ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შირო
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2019


წვიმს

შემატოვე განთიადს და
გარეთ წვრილად ცრის.
მენატრება გაზაფხული -
ოქროს სხივი მზის.
დავიტირე უშენობა,
გულში ავად წვიმს.
მეღირსება გაზაფხული?
ვის შევჩივლო, ვის...
დამეფლითა ლურჯი კაბა,
აღარც ტევრი თმის
არ ციმციმებს მზეში გიშრად -
დაემსგავსა ფთილს.
გარეთ ისევ წვრილად ცრის და
სულში ავად წვიმს.
ნუთუ მოვა გაზაფხული,
ვისღა ვკითხო, ვის...
სულში ისევ ჩიტი გალობს,
ლაღობს ლურჯი ფრთით.
ელოდება გაზაფხულს და...
ვაი რომ ისევ წვიმს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები