ნაწარმოებები



ავტორი: ტასუსუნა
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2019


სიკვდილის წყარო

უფსკრულის კიდეს
ასვეტებულს
გრძნობა-დამექცა
ხრიოკ კლდეებში ჩავიმარხე
ცა- ჩამომექცა!...
სახეზე მაწვიმს,
წკაპაწკუპით-სისხლს უერთდება,
ნაკადულივით
ჯებირჯებირ მიირაკრაკებს,
გრძნობათა ხნულებს-
ნაპრალნაპრალ ეალერსება..
ესაუბრება!
წარსულის ხურჯინს ელამუნება..
თავს დასტრიალებს,
ტკბილტკბილი სიტყვით ებაასება.
გველივით ყელზე ებჯინება-
შხამავს მოთაფლულს,
წვეთწვეთ ისრუტავს მაცოცხლებელ
-განვლილ დღეთა რიგს!
შემოაყინა ძარღვებიდან მოდინარი
სიცილკისკისი,
ძაძით შემოსა მოკაშკაშე ჟამთა მრიცხველი..
გაანადგურა,
რასაც ირგვლის წამით შეეხო,
ყელმოღერებით,
ხელგაშლილი ეგებება მისით მონუსხულთ,
გულუხვად ასმევს მომაკვდინებელ
-სისხლისფერ ბადაგს.
ვუყურებ-უსისხლოდ მწოლიარე ქვათა მწკრივებში,
წყაროდან წვეთწვეთ განკაცებულ სიკვდილს -ყორნისფერს,
ფრთაშესხმულ ძვლებზე სამოსელად
ცრემლებს იქსოვდა,
თავზე ქუდივით იფარებდა ჩემეულ განცდებს...
შემოტრიალდა..
შიშისაგან გული-გამიქრა!
კლდეებში სადღაც მიიმალა-
განცდებს გაექცა..
უკანასკნელად-
სანამ სიკვდილს ფსკერფსკერ დავლევდი,
ვხედავდი
დღედღე!
-წამწამ განცდლის ბედნიერებებს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები