ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2019


გამოთხოვება შუმბასთან


თვითმხილველები ადასტურებენ -
შინ დაბრუნდაო თეთრი ლომი
სასწაულად გადარჩენილი,
წყალდიდობას გარიდებული.
თან, საკუთარ  თავს ეკითხებიან
-  რატომ დაბრუნდა ტყვეობაში
ლომი, სიმბოლო თავისუფლების?
-  ალბათ, მეგობარს თუ დაეძებდა,
სამეფო პუდელს,"კარაკულას"
ბოკვერობიდან დაძმობილებულ
შავკულულა და ხუჭუჭა ცუგას
გადარჩენილის დანახვა სურდა
მის საპოვნელად თუ დადიოდა
ღობედალეწილ ვოლიერებთან.
. დაღონებულსაც იქ დაეწია
შეშფოთებული კაცის ტყვია.
კაცს რაღა ექნა, თავისუფლად
მონავარდე ლომის დამნახავს?,
თავი დაიცვა, ესროლა თოფი.
თვით გაქცეული ბეჰემოთიც
მოღობილში ძალით შედენეს
ის,კი დაბრუნდა ზოოპარკში
თვინიერი, კეთილი ლომი,
ტყვეობაში დაბადებული,
პატარა ლეკვის მეგობარი ბოკვერობიდან
სახლს მიჩვეული,დაუბრუნდა თავის გალიას
შავმა პუდელმა "კარაკულამ" ვიღას შესჩივლოს?
"შუმბას" სიკვდილი კაცის კი არა, ბედის ბრალია --
თავისუფლება ლომს, ყველაფერს უნდა ერჩივნოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები