ნაწარმოებები



ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2019


მარტის ფერი

დამძიდა სუნთქვა,
უსაშველოდ დამძიმდა სუნთქვა,
ფილტვები სულსაც ვერ ითქვამენ,
დამიხშეს თითქოს,
არადა მსურდა,
მართლა ისე ძალიან მსურდა,
რომ გადმომედო შენთვის ჩემი
კუთვნილი სითბო...
რომ ყველა ძალას, ყველა ღონეს,
რომ ყველა იმედს
შენთან ვგზავნიდი -
მორჩილების მარად მოსურნე...
მონატრებული მზერით ვუცქერ
შენიან სივრცეს
და მაინც გულში,
გულის გულშიც ჩემად გიგულებ...
მარტმა ამრია...
გიჟი თვეა მარტი,
ავარა...
შენსულანავსებს ვერ მაშინებს
ქარი ხორშაკი...
ეს ყველაფერიც ხომ ჩაივლის,
მალე გადავა,
მალე ჩაივლის ეს სიცივეც -
ასე ქოფაკი...
დამძიმდა სუნთქვა...
ეს ერთიც და...
მერე თავიდან...
მზე შუბის ტარზე დაივანებს ვიცი,
სულ მალე...
გავაპე მიწა,
გადმოვედი შიშველ ზამთრიდან
და შენანავსებ სივრცეს ისევ ძლიერ ვიყვარებ...
ნახატს,
სახელად
სიცივე რომ დაარქვეს უწინ,
ვუმსხვრევ ჩარჩოს და
მხოლოდ შენი ღიმის მსურველი,
გიწვდი ჩემ მკლავებს,
ჩემ ძალიან სუსტ მკლავებს გიწვდი
და უჰაეროდ გამომშრალი
ჩემი ფილტვები
მსურს მხოლოდ შენი იისფერი
სიტყვით გავივსო,
გისუნთქო ხარბად,
ნეტარებით, სვენებ-სვენებით...
რა პატარაა მაინც თურმე
ყველა მანძილი...
რა სანდო არის თურმე შენი
თბილი ხელები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები