ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლენ
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2019


ინსომნია

როგორი ჩუმი და ჯერადოვნად ამაღლებული
გაგვიხდა წამი გარდამსვლელი სულის სარკეში
სიზმრის სამყაროს თვით შეეყარა დღეს ძილის რული
ამ დროს კი გარეთ - ქარბუქია, წვიმაა, თქეში..


მიფრინავს ფარდა, მიფრინავს ჩონჩხი და მას ზედ ართავს
ვიღაც უძილო ღამის მძივებით ახუნძლულ ძაფებს
სულის სიამის მოსაპოვებლად ოცნებებს ხლართავს
და უხმო გლოვით დაიტირებს ღამეებს ნათევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი ებანოიძე ვულოცავთ დაბადების დღეს