ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2019


ჩემი პროფესია

ნაწილი მეცამეტე

- ეხლა სად ხარ?

- შენს სახლთან ვარ.

- აქ რა გინდა?

- მინდა, რომ დაგეხმარო.

- შემოდი, ტელეფონზე რაღას მესაუბრები.

- გაბრიელ, გეფიცები ძალიან ვნანობ.

- საკმარისია! გაჩუმდი თუ ღმერთი გწამს, შენი მოსმენა აღარ მინდა. თომას უნდა დავურეკო.

- არა, არის საჭირო ქრისტი და მისი ოჯახი, იმ სახლში აღარ არიან. სანამ ვახტანგის, ადგილსამყოფელს ვეტყოდი სოფია, მე გავაფთხილე, რომ იქიდან წასულიყვნენ.

- გეფიცები შენი არ მესმის. არ მესმის რას აკეთებ? თან საქმეს აფუჭებ და მერე ამ საქმეს მოგვარებას იწყებ. ვერ ვხვდები რა გინდა.

- მინდა ვახტანგსგან თავი დავაღწიო.

- და მასეთი გამოცანებით აპირებ მისგან თავის დაღწევას?

- დამეხმარები?

- სასაცილოა, ძალიან მეცინება. ამ ყველაფრის შემდეგ დახმარების სათხოვნელად, კიდევ ჩემთან მოდიხარ.

- შვილო, რა ხდება ამ დილაუთენია? ქრისტი, ძვირფასო შემოდი კართან რატო დგახართ?

- დედა, ეჩქარება საქმეები აქვს.

- მადლობა ნინო დეიდა, სხვა დროს იყოს.

- გაბრიელ, შემოიპატიჟე გოგო სახლში სირცხვილია.

იმის დარწმუნებამ, რომ ქრისტის, ძალიან ეჩქარებოდა არ გაჭრა, მეტიც დედამ, ყავაზე დაპატიჯა და ჩემს პროფესიაზე, დაიწყეს საუბარი. მე სამზარეულოში გაჩერება აღარ მინდოდა და მამასთან გავედი. მამას, მივუახლოვდი თუ არა მის თვალებში, სიბრაზე დავინახე. ტელევიზორთან, ახლოს ზის და არხებს მალ-მალე ცვლის. მიუვახლოვდი მინდოდა მეკითხა _ რა მოხდა? მამამ, ზურგი მაქცია, შემდეგ გაუძალიანდი და ვკითხე: _ მამა მოხდა რამე? მან მიპასუხა, რომ ეხლა აქ, ამის ადგილი არ იყო. მომკიდა ხელი და გერეთ გამიყვანა. კორპუსის დაბლა, ეზოში, რამოდენიმე მაგიდა და სკამია. ეს მოსახლეობამ წლების წინ გააკეთე. იქ, ეხლა თავს იყრიან დიდი ხალხი, დომინო თამაშობენ და ერთმანეთს უზიარებენ დარდს, ტკივილი. დღევანდელ საზოგადოებას, ამაზე საუბარი უფრო უყვარს ვიდრე იმაზე, რომ შვილი შეეძინათ, ან მისმა შვილიშვილმა, სკოლა დაამთავრა და სტუდენტობისთვის ემზადება. არა! მაინცდა და მაინც საუბრობენ ტკივილზე, დარდზე. დღევანდელ ადამიანებში, ეს გაცილებით მეტია. გენიალური მწერალი ნოდარ დუმბაძე ამბობდა: _ ,, ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე." მე და მამა, თავისუფალ მაგიდასთან ჩამოვჯექით, გარეთ, მზიანი თბილი ამინდია. ახალგაზრდა ბიჭმა, რომელმაც ყველა მაგიდაზე დომინო და ნარდი დაწყო, ალბათ რომელიმეს შვილიშვილია. ჯერ დილაა და უკვე ნელ-ნელა დაისყებს ხალხი, გარეთ გამოსვლას. მამა, რამოდენიმე გამვლელს მიესალმა ეკითხებოდნენ,_ ეს შენი ბიჭია? რამხელა გაზრდილა. მამა, დიდი სიამაყით პასუხობდა, რომ მისი შვილი, კერძო დეტექტივია და ძალიან წარმატებულია. ყველას, მადლობა გადაუხადა და საუბარი კითხვით დაიწყო.

- შვილო, იცი ეხლა ბაბუასთან ვინ არის?

- კი, როგორ არა მომვლელი.

- არა, შვილო ბაბუს სტუმრები ჰყავს, მოულოდნელი სტუმრები.

- მამა, რა ხდება ვერაფერი გავიგე.

- წუხელ ღამით, სოფია და მისი ოჯახი ბაბუასთან სახში ავიდნენ.

- რაა?

- გასაგებია, შენ საქმის კურსში არ ხარ და არაფერი იცოდი.

- მაპატიე მამა, გეგმები შეიცვალა და ალბათ სოფიამ, ჩათვალა, რომ ყველაზე მშვიდად იქ იქნებოდა.

- შვილო, ძალიან არ მომწონს ეს გოგო, შენს პირად ცხოვრებაში ასე, რომ შემოიჭრა. სანამ ძალიან გვიანი არ არის მოაგვარე ეს პრობლემა, ისე, რომ შენი ოჯახი არ დაზარალდეს.

- მამა, გპირდები ყველაფერს მოვაგვარებ. შენ, ამაზე არ იდარდო.

- მიდი შვილო, შენი იმედი მაქვს.

ვტოვებ ჩემი უბანს, და მაგიდასთან მჯდომ, იმედგაცრუებულ მამას. მანქანა დავქოქე და თან ვცდილობ თომას დავუკავშირდე. ორი ზარის შემდეგ ტელეფონი აიღო და ეგრევე მპასუხობს. _ ვიცი ძმაო, დამაგვიანდა, მაგრამ პრობლემა მოგვარებულია. ბაბუსთან არიან მთაში. ერთ მხარეს ოჯახი მეორე მხარეს კი სოფია, უკვე აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ვიფიქრე კიდეც, რომ ეს საქმე სხვას გადავაბარო და მან მიიყვანოს ბოლომდე, მაგრამ ეს ჩემს პიროვნულ ხასიათეში არ ჯდება. არ მიყვარ, როდესაც საქმე ბოლომდე არ მიმყავს, არც დანებებას ვაპირებ. თომას ვუთხარი, რომ სოფელში მივდივარ და მას შეეძლო დაესვენა ოჯახთან ერთად. ისევ გავდივარ იმ გზას, რომელსაც ყოველ არდადეგებზე გავდიოდი ოჯახთან ერთად. მახსოვს მაშინ, მამას პირველი მანქანა ჰყავდა. რატიც ჩემთან ერთად იყო. ის ყოველთვის ჩემთან ერთად იყო, როცა სოფელში ბაბუასთან მივდიოდი. რატისაც, ძალიან უყვარდა, როცა გაიგებდა, რომ სოფელში მივდიოდით მზადებას, რამოდენიმე დღის წინ იწყებდა. ისევ გავდივარ იმ მიხვეულ მოხვეულ გზას. ის განცდები, რაც ბავშობაში განვიცდიდი ეხლა, რადიკალურად განსხვავდება. მამა, მართალია საქმე და ოჯახი ერთმანეთთან არ უნდა დამეკავშირებინა. სოფიაზეც, ვბრაზობ, მაგრამ რა ქნას. ვერც მას ვამტყუვნებს, შეეშენდა და სიმშვიდე იქ იპოვა, ბაბუასთან, მთაში. გონებაში ათასი ფიქრი მიტრიალებს, არ ვიცი იქ რა დამხვდება. იქნებ ბაბუა, აღარ დამხვდეს ღიმილით, ან იქნებ სოფია, იყოს ჩემზე გაბრაზებული, რადგან ყველაფერი სწორედ ვერ გავთვალე. ჩამოვედი! ქალაქთან შედარებით აქ, ძალიან ცივა. მანქანიდან ქურთუკი გადმოვიღე, ჩავიცვი და სახლისკენ წავედი. პირველი თვალში სოფიას, გაშლილი თმა მომხვდა. გარეთაა, ეზოში, ხელში ყავით ნახევრად სავსე ფინჯანი უჭირავს და მთებს უყურებს, რომელიც ცვენი სოფლის გარშემოა სემორტყმული. მანქანა, შორიახლოს გავაჩერე, რადგან ეზოში ნაწვიმარია და შეიძლებოდა ვერც შემოვსულიყავი. რაც უფრო წინ მივდივარ გული უფრო სწრაფად მიცემს. მინდა მივუახლოვდე უკნიდან ხელი მოვხვიო და ვუთხრა, რომ ,, ანა მოვედი! ეს მე ვარ გაბრიელი. ძვირფასო, არაფრის შეგესინდეს, მე აქ ვარ, შენს გვერდით." მინდა მის თმაში, ვიგრძნო სურნელი და ხელები, კიდევ უფრო მჭიდროს მოვუჭირო. მისკენ მიმავალს გზაში ლუკა შემომეგება.

- მეგობარო, რატომ არ მითხარი, რო ასეთი ლამაზი სოფელი გქონდა?

- გამარჯობა ლუკა, ამის შესაძლებლობა არ მომეცა.

სოფია ჩემი ხმის გაგონებაზე ჩემსკენ გამოიქცა, ჩამეხუტა, სულ დაავიწყდა, რომ ხელში ყავა ეჭირა და ზედ ქურთუკზე გადამაქცია. ცხელი არ იყო, მაგრამ ქურთუზე, ლაქათ კი დარჩება.

- ძვირფასო, მაპატიე არ მინდოდა.

- არაუშავს ძვირფასო არაფერია, კიდევ მაქვს მეორე არ იდარდო.

ამ საუბარში გართულები, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და გვინდოდა, რომ დაგვევიწყებინა, სად ვართ, ვინ ვართ, მაგრამ შემდეგ ლუკამ, გაბრაზებული ხმით იკითხა:

- აქ რა ხდება?

- არაფერი ძმაო, უბრალოდ გაბრიელს, ბოდიში მოვუხადე ჩემი საქციელის გამო.

- და ეს ძვირფასო, რაღა იყო?

- რა უნდა ყოფილიყო უბრალოდ ზრდილობის სათხია.

- ზრდიობის არა?

ლუკამ, სოფიას ხელი მოკიდე და სახლში შეიყვანა. ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მე წარმომედგინა. ბაბუა, წევს მაგრამ მაინც ღიმილით დამხვდა მითხრა: _ გამიხარდაო შენი ნახვა და გულში ჩამიკრა. სამზარეულოში მაკა და ბაბუას მომვლელი, საუზმეს ამზაებენ. ამ ამბებში გახდა კიდეც დილის 11 საათი და უკვე ყველა მზად ვართ, ერთ მაგიდას მივისხდეთ. ყველა დაჯდა ლუკას გარდა. მან თქვა, რომ საუზმობა არ უნდა და გარეთ გავიდა. უკან მაკა, გაჰყვა და ალბათ ეუბნება, რომ უზრდელბაა, როცა ყველა მაგიდასთან ზის, შენ იქ უნდა იყო. ბაბუა, ყოველთვის მასწავლიდა ამას, რომ რაც არ უნდა იყოს მიზეზი, თუნდაც არ ელაპარაკებოდა მაგისთან მჯდომ ადამიანს, შენც იქ უნდა იყო სადაც ყველაა. მთის სუფრა რძის ნაწრამით მდიდარია და ყველაერი ეკოლოგიურად სუფრთაა. ყველი, რომელიც მეზობლის ქალმა, გუშინ ამოიყვანა დრეს დილით ბაბუას მომვლელს მიაწოდა. კარაქი და თაფლი, დილით, საუზმეზე ყოველთვის არის, ორიოდედ მოხარშული კვერცხი ყველას თეფშზე დევს. ზოგს, როგორ ურჩევნია. მე მაგალითად კვერცხს არაჯნით ვჭამ და ახლად დაყენებულ ჩაის ვაყლებ. მაღაზია, სოფლიდან საკმაოდ მოსორებით არის, იქამდე მანქანით თუ მიხვალ, როცა ბაბუს პური გაუთავდებოდა მეზობლის ბიჭი, ველსიპედით ამოუტანდა ხოლმე. მეზობლად ერთი ქალი ცხოვრობდა, მას ბავშვები, ოთარაანთ ქვრივს ვეძახდით, რადგან ყველასგან გამორჩეული ქალი იყო. ქმარი ძალიან ახალგაზრდა დაეღუპა, ყავდა ერთი შვილი და ისიც წელიწადში ერთხელ თუ მოაკითხავდა. ძირითადად მარტო ცხორობდა. მისი ბაღი, დიდი და ხილით გაშენებული იყო. ერთხელ მე და რატი, ძალიან პატარები ვიყავით. ბაბუას, ბაღში თეთრი ვაშლი არ ჰქონდა და ნაზი ბებოს, ბაღში გადავიპარეთ ღამე იყო, მაგრამ მაინც გამოგვიჭირა ძალიან გავგვიბრაზდა და გვითხრა _ ქურდობას არასდროს არ აქვს გამართლება. ჩამოგვირიგა ორჯერ მეტი ვაში და გამოგვიშვა. არც ბაბუასთვის უთქვამს ამის შესახებ. მის შემდეგ ძალიან გვიყვარდა მის ბაღში შესვლა. როცა შევდიოდით ცხელ ქადებს გვახვედრებდა, რომელსაც ქვის თონეში აცხობდა. დღესაც კი მახსოვს, იმ ტკბილი ქაების გემო. სკოლა, როცა დავამტავრე გავიგეთ, რომ ნაზი ბებო, გარდაიცვალა. მის დაკრზალვაზე, მხოლოდ ჩემი მეგობრები და ორიოდე მეზობელი იყო. ამ სოფელმა მე გამომზარდა და იმ ადამიანებმა ვინც აქ ცხოვრობს, მართალია მხოლოდ რვა ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ თითოეული მათგანი დიდი გულის პატრონი იყო. მთის ხალხი დიდ ხანს ცოცხლობენო ასე გამიგია, მაგრამ ბაბუას, რომ ვუყურებ ძალიან სუსტადაა, წევს და საუბრის სურვილიც დაუკარგავს. მომვლელი აძალებს, რომ ჭამოს, მაგრამ ბაბუა, ჭირვეულობს და ამბობს, რომ არ უნდა ჭამა. საუზმემ ძალიან მშვიდად ჩაიარა ყველა თავის ფიქრებში იყო გართული. ყველაზე პირველი მაინც ლუკა წამოდგა და ეზოში გავიდა. მაკა, ძალიან გაბრაზდა და მომვლეს ეუბნება: _ ამ ბავშვებს, წერიგს კიდევ ვერ მივაჩვიე გაიზარდნენ, მაგრამ მაინც ბავშვებივით იქცევიან. მე და სოფია, მაგიდაზე პირისპირ ვზივართ და როცა სხები საუბრობენ ჩვენ ერთმანეთს თვალს არ ვაშორებთ. მინდა წამოვდგე, ყველაფერი დავივიწყო, ხელი ჩავკიდო და აქედან წავიყვანო. ვუყურებ და ვხვდები, რომ ძალიან მომენატრა. ეხლა კი მიახლოების საშუალებაც არ მაქვს. მდივანზე მწოლიარე ბაბუამ, საწოლიდან, ჩვენი სახელები წარმოსთქვა. ჩვენც ავდექით და მასთან ახლომახლო, პატარა სკამებზე, გვერდიგვერდ ჩამოვჯექით. მისი გამოხედვა, ვხვდები, რომ ადრინდელს არ ჰგავს. ძალიან სუსტია, ასეთი სუსტი არ მახსოვს. გულ წასული წევს ხელი მე გამომიწოდა და მეუბნება: _ შვილო, სიზმარში გნახე. იბრძოდი საყვარელი ქალის გადასარჩენად. ამ სამაჯურს, წლების განმავლობაში ვინახავდი, შენი საყვარელი ქალისვის ვინახავდი. თქვენს თვალებში, მზერას ვხედავ და ჩემი თავი მახსენდება. მეც ასე ვიყავი შეყვარებული ქალზე, რომელმაც მაჩუქა ძალიან ლამაზი შვილი და შვილიშვილები. აიღე! ეს სამაჯური გამომართვი და როცა შენი საყვარელი ქალი, შვილს გაგიჩენს, მაშინ აჩუქე. მის საუბარი, უკანასკნელ საუბარს ჰგავდა, გული შემიკუმშდა, ყელში სიბრაზეს ბუშტივით ვიგროვებდი, არ მინდოდა, ტირილი არ მინდოდა. ვუყურებდი სოფიას და არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ბაბუა, საუბარს აგრძელებს_ როდესაც გავიგე, რომ ჩემს შვილს, ვაჟი შეეძინა და თანაც ჩემი სახელი დაურქმევიათ, სიამაყით თვალები ცრემლით ამევსო ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს გვარს ღირსეულად გააგრძელებდა და ბევრი ილამარაკებდა მის გმირობებზე. მე დღეს ძალიან ბედნიერი კაცი ვარ, რადგან ისე მოვკვდები, რომ ამ სამყაროში, ისევ იარსებებს გაბრიელ დუმბაძე. სოფია, შვილო შორიდან ვაკვირდებოდი, როგორ უყურებ ჩემს ბიჭს. არ შეგეშინდეთ, სიყვარულის ნუ შეგეშინდებათ. სიყვარული ხილია შვილო, თავიდან შეიძლება, ცოტა მწარედ მოგეჩვენოთ, მაგრამ, როცა მოგვიანებით ისევ გაგიჩნდებათ მისი დაგემოვნების სურვილი მიხვდებით, რომ, არც ისეთი მწარე ყოფილა. საყვარელი ადამიანის დაცვა, ყველაზე დიდ გამოცდას ემსახურება, შეიძლება ამ ომში წააგო კიდეც, მაგრამ გამარჯვების წყულვილი მაინც არ დაკარგოთ... ბაბუას შევაწყვეტინე და ვეუბნები: _ კარგი რა ბაბუ, ისე საუბრობ თითქოს გვემშვიდობებიაო... ბაბუამ ხელი მხარზე დამადო და გამიღიმა. _ შვილო, განა რამდენ ხანს ვიცოცხლებ კიდევ. თქვენ ეხლა, აქედან წახვლთ და ვინც ისიც ვეღარ მოვახერხებ შენთან საუბარს. გაბრიელ შვილო, მე შენთვის ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გაგიმეორებ. მოიქეცი ისე, რომ არც საყვარელ ქალს, ატკინო გული და არც ოჯახს. ვუთხარი: _ ბაბუ, რთულია, ძალიან რთულია. ის კი მპასუხობს: _ რთული ჩემთვის ეხლაა შვილო, ჩემი ცხოვრება სულ ვიძახდი, რომ ნეტა მწოლიარე არასდროს გავხდეთქო და აი ხომ მხედავთ, ვეღარ ვდგები. ლუკა, მოულოდნელად ოთახში შემოდის და იძახის.

- დედა, სოფია მოემზადეთ მივდივართ!

- მოიცადე ძმაო, სად მივდივართ. ეხლა ყველაზე უსაფთხო ადგილი აქ არის. გაბრიელ, ხო მეთანხმები?

- სოფია, ლუკა მართალია.

- რას ქვია მართალია, სად მივდივართ?

- ბილეთები უკვე ვიყიდე. ამ საღამოს, იტალიაში მივფრინავთ.

- მე არ წამოვალ!

- სოფია, შენთვის აზრი არ მიკითხავს.

- დედა, უთხარი რამე. არ მინდა იტალიაში, არ მინდა ამ ქალაქიდან წასვლა, სადაც დავიბადე, გავიზარდე არ წამოვალ და მორჩა! ვერ დამაძალებ.

- ბავშვებო, დამშვიდდით თუ შეიძლება. სოფია შვილო, იქნებ ლუკა, მართალია წავიდეთ ცოტახნით სანამ სიტუაცია არ დამშვიდდება.

- დედა, არ მესმის შენი. სად გავრბივართ, ვის გაურბივართ?

- დაიკო, აქედან წავალთ და გპირდები, ყველა შეკითხვაზე მიიღებ პასუხს.

- გაბრიელ, თუ ღმერთ გწამს შენ, მაინც ამოიღე ხმა. ეთანხმები ლუკას გადაწყვეტილებას?

- კი, სოფია ლუკა მართალია. ცოტახნით ჯობია აქედან წახვიდეთ.

- არ მესმის, გეფიცებით თქვენი არ მესმის.

გაბრაზებული სოფია, გარეთ გაიქცა. კატაგორიულ უარზეა, არ უნდა ამ ქალაქიდან წასვლა. ჩემზეც გაბრაზდა, რადგან ლუკას დავეთანხმე. ტყისკენ გაიქცა. უკან გავყევი, ვეძეხდი.

- დამელოდე!

- გაბრიელ, წადი მარტო მინდა ყოფნა...

- არა, არ წავალ სანამ არ მომისმენ.

- რა გინდა, რაა! შენ არ ამბობდი, რომ ფილმის დასარული, არ უნდა დამევიწყებინა? ეხლა რა მოხდა, რა შეიცვა?

- არაფერი არ შეცვლია, ურალოდ ეხლა ასეა საჭირო.

- ახლა ასეა საჭირო, ახლა ასე აჯობებს, არავინ არაფერს არ მიყვება, აზრზე არ ვარ რა ხდება. დედაჩემი, მატყუებდა, რომ ორი წელი გიჟი იყო, ძმა, გამომეცხადა ამდენი ხნის შემდეგ და თითქოს არაფერი მომხდარა. გინდათ ამ ქალაქიდან წავიდე იქ, სადაც არ ვიცი რა ხდება. ვინმეს გიფიქრიათ ჩემზე, ჩემთვის რა არის საჭირო, ან რას განვიცდი მე? ეს უფიქრია დედა, ლუკას ან შენ, გიფიქრია ჩემზე?

- სოფია, მე შენზე სულ ვფიქრობ...

- არა, არ ფიქრობ, რომ ფიქრობდე არ დაეთანხმდებოდი ჩემს ძმას, დავრჩებოდი აქ და ერთად ვიბრძოლებდით.

- სოფია, აქ დარჩენით შეიძება უარესი მოხდეს.

- ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს. შენს თავს მართმევენ. იდიოტი ხარ? ვერ ხვდები, რომ შენს გარდა ვერავის ვერ ვხედავ, თავში მხოლოდ შენი სახელი ტრიალებს, სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან შენ გხედავ. შორიდანას კი ვგრნობ, რომ მიახლოვდები, შენი გულისცემა, ჩემსავით მესმის. არ მინდა! ხოო! აქედან შენს გამო არ მინდა წასვლა. მეუბნებით, რომ ყველაფერი დავივიწყო, რაც ერთად გადავიტანეთ. გაბრიელ, ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, იმ ერთი კვირის განმავლობაში ვიყავი. ყოველი დილა მიხაროდა შენთან ერთად, დაღამებასაც დიდი ინტერესით ველოდებოდი. იდიოტი ხარ! ამას ვერ ხვდები...

- კარგი, კარგი საკმარისია, ნუ ტირი. მოდი ჩემთან...

-ხელი გამიშვი, ნუ მეხუტებია. არა! მოდი უნდა ჩაგეხუტო...

- ,, ანა, მხოლოდ გაბრიელისთვის," ეს სიტყვები არ დაგავიწყდეს. იტალიაში კი არა ცხრა მთას, იქით რომ გადაიხვეწო, მაინც ჩემი გოგო იქნები.

- ხო არა და მაინც მიშვებ?

- კი, გიშვებ, რადგან ვიცი, რომ იქ კარგად იქნები.

- მაშინ შენც წამოდი.

- ვერ წამოვალ, მაგრამ გპირდები, როგორც კი საქმეს დავამთავრებ, შენს წამოსაყვანად პირადად მე ჩამოვალ.

სახლს ოდნავ მოვშორდით, ტყემდე, ვიწრო ბილიკია. ადრე აქ, პატარა წყარო ჩამოდიოდა და ბავშვები, ზაფხულობით ვგრილდებოდით. მართალია უფროსები გვიბრაზდებოდნენ, რადგან დასალევი წყალი იყო და ჩვენ ვაბინძურებდით. სახლის ჭიშკრამდე ხელცაკიდებულებმა ავიარეთ ვიწრო ბილიკი. გარშემო სიმწვანეა, ირგვლივ პატარა გორებზე ყაყაჩოები ამოსულან. მინდვრის ყვავილებით გაფერადებული არე-მარეს, ანა, უფრო მოუხდა. თითქოს და ის წარმოსახვა, რომელიც რამოდენიმე დღის წინ ანამ, მიზნად დაისახა, ეხლა ახდა. დიახ, მას აცვია კაბა და თბილი ნაქსოვი თეთრი ზედა. სიხარულისგან, თვალები უბრწყინავდა ხელი მომკიდა და მინდორში შევედით._ თვალები დახუჭე და წარმოიდგინე... არა! წარმოდგენაც აღარ არის საჭირო, ჩვენ აქ ვართ. შეხედე რა სილამაზეაა. ყვირის მთელი ძალით! სოფიას, ხელი მოვკიდე, ჰაერში დავატრიალე, ყვირილს ისევ აგრძელებს და ამბობს: _ ძლიერად, უფრო ძლიერად! მისი სახე ჩემთან ძალიან ახლოსაა. მაკოცა და მოულოდნელად და სახლისკენ გაიქცა. მირბის და ყვირილს ისევ აგრძელებს.

- აბა დამიჭირე!

- სოფია, იცოდე ყოველ დილით დავრბვარ.

- მეც დავრბივარ, ოღონდ სარბენ ბილიკზე.

- იცოდე ტყუილად გარბიხარ, მაინც დაგიჭერ.

- ვერ დამიჭერ!

- აი დაგიჭირე, იცოდე ვერსად გამექცევი. საკმარისია, რაც გარბოდი ჩემგან.

- ვნანობ, ძალიან ვნანობ, რომ შენგან გავრბოდი. ეხლა რა იქნება?

- მგონი ჯობია სახლში დავბრუნდეთ.

- ხო, ალბათ ჩემი ძმა უკვე მეძებს.

- წამოდი და თან მიპასუხე. შენი ძმა, შენს შეყვარებულებს ყოველთვის ასე აკონტროლებდა?

- მოიცა და ჩვენ შეყვარებულები ვართ?

- რა, არ ვართ?

- კი, მაგრამ მგონი ჯობია ახლა არაფერი ვთქვათ.

- კითხვას თავი რატო აარიდე, ბევრი შეყვარებული გყავდა ჩემამდე?

- მოიცა დავფიქრდე... ერთი, ორი სამი...

- რა ამბავია.

- კარგი ხო, ერთი მყავდა, ისიც ჩემი უფროსი.

- მოიცადე, შენ უფროსს მართლა ხვდებოდი?

- კი, ოღონდ ის გოგო რო წავიდა მერე დავიწყეთ შეხვედრა.

- მერე?

- ძვირფასო, რა ცნობისმოყვარე ხარ. მერე არაფერი, რამოდენიმე თვეში მივხვდი, რომ არაფერი გამოგვივიდოდა და დავშორდით.

- კიდე იცი რა მაინტერესებს, აი მაშინ იმ დღეს სახლი, რომ ძალიან არაეული იყო... რა გაცინებს?

- აი, ვიცოდი, რომ მაგ შეკითხავს აუცილებლად დამისმევდი.

- საკმარისია ნუ იცინი...

- იმ დღეს მარტო ვიყავი, ის იმიტომ გითხარი, რომ გამებრაზებინე.

- მართლა გამოგვიდა.

- სად იყავით აქამდე?

- ძმაო, დამშვიდდი. დეტექტივმა, დამარწმუნდა, რომ იტალიაში უნდა წავიდეთ.

- საინტერესოა როგორ?

- ძმაო, ეგ რაში გაინტერესებს? მთავარია, რომ მოვდვარ. წავალ მე, ბაბუს დავემშვიდობები.

- მეგობარო, ჩემს დასთან, ძალიან ახლო ურთიორთობა გაქვს თუ მეჩვენება.

- ძმაო, სოფიას, დიდი ხანია ვიცნობ, გარდა ამისა ჩემი კლიანტია, ვალდებული ვიყავი მასთან მესაუბრა.

განრისხებული ლუკა, ძლივს ჩამოვიშორე გზიდან და მეც სახლსი შევბრუნდი, რადგან ქურთუკი უნდა ამეღო. ვხედავ, რომ სოფია ბაბუსთან ახლოს ძის და ტკბილად საუბრობენ. მეც ხელი არ შევუშალე და გერეთ ეზოში გამოვედი და ვხედავ. თომა მოვიდა, ალბათ მანაც მანქანა, შორიახლოს გააჩერა და ფეხით ამოვიდა აქამდე. სახეზე ფერი აქვს დაკარგული, შეშინებული სახით მიყურებს, არ იცის რა თქვას, ჩუმად არის, ხელს ვკრავ, მაგრამ ხმას არ იღებს. გამისკდა გული თავში ათასი ფიქრი მიტრიალებს. - თომა, ძმაო რა ხდება? თუ ღმერთი გწამს ხმა ამოიღე! ამ ჩემს ყვირილზე, სოფია და მისი ოჯახი, გარეთ გამოვიდა.

- ცუდი ამბავია ძმაო, ძალიან ცუდი...

- რა მოხდა მარის დაემართა რამე? გაბი ცუდად არის?

- არა ძმაო, ისინი კარგად არის...

- აბა ჩემი ოჯახია საფთხეში? ჩემი მეგობრები?

- არა ისინიც კარგად არიან...

- თომა, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი! მითხარი რა მოხდა?

- გაბრელ დამშვიდდი! თომა, ჩვენ ვართ საფთხეში?

- სოფია მართალია...

- რას ქვია მართალია.

- სახლში ნაღმია ძმაო...

- რააა?! დედაა! რა ხდება?! ძმაო, ეხლა რა უნდა ვქნათ ყველანი დავიხოცებით?

- ყველამ სიმშვიდე შეინარჩუნეთ!

- ეს როგორ მოხდა, როდის? ყველანი აქ ვიყავით უცხო არავინ შეგვინიშნავს.

- ეს მაშინ მოხდა, როცა ყველას გეძინათ.

- გავალთ ყველანი აქედან გავალთ.

- ძმაო, მე უკვე ყველაფერი გავარკვიე. არაფერი გამოვა... ერთერთი ჩვენგანი აქ უნდა დარჩეს, რადგან ეს ჩემი შეცდომაა და ვერ გავთვალეთ მე დავრჩები. ნახევარი საათი დარჩა დრო. გაბრიელ ძმაო, ხალხი აქედან გაიყვანე.

- გააფრინე?! გაააფრინე არაა! არავინ არ დარჩება ყველანი აქედან გავალთ...

მოულოდნელად, სრული ქაოსი ჩემს სოფელში დაწყო. რამოდენიმე მანქანით, სპეც ოპერაცია მოვიდა, ყველანაირად ცდილობენ ნაღმი არ აფეთქდეს. ბაბუა, ცოცხალი თავით თავის სახლს არ ტოვებს. სოფია, გაუჩერებლივ ტირის მაკა კი მის დამშვიდებას ცდილობს. მე ლუკა და თომა ვცდილობთ ბაბუას სახლიდან გამოყვანას.

- ბავშვებო, წადით! ჩემს სახლში მე დავრჩები.

- ბაბუა, სისულელეებს ნუ ამბობ. წამოდი, აქედან უნდა გავიდეთ.

- შვილო, მე ერთი ფეხი, ისედაც სამარეში მაქვს. თქვენ ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება წინ გაქვთ.

- ბაბუა! ძალიან გთხოვ გამოგვყევი.

- სოფია, შენ აქ რას აკეთებ? გადი გარეთ!

- არ გავალ იქამდე, სანამ თქვენც არ გამოხვალთ.

- სოფია, ნერვებს ნუ მიშლი მაკასთან დაბრუნდი!

- ძმაო არაფერი გამოდის... ათი წუთი დარჩა

- მუშაობა კიდევ გააგრძელეთ! არ გაჩერდეთ!

- შვილო წადით, მარტო დამტოვეთ...

- ბაბუა, აქედან შენს გარეშე არ გავალ, მერე მამაჩემს რა ვუთხრა.

- აიღე, ეს ალბომი გამომართვი. ზურა, როცა წაიკითხავს მიხვდება, რომ შენზე უკეთესი ცხოვრებაში არავინ მყავს, მომეცი საშუალება შენს გამო მოვკვდე...

- უკვე დროა, აქაურომა უნდა დატოვოთ...

გაგრძელება იქნება!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები