ხო ხედავ?
- უბანი გახსოვს, სადაც ხუთ წლამდე ცხოვრობდით?
- არა, რატო მეკითხები?
- დაივიწყე...
- მე არა, მაგრამ ჩემს დას უფრო ემახსოვრება.
- რას აპირებ, სად დარჩები? სანამ ეს ყველაფერი არ ჩაივლის.
- არ ვიცი, ალბათ სასტუმროში. არ მინდა სახლში, სადაც ჩემი ოჯახი არ არის.
- მართალია დიდი სახლი არ მაქვს, მაგრამ შეგიძლია ჩემთან დარჩე თანაც სოფია...
- რაა, ჩემს დაზე თქვი რამე?
- უნდა მეთქვა, რომ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა სოფია, ჩემს სახლში ცხოვრობდა.
- ჩემს დას, შენს სახლში რა უნდოდა? დეტექტივებს, ეგ კონტრაქტში გიწერიათ, რომ კლიანტი თქვენს სახლში უნდა ცხოვრპდეს?
- არა, არასწორად გაიგე. ანას, ემუქრებოდნენ და მისი უსაფთხოებისთვის ასე იყო საჭირო.
- ჩემი დის, ნამდვილი სახელი საიდან იცი? არ გინდა გამახსენდა, რომ დეტექტივი ხარ. მადლობა დაპატიჯებისთვის, მაგრამ მირჩევნია სატუმროში დავრჩე.
- მე შემიძლია კარგი სასტუმრო გირჩიო, თანაც ჩემს სახლთან არის ახლოს.
- მადლობა მელანო, ვნახავ აუცილებლად.
*  *  *
  აი, ესეც პირველი დაძაბული დიალოგი საყვარელი ქალის, ძმასთან. ეტყობა, რომ ძალიან წესრიგის მოყვარული ადამიანია, ძალიან არ ესიამოვნა ის ფაქტი, რომ სოფია, ჩემთან სახლში ცხოვრობდა. სამოთხიდან, დედამიწაზე დავბრუნდი. ვაი, რომ დედამიწაც ასეთი ლამაზია. ჩემი ქალაქი, ყველაზე საუკთესო ადგილია ასე მგონია. ქალაქში, სადაც იბადებიან, იქ სიკვლიც უხარიათ, ასე მგონია. ეს არის ერთადერთი ადგილი, ყველაფრის მიუხედავად, რომ გაუმკლავდები სინძნელეებს. ეს არის ადგილი, სადაც დაცემული კვლავ წამოვდგები, თუნდაც არავინ დამეხმაროს, არავინ წამიკრას ხელი. ამ ქალაქმა, მე მასწავლა ყველაფერი. ტკივილი მასწავლა, სიცილი მასწავლა მაშინ, როცა ყველაზე მეტად ტირილი მინდოდა. გამბედაობა მასწავლა, წინდახედული ნაბიჯების გადადგმა მასწავლა. მასწავლა, რომ არასდორს არ უნდა კრა ხელი მათხოვარს. არასდროს არ უნდა აატირო დედა, არ უნდა ატკინო გული მამას და არ უნდა გაუცრუო იმედები მეგობრებს. ამ ქალაქს, ლაპარაკი, რომ შეეძლოს, ვინ იცის, რამდენ მოგიყვებოდათ ჩემზე. ამ ფიქრებში გართული ავდივარ იმ აღმართს, რომელიც ჩემს სახლამდეა. რა მინდა სახლში, როცა ჩემი საყვარელი ადამიანი საფთხეშია, რა მინდა სახლში, როცა არ ვიცი რა იქება ამის შემდეგ. თითქოს და ხელ-ფეხი შეკრული მაქვს, აღარ მაქვს ძალა, რომ ვიბრძოლე. ყოველთვის, როცა ამ აღმართ ავდივარ, მგონია, რომ სადღაც ქუჩის ბოლოს, სინათლის, იმედის ნაპერწკალს დავინახავ. გავიღიმებ და ვიტყვი, რომ ჯერ არაფერი არ დასრულებულა. დიახ! მე დავინახე ამ აღმართის ბოლოს სინათლე იმედის და ეს იყო თომა. დიახ, არ მოგესმათ მე ვთქვი, რომ ის თომაა. ის ფეხზეა და მე მელოდება. საოცარია, ადამიანი იყოს ასეთი ძლიერი. სანამ მასთან ახლოს არ მივიდოდი კიდევ არ მჯეროდა.
*  *  *
- რა იყო, არ გაგიხარდა ჩემი ნახვა?
- კი, როგორ არა მოდი მაგრად უნდა ჩაგეხუტო! აეეე! შენ კარგად ხარ არ მჯერა. ლომი ხარ! ლომი!
- ფთხილად ძმაო, იარები კიდევ არ მოშუშებულა. საკმარისია ნუ ყვირიხარ შუა ქუჩაში. წამოდი, სახლში შევიდეთ.
- შევიდეთ, მაგრამ მომიყევი ესე მოკლე დროში, როგორ მოახერხე ფეხზე წამოდგომა?
- ჩემ მთავარ ექიმს, კიდევ ჰქონია, რომ პალატაში ვარ. აი, ასე  მოვიხსენი გადასხმა ჩავიცვი ექიმის ხალათი და წამოვედი.
- ძმაო, შენგან ყველაფერია მოსალოდნელი.
- მიდი მოყევი, რას იტყვი ლუკა, როგორი ბიჭია?
- ესე, ერთი შეხედვით ვერაფერს ვერ ვიტყვი. მაინც ვერ ვენდოობი. ეს საქმე, ასე მშვიდად არ ჩაივლის.
- იცოდი რომ მაკამ, მსხვერპლი გაიღო და ორი წლის განმავლობაში თავს აჩვენებდა თითქოს გიჟი იყო. თავიდან ვერც მე დავიჯერე, მაგრამ როცა მიხვდა, რომ მე, მის მხარეს ვიყავი ბევრი რამ მიამბო.
- არა რა, ვიცოდი, რომ ეგ ქალიც, რაღაცას მალავდა. მე მაგას მაშინ მივხვდი, როცა საავმყოფოში სოფიაზე, საუბარი დაიწყო და მოულოდნელად ისევ გაჩუმდა. ჩემი ეჭვები კი, საბლოოდ მაშინ გამართდა, როდესაც გვიან ღამით სოფიას დაურეკა.
- თვითონ სოფიამ იცის, რომ ლუკა მისი ნახევ ძმაა?
- არა, არ იცის. ისიც კი არ იცოდა, რომ ვახტანგი, მამამისის მეგობარი იყო.
- ეხლა რა იქნება?
- ამ საქმიდან უნდა გახვიდე. მითუმეტეს ეხლა დასვენება და მკურნალობა გჭირდება.
- არა, ძმაო ასე არ გამოვა. სწორედ, რომ ახლა უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. ვახტანგის გული საბოლოოდ მაშინ მოვიგე, როდესაც საავადმყოფოდან დავურეკე და ვუთხარი, რომ ამ გეგმამ გაამართლა და სოფიაც მის ხელშია. ეხლა ის, ყველაზე მეტად მე მენდობა და ეს უნდა გამოვიყენოთ.
- ვახტანგი, ჩემი ადგილსამყოფელს საიდან იგებს? ყველგან, რომ აჩრდილივით დამყვება. ამაში ხო ვიღაც უნდა ეხმარებოდეს, ვინ არის? ესაც უნდა გავარკვოთ.
- არ ვიცი ძმაო, მაგას ხო იცი ყველა კუთხეში ვიღაც ყავს.
- ნეტა, როდის დადგება დრო, რომ ყველამ პასუხი აგოს.
- ლუკა, ეხლა სად არის?
- მელანოს, გაყვა უთხრა, რომ კარგი სასტუმრო იცის.
- მოიცადე, არ თქვა, რომ...
- კი, ძმაო სწრად მიხვდი. მთელი გზა არ მოასვენა ადამიანი.
- შეხედე მელანოს, ყველაზე რთულ მომენტშიც კი ახერხხებს ადამიანების გაცნობას. აბა, მე რო მიყვარდა ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ზედაც არ მიყურებდა.
- კარგი რა, თუ ძმა ხარ ეგ წარსულია.
- მე წავალ დედას და შვილს მოვინახულებ. რამეს ხო არ დამაბარებდი?
- ეს მედალიონი მიეცი. სოფია, ამას წარმატების გასაღებს ეძახის.
- კარგი ძმაო, ფთხილად იყავი! საღამოს ისევ შევხვდებით.
*  *  *
  უკვე დაღამდა. მე კი, ისევ ვზივად და ვიცდი. ვიცდი, რომ ისევ დადგება დრო და ჩავეხუტები. ისევ მომიშლის ნერვებს, მაგრამ მე, მაინც მისი თვალები შემარიგებენ, მეტყვიან, რომ არა! არ არის გვიანი! არასდროს არ არის გვიანი გიყვარდეს. უკვე 27 წლის ვარ, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი ვინმეზე ასე თავდადებით მეზრუნა. აქამდე თუ ჩემი საზრუნავი ოჯახი და მეგობრები იყვნენ ეხლა დეამატა ანა. ანამ, ის ძალები, ის ემორციები, ის განცდები, რაც აქამდე ჩემში არსებობდა გაორმაგა. პრობლემები უფრო მკაფიოდ დამანახა, ბრძოლა უფრო შემიყვარდა და გამრჯვება ამაზე მეტად. მე დაწმუნებული ვარ, რომ მაკას და სოფიას იმ არანორმარულისგან დავიხსნი და ჩემთან თუ არა ცალკე მაინც ბედნიერები იქნებიან. ლუკამ,  მინდა, რომ ორმაგად აინაზღაუროს ის წლები, რაც ოჯახის გარეშე გაატრა. ვზივარ და ვიყურებ სინათლეს. გახსოვთ? ვბრაზდებოდი ვამბობდი, რომ ეს უბრალოდ თეთრი ფარდები იყო და მეტი არაფრი. ეხლა კი, მიხარია სინათლე მიხარია. ყვავილებიანი ფინჯნებიც, სამზარეულოს თაროზე კუთხეში აწყვია. არასდროს, რომ არ ვიფიქრებდი იმით, ყავის დალევას. ეხლა მწყულია, ისე მინდა დავლიო. ჩემს ცხოვრებაში ეს რამოდენიმე დღე, რაც მასთან ერთად გავატარე რამოდენიმე წელს უდრის. ეს რა არის? ცრემლია? სისულელეა! ვუპასუხე ჩემს თავს და სარკეში ვიხედები. მიკვირს! ძალიან შეცვლილი ვარ, ძალიან უძლური და დაუცველი. თითქოს და ის აღარ ვარ, რაც აქამდე ვიყავი. პროფესია, ჩემი პროფესია! დავუწყე ჩემს თავს ჩხუბი, მერე დედაჩების, სიტყვები გამახსენდა, რომ ამბობდა: ,,სიყვარული დაგღუპავს, ხელს შეუშლის შენს პროფესიას და განვითარებას.\\\\\\\" არ ვიცი, იქნებ და ამიტომ მეშინოდა აქამდე სიყვარულის? მეშინოდა, რომ ორივეს ერთად ვერ გაუმკლავდებოდი. ვზივარ და წარმოვიგენ, როგორ ვესაუბრები ანას. ის ეხლა აქ არის, ჩემს გვერდით ახლოს ზის და ჩემთან ერთად ყავას სვავს. თმა მის სახეს ნახევრად უფარავს ყვავილებიანი კაბა აცვია და უაზროდ უხარია გაზაფხული. მიყურებს და მიღიმის. მისი ღიმილი, ყველაფერს მავიწყებს, გარე სამყაროს მავიწყებს. შემდეგ თვალლებს დავხუჭავ და ამ წარმოდგენას გონებასი ვინახავ. მჭიდროს დახუჭულ თვალს ვახელ და ვხედავ, რომ მაგიდაზე მხოლოდ ერთი ფინჯანია ყავით და ვერანდაზეც მხოლოდ მე ვარ. გონებით იქ ვარ, სადაც ეხლა მაკა და სოფიაა.
*  *  *
- სად იყავი აქამდე?
- ოფისში საქმეები მქონდა, აქამდე ვეღარ მოვახერხე გასვლა.
- ხალხო! რა ვერ გაიგეთ მე თქვენი საქმეები არ მაინტერესებს. პირდაპირ საქმეზე გადადი.
- გაბრიელი, ქალაქიდან იყო გასული, მაგრამ ვერ გავარკვი სად.
- ქრისტი, მგონი ქერა თმამ შენზე უარყოფითად იმოქმედა.
- საღამომშვიდობისა!
- შემოდი თომა. მშვიდობა იქნებოდა, თვენი უფროსი, კიდევ რამეს, რომ არ ხლართავდეს. არც შენ იცი არაფერი?
- არა უფროსო, არაფერი ვიცი.
- მოკლედ რა! ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი როგორ უნდა იყოს. წადიით! დაიშალეთ. ამ საქმეს მე მივხედავ.
- ქრისტი, რას აკეთებ?
- შენ რას აკეთებ აქ? მეწყვილეს ღალატობ?
- ასე გამოვიდა.
- რა ქვია ასე გამოვიდა. მე გასაგებია გაბრიელი მიყვარს და მინდა იმ არანორმარულს ჩამოვაშორო, მაგრამ შენ, შენ რას აკეთებ?
- მეცოდები, ძალიან მეცოდები.
- საცოდავი მე კი არა, შენ ხარ. ვნახოთ, როგორ ესიამოვნება გაბრიელს, ამ ამბის გაგება.
- არამგონია შენ ამბავმაც გაახაროს.
- კარგი, რას აპირებ? მე უკვე მეშინია. მინდა, რაც შეიძლება მალე გავიდე ამ საქმიდან.
- ამაზე აქამდე უნდა გეფიქრა. მე ვერაფერში დაგეხმარები.
- თომა, დამეხმარე... სიკვდილი არ მინდა.
*  *  *
  გამარჯობათ მე თომა ვარ, პროფესიით კერძო დეტექტივი. გაბრიელს, დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ერთი წელია, რაც მეწყვილეები ვართ. ერთმანეთზე დამოკიდებლი მეგობრები, არასდროს შეთანხმების გარეშე ნაბიჯებს არ ვთგამთ, არც ერთმანეთის გარეშე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ეს საქმე ყველაზე გრძელი აღმოჩნდა იმასთან შედარეებით, რაც აქამდე გვქონია. ვერ ვიტყვი, რომ ქრისტის აქ ნახვა ჩემთვის სიუპრიზი, იყო, რადგან ეჭვი უკვე გვქონდა მასზე. დაბინდებას, ველოდებით, რომ ჩვენი გეგმის განხორციელება დავიწყოთ. მანამდე კი, დედა-შვილს მოვინახულებ. ვახტანს, ისინი, ცალკე ოთახში გადაუყვანია. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად არიან. ერთმანეთის ნახვა ყველაზე მეტად უხარიათ. კარები გავაღე თუ არა სოფია, უკან დაიხია.
*  *  *
- ნუ გეშინიათ. ეს მე ვარ თომა.
- თომა, აქ რას აკეთებ? შენ კარგად ხარ? სიარული უკვე შეგიძლია?
- კი, კარგად ვარ.
- მარტო ხარ? გაბრიელიც მოვიდა ხო? ის დამპირდა, რომ მალე მოვიდოდა.
- არა, მარტო ვარ, მაგრამ მთხოვა, რომ თქვენთვის ეს გადმომეცა.
- მედალიონი... თვითონ სად არის? არ მოვა?
- შვილო, მიეცი საუბრის საშუალება.
- დაბინდებას, ველოდებით და აქედან წავალთ.
- გარეთ დაცვაა, არამგონია აქედან გასვლა შევძლოთ.
- სოფია, მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პირობას გაძლევთ აქედან გავალთ.
- შვილო, მე მჯერა შენი. იმ სიკეთეს, რაც ჩემთვის და ჩემი შვილისთვის გააკეთეთ, არასდროს დაგივიწყებთ.
- დედა, რას გულისხმობ?
- შვილო, ვახტანს ჩემი თავი სჭირდებოდა სატყუარად თომამ კი, ეს საკუთარ თავზე აიღო.
- თომა, ეს სიმართლეა?
- ჩემს ადგილას ნებისმიერი ასე მოიქცეოდა.
- არა, შვილო ასეთი კეთილი ხალხი იშვითია.
- საღამოს ვახტანსგს, მნიშვნელოვანი სტუმარი ეყოლება ჩვენ კი ამაშობაში აქედან გავალთ.
*  *  *
  გეგმის განხორციელებამდე დარჩენლია ერთი საათი. ლუკა, უკვე ჩემთან არის. ერთად ვაპირებდით ვახტანგისთან დარეკვას, რადგან მისი მისამართი გაგვეგო, თურმე ლუკა, იმ სახლში მანამდეც ყოფილა, როცა ქალაქ გარეთ სახლი ვახსენე, მან ეგრევე თქვა _ ვიცი სადაც არის, დარეკვა არ არის საჭირო. სახლი ჩემი უბნიდან არც ისე შორს იყო ნახევარ საათში უკვე მივედით. მე გარედ დავუცადე მანქანაში, ის კი ზარს რეკავს.
*  *  *
- რომელი ხართ?
- თქვენს უფროსს გადაეცით, რომ მისი შვილი დაბრუნდა.
- შვილო, აქ რას აკეთებ? მე ხომ გაგაფთხილე?
- შვილს ასე უნდა დახვდე, არ ჩაეხუტები?
- რატო დაბრუნდი?
- ნუ ნერვიულობ, ჩემ ოჯახმა არაფერი იცის შენს სანახავად ჩამოვედი ცოტახნით. აქ, ყველაფერი ისევ ძველებურად არის.
- ფული გაგითავდა?
- მართლა ფიქრობ, რომ ფული მჭირება?
- ვინმემ გიპოვა, გემუქრებიან?
- საკმარისია! უკვე რამდენ კითხვას სვამ. მამა, მომენატრა და დავბრუნდი.
- შვილო, შენ მე მამა დამიძახე?
- არა, შენ არა. ის მამა მომენატრა, ვინც გამზარდა, ვინც სიყვარული და სითბო მასწავლა. უფრო გარკვევით თუ გინდა გაიგო, შენი ძმაკაცი მომენატრა.
- საკმარისია! მის სახელს ნუღა ახსენებ. შენ, ჩემი შვილი ხარ გესმის?!
- საინტერესოა რა მოხდება, როცა ყველაფერი გაირკვევა?
- ვერაფერი გაირკევა გესმის! სიმართლე მხოლოდ შენ იცი და არაფერს იტყვი. მამას არ გაწირავ ხო?
- რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო მეც მაინც ვიტყვი, რომ შენ მამაჩემი არ ხარ. მამაჩემი მე ორი წლის წინ დავმარხე.
- უფროსო!
- კაბინეტიდან გაეთრიე!
- უფროსო, ისინი გაიგცნენ!
- იცოდი! შენ ყველაფერი იცოდი. აქ, სწორედ მათ დასაცავად ჩამოხვედი.
- რა მოხდა კიდევ ვინმე გყავდათ ტყვედ? ბატონო ვახტანგ, კიდევ არ ეშვებით არა, ბინძურ თამაშებს? მე რას მიყურებ, ეტყობა შენი ძაღებიდან, რომელიმე მორალატეა.
- მოძებნეთ! სანამ არ იპოვით არ გაჩერდეთ!
*  *  *
  ბნელ ქუჩებს სოფიას ღიმილი დაჰკრავდათ. მისი სახე, მისი ხელები დამსგასებულა ფერად მარტის ამინდებს. ის შესლილია, მარტივით შეშლილი. მორბის და  მისი გრძელი და ტალღოვანი თმას ჰაერში აფრიალებს. მანქანი კარი გავაღე თუ არა დამინახა. ორი წუთი შორიახლოს შეჩერდა შემდეგ კი ისევ განაგრძო სირბილი. მთელი ძალით ჩამეხუტა, ვგრძნობ რომ სხეულში სიხლმა უფრო სწრაფად დაიწყო მოქმედება, გული საგულეში აღარ არის. გარშემო სიბნელეა, მაგრამ მე სინათლეს ვხედავ. ხელს წელზე მჭიდროდ ვუჭერ სულ გადამავიწყდა, რომ მაკაც იქ არის და გვხედავს.
*  *  *
- ბავშვებო, იქნებ საკმარისია. წავიდეთ თორე უკან დაბრუნება ისევ მოგვწევს.
- მაპატიეთ,  ჩასხედით ეხლა ორივეს საიმედო ადგილას წაგიყვანთ. იქ, სადაც საფთხე აღარ დაგემუქრებათ.
- გაბრელ, რა ხდება, რატო ვიმალებით?
- ვფიქრობ, რომ ამაზე მაკა, უკეთესად მოგიყვება.
- რა კარგია, რომ მოხვედი ეხლა აღარასდროს დავშორდეთ.
- მე დაგტოვებთ და უკან უნდა დავვბრუნდე, მაგრამ ხშირად შემოგივლით.
- ასე როდემდე გაგრძელდება, როდემდე უნდა დავიმალოთ?
- სანამ ვახტანგს არ დაიჭერენ.
- აი ეს სახლია, მაცივარში ყველა პროდუქტია, რაც საჭიროა. თუ რამე დაგჭირდებათ დასარეკად ეს ტელეფონი გამოიყენეთ, რაც არ უნდა მოხდეს გარეთ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახვიდეთ. მარტო არ იქნებით მალე კიდევ, ვიღაც შემოგვიერთდება, მანამდე კი, მე აქ ვიქნები.
- მადლობა შვილო, ამ სიკეთეს არსოდეს რაგივიწყებთ.
- რა ამბობთ ქალბატონო, ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ დაგიცვათ.
- შეყვარებული კაცი, უფრო ძლიერი დამცველია.
- დედაა...
- რა იყო შვილო, ცუდი არაფერი მითქვამს. წავალ მე რამეს მოვამზადებ.
- რას აკეთებდი, სანამ მე შენს გვერდით არ ვიყავი?
- იტალიაში ვიყავი, იცი რა ლამაზია... გაჩერდი! რატო მირტყამ?
- იდიოტო! მე ვიღაც მანიაკის ხელში ვიყავი და შენ კიდე მეუბნები იტიალია რა ლამაზი იყოვო. ნამდვილი იდიოტი ხარ!
- სიმართლეს, როცა დაიგებ დარწმუნებული ვარ მაგ სიტყვებს უკან წაირებ.
- არასდორ არ მოხდება ეგ. ალბათ, საქმეს დასჭირდა, მაგრამ მარტო იყავი? თომა, ცუდად იყო ვერ გამოგყვებოდა. ნუთუ...
- კარგი, სოფია საკმარსისია თავს ნუ იღლი. ის საქმის გამო ვიყავი. მარტო ვაპირებდა წასვლას, მაგრამ მერე მელანო გამომყვა უკან.
- ეს ყველაფერი მარტო, როგორ მოახერხე, როგორ შეძელი, რომ იქიდან თავი დაგვერწია?
- მარტო არ ვიყავი დამეხმარნენ...
- საღამომშვიდობისა! დედა, დაიკო ლუკა დაბრუნდა არ მიესალმებით?
*  *  *
  მაკას, სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა. სოფია, შოკშია, უნდა მივიდეს ჩაეხუტოს. უთხრას, რომ ძალიან მოენატრა და გაუხარდა მისი დაბრუნება, მაგრამ ახსენდება, რომ მიატოვა ყველაზე მძიმე პერიოდში მიატოვა. მიატოვა დედამ, ძმამ ამ ორი წლის განმავლობაში, უწევდა სულ ბრძოლაში ცხოვრება. ეშინოდა, სახლში მარტო დარჩენის, სინათლის ჩაქრობის ეშინოდა, რადგან დერეფნის ბოლოს ვერ ხედავდა დედას, მამას ძმას. ეხლა, როცა ყველაფერი თავდაყირა დადგა, როცა მოსაკლავად ემუქრება მამას ბავშვობის მეგობარი, რომლის ვინაობაც არ იცოდა, ეხლა გამოჩნდა ყველა. ეხლა გაიგო, რომ ორი წლის განმავლობაში ატყუებდა დედა, მიდიოდა მაგრამ ხმას არ სცემდა მისი ოპერაციის გამო წავიდა იმ დაწყევლილ ქალაქში სამუშაოდ, თურმე ეს ყველაფერი ტყული ყოფილა. მინდოდა ხელი ჩამეკიდა გამეყვანა გვერზე და მისთვის ყველაფერი მეთქვა, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ. მის გვერდით უკვე ოჯახია. ეხლა უკვე მზად ვარ ავდგე და ამდენი ხნის შემდეგ ისინი, ერთად დავტოვო. ლუკა, დედას ძლიერ ჩაეხუტა ეუბნება, რომ _ ძალიან მოენატრა მისი სურნელი, მისი კალთა, სადაც თავს კარგად გრძნობდა. სოფიასკენ გაიწია, მაგრამ უკან დაიხია. ჩურჩულით ვუთხარი: _ დატკბი იმ რეალობით რაც ეხლა შენს თავს ხდება. სოფიას,  ქურთუკთან მისი დღიური დავტოვე პატარა ფურსლის ნაგლეჯით. ,, როცა გამონახავ თავისუფალ დროს დაწერე, ძალიან გიხდება წერა.\\\\\\\" ამის შემდეგ დავტოვე ის სახლი უკან, როცა შემოვიხედე დავინახე, როგორ ჩაეხუტა სოფია ძმას, როგორ შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში. უკვე მანქანას მივუახოვდი და ლუკას ყვირილი შემომესმა. _ დედა, მშია! გავიარე ალბათ 3 კილომეტრი, სვეტაფორთან ერთი ქალი, მიახლოვდება და მეკითხება: _ ქალი აგიტირებია? გამახსედა, რომ კი, ამიტირებია თანაც ბევჯერ და ის დედაჩემია. ამ ამბების გადამკიდე სულ გადამავიწყდა მისთვის მობოდიშება. ქალი, ვარდებს მაწვდის და მეუბნება: _ არ ვიცი, რა მიზეზიც არ უნდა არსებობდეს ქალს, ყოველთვის შველის თეთრი ვარდები. ფული გადავუხადე და ვარდები გამოვართვი. ეხლა კი,  ის საქმე უნდა გავაკეთო, რაც აქამდეც უნდა გამეკეთებინა.
*  *  *
- შეიძლება?
- როგორ არა შვილო. დედაშენი, თავის ოთახშია დავუძახებ. ეს რა არის, ვინმეს ბაღიდან დაკრიფე?
- კარგი რა მამა, ნუ დამცინი.
- ზურა, ვინ არის ვინ მოვიდა?
- ნინო, გამოდი ჩვენი ბიჭია.
- დედა, ვიცი დამაგვიანდა, მაგრამ ჩემი საქციელისთვის ბოდიშს გიხდი, ზედმემტი მომივიდა.
- ეს რა არის, ამხელა ბიჭი ყვავილებით დადიხარ?
- ნინო, ბიჭმა ბოდიში მოგიხადა შენ კიდე რაზე საუბრობ.
- მომეცი ყვავილებს, ლარნაკში ჩავდებ. გშია?
- კი, მშია. მამა, ბაბუ როგორ არის?
- სუსტადაა შვილო ძალიან სუსტად.
*  *  *
  ოჯახურმა ვახსამმაც ასე მშვიდად ჩაიარა. არ ვიცი დედამ, მაპატია თუ არა, მაგრამ ყვავილები, თავის საძინებელსი შეიტანა და საათობოდა აკვირდებოდა. მეც ის ღამე მშობლებთან დავჩი. არ ვიცი რატომ, მაგრამ სახლში წასვლა არ მინდოდა. ფიქრებში გავატარე მთელი ღამე. ვუყრებდი იმ აივანს, საიდაც ანა მიღიმოდა. ხელში, მისი ნაჩუქარი სამაჯური მიჭირავს. ეს მაშინ მაჩუქა, როცა ძალიან პატარები ვიყავით. მითხრა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მე მას გავუფთხილდებოდი. ეხლაც ეს ძველ ნივთებსი ვიპოვე. ისე გათენდა ვერაფერი გავიგე. დილის რვა საათია და ისევ ტელეფონის ზარი მაღვიძებს. ქრისტია, ნამდვილად არ მინდა დილიდა ხასიათი გავიფუჭო გავუთიშე, მაგრამ მაინც მირეკავს.
*  *  *
- რა გინდა?
- არ გამითიშო ძალიან გთხოვ. მნიშვნელოვანი, რამ მინდა გითხრა.
- გისმენ.
- ვახტანგიმ, სოფიას ოჯახის ადგილსამყოფელი იცის. მე ვუთხარი, მაგრამ გეფიცები ძალიან ვნანობ...
- რა გააკეთე?

გაგრძელება იქნება!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები