| ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 11 მაისი, 2019 |
კვერცხი ნაჭუჭი ქუდი სამოსი, ზარი... - ვინ დებს კვერცხს? - ქათამი, მას! - ვინ ტეხს ნაჭუჭს? - ჩვენ, მას! - ყოჩაღ! აბა, ვინ მეტყვის რატომ ვიხურავთ ქუდს და თანთ ვიცვამთ? - თავზე გვცივა, მას, ტანზეც. და თუ ცხელა? - ნაჭუჭიდან ვძვრებით, მას. - მეც ვიტყვი, მას! - ადგილიდან წამოიძახა წითურმა, კეხიანი ცხვირით და ზედ სათვალით. მხოლოდ ცხვირი უშლიდა ხელს, თორემ ისე ლამაზი გოგო იყო, ძალზედ... - თქვი კესო! - კვერცხი, ნაჭუჭი, ქუდი, სამოსი. რა კავშირია მათ შორის? ალბათ ასეა: თქვენ, რომ ეს პალტო გაცვიათ ე.ი. გცივათ. ხომ მართალი ვარ? - მართალი ხარ! - მაგრამ ქუდი, რომ გახურვთ, ორი მიზეზი აქვს. კვლავ გცივათ ან მალავთ, რომ თმები არ გაქვთ და სულაც არ არის საჭირო თმების დასამალად მხოლოდ ზამთარი იყოს. მაპატიეთ მას, მაგრამ ხომ ასეა? - მუდამგულრწფელი იყო კესო. - დიახ კესო! - ყველას უყვარდა კესო კლასში და მუდმივად მოწყალების თვალით უცქერდნენ უბაბთო გოგონას, რომელსაც ბრჩხილების კვნეტა უყვარდა. - მაგრამ, მას, არ მინდა გამომრჩეს და გეტყვით: ხელებს ჯიბიდან იშვიათად ამოჰყოფთ ხოლმე. კლასში იშვიათად გჭირდებათ, რადგან ისტორიას გვასწავლით და არ ითხოვს, მათ ხშირ გამოყენებას. არც ხელგაშლილობით გამოირჩევით თხრობისას. სიას ჟურნალიდან თამარს აკითხებთ. - მიანიშნა მისი მერხის მეზობელზე. - შევსებითაც ის ავსებს თქვენს ნაცვლათ. რატომ? იქნებ, ერთ ჯიბეში წითელი კვეცხი გაქვთ და მეორეში ჯვარი, სანთელი ან სახაზავი ან იქნებ უბრალოდ გცივათ, მაგრამ ზაფხულში ხომ არიარის სიცივე და არც ოდესმე სახაზავი გვინახავს თქვენ თითებში, რადგან არ არის ს დრო... დარჩა მხოლოდ წითელი კვერცხი. ეეეკლესიაში ფგხედავთ. მე წინ ვდგები ხოლმე, თქვენ უკან კარებთან და არასოდეს წევთ თავს ზემოთ. არ მჯერა, რომ ცოდვილი ხართ. არც ქადაგებას უსმენთ. სწორედ ქადაგებისას ტოვებთ ტაძარსდ. თქვენ გიყვართ, მას აღდგომა? - არის ქრისტიანებში ვისაც არ უყვარს აღდგომა? - თუ ჭეშმარიტად მორწმუნეა, არა. მე მინდა მოგცეთ კიდევ ერთი წითელი კვერცხი. - მერხს მოსცილდა. თბილ კაშნე შემოხვეული გოგონა და მასწავლებლის მაგიდას მიუახლოვდა. კვერცხი ჯიბიდან ამოიღო, "ქრისტე აღდგაო" უთხრა და მას გაუწოდა. ზარმაც დარეკა. იფურჩქნებოდა არე-მარე თუმცა ჯერ მაინც ციოდა. და ამ აპრილის თოვლიც ბრჭყვიალებდა ზხოგ ადგილებში. კლასი, ისტორიის მასწავლებელმა, კესოს, კვერცხის გარეშე დატოვა. კესომ კი კვერცხი მაგიდაზე დატოვა. აღდგომის ღამეს კესო მშობლებთან ერთად მივიდა ტაძრში. რამდენიმე ნაბიჯით წინ ისტორიის მასწავლებელი იდგა უქუდოდ და სულაც არ იყო მელოტი. არადა კარებთან ელოდა მას. წარებმა რეკვა იწყეს. კესომ გუმბათს ახედა, ჭაღს მიაშტერდა. ჭაღს ტაძარი გაენათებინა. უფლის მზერა და კესოს თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. მეტად გათბა ვიდრე ადამიანები ათბობდნენ მას, სიმჭიდროვის გამო. უფალს რაღაც ჩარჩურჩულა ყურში და ღიმილ აკრული თვალები ისტორიის მასწავლებლისკენ გაისროლა. გასროლას ხმა არ მოჰყოლია. ან იქნებ გალობას ჩაეხშო ის... მასწავლებელი გაუნძრევლად იდგა, თვადახრილი და მოტირალი. ყველა ზეიმობდა, ის კი ტიროდა. ხელები კი ისევ ჯიბეში ჩაელაგებინა. ის ერთადერთი იყო, ვინც პირჯვარს ვერ იწერდა, როდესაც ტაძარში ისმოდა "დიდება, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა!" ყოველი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კესო მასწავლებლის მაგიდაზე ტოვებდა კვერცხს. საჩუქარი წითური გოგოსაგან. ზარი რეკდა, გოლგოთას კი ნაჭუჭი ეცლებოდა უკეთურ ადამიანთა ნაკვალევისა გამო. უქუდო დედამიწა... კვერცხი წითელი... სამოსი - ცოდვათა შესამოსელად და სიწმიდის გასაძარცვად... ზარი კი რეკდა! ზარი კი რეკდა! ზარი კი რეკდა თითებგარეშე ისტორიიდან!
გიგო რიონელი 14 იანვარი 2019 წელი
ქრისტე აღდგა საქართველო!!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჭეშმარიტად1 ჭეშმარიტად1
2. ძალიან ბევრი შეცდომები გაქვს დაშვებული და ტექსტზე ჩაღრმავება შეუძლებელია,რადგან ყურადღებას მაფანტვინებს! გადახედე და ჩაასწორე... ძალიან ბევრი შეცდომები გაქვს დაშვებული და ტექსტზე ჩაღრმავება შეუძლებელია,რადგან ყურადღებას მაფანტვინებს! გადახედე და ჩაასწორე...
1. ჭეშმარიტად ! :)) ბრჩხილები რო წერია იქ ფ უნდა და მაგის ქვემოთ გადასახედია ტექსრი, ზოგან შეცდომით წერია ასოები , პუნქტუაციაც, ზოგან ზედმეტი , და . ა.. ისე კი კარგია ჭეშმარიტად ! :)) ბრჩხილები რო წერია იქ ფ უნდა და მაგის ქვემოთ გადასახედია ტექსრი, ზოგან შეცდომით წერია ასოები , პუნქტუაციაც, ზოგან ზედმეტი , და . ა.. ისე კი კარგია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|