ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: შირო
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2019


სიმღერა

დედავ, თმები ჩამიწანი,
ცხრა პირად და ალქაჯურად.
მკერდზე შიბი დამიბნიე,
ხელთ - ბეჭედი ალმასურა.

ჩემი ცხენი, გულთმისანი,
დამირახტე, მოსჭერ ძუა,
მათრახს ვჰკრავ და გავფრინდები,
არ ვიდარდებ, მოვკვდე თუნდაც.

გული ჩემი, ჩაფერფლილი
ოცნების ზღვად კრთის და სუნთქავს.
ვერ ვივიწყებ ლამაზ თვალებს,
ცეცხლის ალით მწვავს და მბუგავს.

დედავ, თმები ჩამიწანი
ცხრა პირად და ალქაჯურად.
სარეცელი გამისუდრე,
მე ამაყად მოვკვდე უნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები